ხობის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ხსენებისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვა აღევლინა


7 თებერვალს ხობის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ხსენებისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვა აღევლინა. საზეიმო წირვისას მრევლს საშუალება ჰქონდა მთხვეოდა გრიგოლ ღვთისმეტყველის, სპირიდონ ტრიუმფუტელისა და წმინდა გიორგის წმინდა ნაწილებს. წირვას ესწრებოდნენ დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი მეუფე აბრაამი და ჰერეთის ეპისკოპოსი მეუფე მელქისედეკი. 
ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა, თავის ქადაგებაში ისაუბრა ღვთის სიტყვის განვრცობის მადლზე, რომელსაც სულიერ და ხორციელ ცხოვრებას უძღვნიდნენენ წმინდანად შერაცხული სასულიერო პირები. ასევე ხაზი გაუსვა საქართველოში რელიგიათა ურთიერთობისა და შემწყნარებლობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას. 
მეუფეს გრიგოლ ღვთისმეტყველისა და მფარველი ანგელოზის დღე მიულოცეს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კახა ბუკიამ და ,,შავი ზღვის ყულევის ტერმინალის” გენერალურმა დირექტორმა კარიმ გულიევმა.