ქ.ხობში დადიანის ქუჩაზე, 16 თებერვალს რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული დათა ხურცილავას სახელობის სტადიონზე, დასრულდა მისივე სახელობის თასის გათამაშება მინი ფეხბურთში, ქ.ხობის უბნებს შორის. ტურნირი დაფინანსებული იყო ხობის მუნიციპალიტეტის მიერ. ტურნირი ტრადიციული გახდება და აგვისტოს ომში დაღუპული ხობელი ახალგაზრდების ხსოვნას მიეძღვნება.