28-თებერვალი-2011
ქარიშხალმა ხობის მუნიციპალიტეტში შენობები დააზიანა
ძლიერმა ქარიშხალმა ქ.ხობში და მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში შენობები და სამეურნეო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დააზიანა. ზუსტი ოდენობა ამ დროისთვის ზუსტდება. ზარალის დამთვლელი კომისია ცუდი მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად სოფლებში გასულია და ინფორმაციის შეგროვებაზე მუშაობს. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ქარიშხალმა ხობში დააზიანა ჭალადიდის და ახალსოფლის საჯარო სკოლები, სოფელ ნოჯიხევში არსებული პროფესიული გადამზადების ცენტრის სახურავი და მრავალსართულიანი კორპუსების სახურავი. მწყობრიდანაა გამოსული სოფელ ქარიატას ხიდი, რომლითაც სოფლის ერთი ნაწილი მეორეს უკავშირდებოდა. ამავე ხიდით გადაადგილდებოდნენ ბავშვები სკოლაში. მთლიანად გადახდილია ამ სოფლის სკოლის სახურავი, რის გამოც სასწავლო პროცესი შესაძლოა შეფერხდეს. ზარალის დამთვლელი კომისია მუშაობას ოპერატიულად მოკლე ვადებში დაასრულებს.
28-თებერვალი-2011
ხობში მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული კონფერენცია ჩატარდა
25 თებერვალს ხობის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში მოსწავლეთა რაიონული სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია ჩატარდა, კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს. რვა სექციაში წარმოდგენილი თემის ავტორებმა თავიანთი ნამუშევრები თემის ხელმძღვანელებთან ერთად ჟიურის წინაშე წარმოაჩინეს, მათ შორის ოცდათხუთმეტი მოსწავლის ნამუშევარი საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში 65-ე კონფერენციაზე წარსადგენად და განსახილველად გადაიგზავნა.
25-თებერვალი-2011
სოფელ საგვიჩიოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია
25 თებერვალს სოფელ საგვიჩიოში, სენაკი-ფოთის საავტომობილო გზის მე-15 კმ-თან, ბაქანი ``ხორგა``-ს მიმდებარე ტერიტორიასთან ცეცხლი გაუჩნდა საყანე ფართობებს რამაც ძლიერი ქარის ფონზე რეალური საფრთხე შექმნა. ხობის სახანძრო სამაშველო სამსახურის დროული ჩარევით ხანძრის კერა ლოკალიზებულია.
23-თებერვალი-2011
მთავრობის ინიციატივა და მოწოდება თანადგომისათვის
თებერვლიდან ხობის მუნიციპალიტეტში დაიწყო ელექტრო ენერგიის ვაუჩერის გაცემა. პარალელურად ვაუჩერის ნებისმიერ მფლობელს შეუძლია დაეხმაროს სოციალურად შეჭირვებულ თანამემამულეს. 22 თებერვალს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბატონმა იგორ ტყებუჩავამ ბაბუცა გვასალიას მრავალშვილიან და სოციალურად შეჭირვებულ ოჯახს გადასცა პირადი ელექტრო ენერგიის ვაუჩერი და მოუწოდა ყველას, ვისაც ნაკლებად უჭირს, ვიდრე ეს სიღარიბის ზღვარს მიღმა დარჩენილი ოჯახებია მთავრობის ინიციატივაში შეიტანონ საკუთარი მოკრძალებული წვლილი.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა მრავალშვილიან ოჯახს, რომლის ერთ-ერთი წევრი მძიმე ავადმყოფია სურსათი, ხოლო ბავშვებს საჩუქრები გადასცა.
საქართველოს მთავრობა ახორცილებს ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა თუნდაც მცირედით მაინც შეუმსუბუქოს გაძვირებული ცხოვრების სიმძიმე ჩვენს ხალხს. საქართველოს პრეზიდენტის ეს მოწოდება ყველამ უნდა გავითავისოთ.
23-თებერვალი-2011
დასრულდა რაიონის პირველობა მაგიდის ჩოგბურთში საჯარო სკოლებს შორის
17-22 თებერვალს ხობის #1 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში ჩატარდა ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პირველობა მაგიდის ჩოგბურთში. შეჯიბრება მიმდინარეობდა როგორც გუნდურ ისე პირად პირველობებში ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
გუნდურ პირველობაზე პირველი ადგილი დაიკავა შუა ხორგის სკოლის გუნდმა, მეორე ადგილზე გავიდა ქვ. ქვალონის საჯარო სკოლის გუნდი ხოლო მესამე საპრიზო ადგილი ჭალადიდის საჯარო სკოლამ. პირად პირველობებში ადგილები შემდეგნაირად განაწილდა: პირველი ადგილი ჭაბუკთა შორის ანრი მამფორიამ (ქვ.ქვალონის საჯარო სკოლა) და გოგონათა შორის თამუნა თითბერიამ (შუა ხორგის საჯარო სკოლა) დაიკავა. გამარჯვებულები თასებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
22-თებერვალი-2011
სკოლამდელ სააღმზრდელო გაერთიანება სასწავლო პროცესს 1 მარტამდე შეწყვეტს
გრიპის სეზონთან დაკავშირებით, მწვავე რესპირაციული დაავადებების მასიურად გავრცელების გამო საგრძნობლად იკლო სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვთა დასწრებამ, ამიტომ სკოლამდელ სააღმზრდელო გაერთიანებამ მიზანშეწონილად მიიჩნია საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის შეწყვეტა 1 მარტამდე. სკოლამდელ სააღმზრდელო გაერთიანებაში გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი კვების პროდუქტების, პროპანის გათხევადებულ აირის, პურ-ფუნთუშეულის სახელწიფო შესყიდვაზე, რომელიც გაიმართება ხუთშაბათს, 24 თებერვალს.
22-თებერვალი-2011
საგაზაფხულო გეგმიური გაწვევის პირველი ეტაპი დაიწყო
18 თებერვალს ხობის მუნიციპალიტეტის სამხედრო- სარეზერვო სამსახურმა განახორციელა 2011წლის სავალდებულო საგაზაფხულო გეგმიური გაწვევის პირველი ეტაპი. წვევამდელები სპეციალური სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაივლიან წვრთნისა და აღჭურვის პროგრამით გათვალისწინებულ ერთწლიან სწავლებას და იმსახურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ განყოფილებებში. პარალელურად ხორციელდება მოქალაქეთა სამხედრო –სარეზერვო სამსახურში გაწვევა. ხობელი რეზერვისტების ერთმა ნაწილმა წარმატებით გაიარა სპეციალური სწავლების პროგრამა. გეგმიური გაწვევები გრძელდება.
21-თებერვალი-2011
ხობის მუნიციპალიტეტში იწყება ახალი პროექტის განხორციელება “ადგილობრივი შესაძლებლობების განვითარება მზის ენერგიის გამოყენებისათვის”
21 თებერვალს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელს ბატონ იგორ ტყებუჩავას და გამგებლის მოადგილეს ქალბატონ რალა ჩემიას სამუშაო ვიზიტით შეხვდნენ არასმთავრობო ორგანიზაცია “სოფლად თემთა განვითარების სააგენტო” თავის პარტნიორ ორგანიზაციასთან WECF – (ევროპის ქალები საერთო მომავლისათვის) ხობის მუნიციპალიტეტში იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას “ადგილობრივი შესაძლებლობების განვითარება მზის ენერგიის გამოყენებისათვის”. სადაც ლაპარაკი იყო პროექტის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს სასოფლო თემებში მზის წყლის გამაცხელებლების, მზის სახლის გამათმობლების და ნაგებობათა თბოიზოლაციის სისტემების მონტაჟს და ადგილობრივი ჯგუფების ტრეინინგს ამ მიმართულებებით. მცირე ბიზნეს ინიციატივების მხარდაჭერას. პროექტის ფარგლებში ხობში უკვე ჩამოყალიბებული “წყლის, ეკოსანიტარიის და განახლებადი ენერგიის” რესურს ცენტრის ბაზაზე ჩატარდება 3 საერთაშორისო სემინარი და ერთი საერთაშორისო კონფერენცია ხობში ამასთან პროექტით ნავარაუდევია ალტერნატიური ფინანსური სქემის ჩამოყალიბება, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას ლიზინგის წესით შეიძინოს ზემოთ ჩამოთვლილი დანადგარები რომელიც ადგილზე იქნება დამზადებული.
20-თებერვალი-2011
ხობელი ნორჩი მძლეოსნები საქართველოს ჩემპიონატზე
18-20 თებერვალს თბილისში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი მძლეოსნობაში, სადაც მონაწილეობდნენ საქართველოს უძლიერესი ნორჩი მძლეოსნები.
ჩემპიონატის გუნდურ და პირად ჩათვლებში მონაწილეობდნენ ხობელი ნორჩიმძლეოსნები, რომლებმაც Gგუნდურ ჩათვლაში ღირსეულად დაიკავეს მე-4 ადგილი.
200 მეტრზე დისტანციაში ხობის სასპორტო სკოლის მოსწავლემ საქართველოს ნორჩ მძლეოსანთა კავშირის წევრმა მარიამ ჩხენკელმა საუკეთესო პირადი შედეგი აჩვენა.
ნორჩი მძლეოსნები აგრძელებენ ინტენსიურ ვარჯიშებს, მომდევნო ჩემპიონატებში შედეგების გასაუმჯობესებლად.
19-თებერვალი-2011
უბედური შემთხვევა ყულევში
18 თებერვალს სოფელ ყულევში მდინარე ცივზე მომხდარ უბედურ შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. შვიდი ადამიანი სამტრედიიდან ყულევში სანადიროდ გაემგზავრა. ისინი მდინარე ცივში ნავით შევიდნენ.
წინასწარი ინფორმაციით, ნავი ამობრუნდა, რის შედეგად ოთხი ადამიანი დაიხრჩო. სამაშველო ოპერაციაში სამაგერელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ხობის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის (უფროსი გოჩა არაჩემია), ხობის შს პოლიციის რაიონული სამმართველოს (უფროსი ლექსო რაფავა) ორგანიზებული ჩართვით შესაძლებელი გახდა სამი ადამიანის გადარჩენა.
სამაშველო ოპერაციას ხელმძღვანელობდა სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის მოადგილე ვახტანგ ცხადაია.დაზარალებულები ქუთაისის საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.
18-თებერვალი-2011
ხობში ,,ფერმერთა მომსახურების რაიონული ცენტრი“ შეიქმნა
ხობში შეიქმნა ,,ფერმერთა მომსახურების რაიონული ცენტრი, რომელმაც უნდა უზრუნველყოფს რაიონის ყველა სოფელში ფერმერთა პრობლემების, მოთხოვნილებებისა და საჭიროების შესწავლა, მათზე ინფორმაციების შეგროვება პირადი გამოკითხვის გზით, მონაცემთა ბაზის შექმნა. მომხმარებელი აქ შეიძენს საჭირო სერთიფიცირებულ საქონელს (თესლეული, ვეტპრეპარატები, შხამ- ქიმიკატები, სასუქები) და მიიღებს ახსნა –განმარტებას. ასევე სრულფასოვან მომსახურებას, რომლის მაღალკვალიფიციურობას განაპირობებენ აგრო-სპეციალისტები. ფერმერთა ცენტრის მუშაკებს შეხვდა მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი იგორ ტყებუჩავა , და საკრებულოს თავმჯდომარეს მოადგილე ბატონი კახა ბუკია, რომლებიც გაეცნენ ცენტრის სამომავლო გეგმებს. მუნიციპალიტეტის გამგებელმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ხედვის – ლოჯისტიკური ცენტრების შექმნის პირველი ეტაპი ხობის მუნიციპალიტეტში უკვე დაწყებულია სწორედ ამ ცენტრის გახსნით, იმედი გამოთქვა, რომ ხობს, როგორც აგრარულ რაიონს ძალიან დიდი ხელშეწყობის მექანიზმად წაადგება ცენტრის სრული დატვირთვით ამუშავება და რაიონის ტერიტორიაზე ხელს შეუწყობს გავრცელებული კულტურების უხვმოსავლიანობას. ასევე ისაუბრა კლიმატმედეგი, გვალვაგამძლე მარცვლეული კულტურის წარმოების ინტენსიფიკაციაზე, მეცხოველეობის დარგის განვითარებასა და ნიადაგის სრულფასოვნად დამუშავების აუცილებლობაზე. ფერმერებისათვის სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები უკვე გადადგა, მთავარია, ფერმერულმა ცენტრმა უზრუნველყოს სახელწიფოსაგან მხარდაჭერილი პროექტი, რომ ეროვნულ პროდუქციაში ხობის მუნიციპალიტეტის შიდა პროდუქტის ხვედრითმა წილმა მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწიოს.
18-თებერვალი-2011
ინოვაციური პროექტი დაფნის საშრობი კომბინატი ხობში
დაფნის კულტურის მოვლა-მოყვანის გაუმჯობესებისა და გასაღების ბაზარზე კონკურენტუნარიანი მშრალი ფოთლის წარმოების მიზნით ქ.ხობში შ.პ.ს „შარაგზამშენი პირველთან“ შეიქმნა და ექსპლუატაციაში შედის დაფნის საშრობი კომბინატი, რომელსაც შეუძლია ერთ ცვლაში 200 ტონამდე ნედლი დაფნა და ტექნოლოგიური ოპერაციების შედეგად, ხელოვნური შრობით ყოველდღიურად აწარმოოს ერთ ტონამდე დაფნის ეთეროვანი ზეთის შემცველი მაღალი ხარისხის პროდუქცია.
საწარმოში დასაქმდება 60-მდე ადგილობრივი მუშა-ხელი. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი იგორ ტყებუჩავა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარეს მოადგილე კახა ბუკია შეხვდნენ მრავალმხრივი სასოფლო სამეურნეო მნიშვნელობის მქონე დაფნის კულტურით დაინტერესებულ ფერმერებს. შეხვედრაზე ისაუბრეს პროექტის მნიშვნელობაზე. მუნიციპალიტეტის გამგებელმა აღნიშნა რომ აუცილებელია განვითარდეს სოფლის მეურნეობა, აგრო-სექტორი და ამ მხრივ ახალი, ინოვაციური პროექტი-მუნიციპალიტეტის შიდა პროდუქტისათვის საექსპორტო სახის მინიჭება, შესაბამისად დააინტერესებს ინვესტორებს, გაიზრდება პროდუქტზე მოთხოვნილება, რაშიც სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთიანი უნდა იყოს. სახელმწიფო-ინვესტორისათვის ხელსაყრელი ბაზის შექმნით, ხოლო ინვესტორი ბიუჯეტის შევსებით, მოსახლეობის დასაქმებითა და დარგის აღორძინებით.“
17-თებერვალი-2011
სტარტი აიღო პირველობამ მაგიდის ჩოგბურთში მოსწავლეთა შორის
17 თებერვალს სტარტი აიღო ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა პირველობამ მაგიდის ჩოგბურთში შეჯიბრება მიმდინარეობს როგორც გუნდურ ისე პირად (გოგონები-ჭაბუკები) პირველობებში. ფინალური მატჩები გაიმართება 22 თებერვალს.
17-თებერვალი-2011
ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში მგლების წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობს
მუნიციპალიტეტის სოფლებში შექმნილ სიტუაციიდან გამომდინარე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მგლის 15 ინდივის ბუნებიდან ამოღების შესახებ , ამ მიზნით მუნიციპალიტეტის გამგებლის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი იქნა საკმარისი თანხა და ხელშეკრულება გაფორმებულ იქნა გამოცდილ მონადირეებთან:
რობერტ წრწუმია, სამოქმედო ზონა- ხიბულა, ახ.ხიბულა ტელეფონის ნომერი: 855 45 26 70.
კობა ჭანტურია- სამოქმედო ზონა- საჯიჯაო ტელეფონის ნომერი: 857 51 67 71.
ქიშვარდ ღადუა სამოქმედო ზონა- ბია, ნოჯიხევი, ზ/ქვალონი ტელეფონის ნომერი: 890 57 54 56
ვლადიმერ ჯვარელია-სამოქმედო ზონა-სოფ: ჭალადიდი, ქვალონი, პატარა ფოთი, გურიფული. ტელეფონის ნომერი 855 79 26 96
ზურაბ ლატარია-სამოქმედო ზონა-სოფ-თორსა-დღვაბა, ხამისქური, ხეთა, პრველი მაისი
ტელეფონის ნომერი: 855 73 18 44
16-თებერვალი-2011
გაზგაყვანილობის სამუშაოები გამოდარებისთანავე განახლდება
თებერვლის შუა რიცხვებიდან მოსულმა ნალექებმა და თოვლმა მუნიციპალიტეტში შეაფერხა „გაზმომარაგების პროექტის“ განხორციელება, რომელიც ქალაქის 40 ქუჩაზე 50 კილომეტრის მაგისტრალს მოიცავს. სამუშაოები სამშენებლო ორგანიზაციას 100 დღეში უნდა შეესრულებინა. გაზგაყვანილობის სამუშაოები გამოდარებისთანავე განახლდება
16-თებერვალი-2011
ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას 20 ლარიანი ელექტრო ენერგიის ვაუჩერები დაურიგდებათ.
ხობის მუნიციპალიტეტში დღეიდან დაიწყო ელ.ენერგიის ვაუჩერის განაწილების პროცესი. დარიგების პროცესი 15 მარტისთვის უნდა დასრულდეს. ვაუჩერები დაურიგდებათ ე.წ. აქტიურ აბონენტებს, რომლებმაც ბოლო 6 თვის განმავლობაში, ჯამურად არანაკლებ 200 კილოვატ ელექტროენერგია მოიხმარეს. ვაუჩერზე მითითებული იქნება აბონენტის ნომერი. ენერგოვაუჩერის სხვა აბონენტზე გადაცემის შემთხვევაში, მჩუქებელმა ვაუჩერზე უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და დაადასტუროს ხელმოწერით. ასევე, ვაუჩერზე მითითებული უნდა იყოს იმ აბონენტების პირადი ნომერიც, რომელსაც ვაუჩერი მეორე აბონენტისგან გადაეცემა. ვაუჩერის დარიგებას სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობა უზრუნველყოფს.
16-თებერვალი-2011
დასრულდა რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული რეზერვისტის დათა ხურცილავას სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში
12 თებერვალს სტარტი აიღო და 16 თებერვალს დასრულდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული რეზერვისტის დათა ხურცილავას სახელობის ტრადიციათ ქცეული რიგით მესამე ტურნირი მინი-ფეხბურთში. შეჯიბრებაში ქ.ხობის უბნების 8 გუნდი იღებდა მონაწილეობას, საკმაოდ საინტერესო ორთაბრძოლების შემდეგ გამოვლინდნენ გამარჯვებული და პრიოზიორები. პირველი ადგილის და დათა ხურცილავას სახელობის თასის მფლობელი გახდა ჭყონდიდელის ქუჩის ფეხბურთელდა გუნდი. მეორე ადგილი დაიკავა რუსთაველის ქუჩის ფეხბურთელთა გუნდმა. მესამე ადგილზე გავიდა ყაზბეგის ქუჩის გუნდი... ტურნირის დამთავრების შემდეგ შეჯიბრების ორგანიზატორებმა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ, დამსწრე საზოგადოებამ დათა ხურცილავას საფლავი მოინახულეს და პატივი მიაგეს მის ნათელ ხსოვნას.
15-თებერვალი-2011
საჭადრაკო ტურნირს 10 წლიან ჭაბუკთა შორის ზუგდიდმა უმასპინძლა
12-15 თებერვალს საჭადრაკო ტურნირს 10 წლიან ჭაბუკთა შორის ზუგდიდმა უმასპინძლა. ტურნირში სამი ხობელი მოჭადრაკე მონაწილეობდა. საუკეთესო შედეგი აჩვენა განათლების სასპორტო სკოლის მოსწავლემ გიორგი ლატარიამ, რომელმაც ოთხი მოგებით და სამი ყაიმით 1-3 ადგილი გაიყო ფოთელ მოჭადრაკეებთან ერთად.
14-თებერვალი-2011
2011 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში“ მოსახლეობის ინტერესები მაქსიმალურად აისახება
ერთ-ერთი წარმატებული სახელმწიფო პროექტის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 2011 წლისათვის გათვალისწინებული თანხების ასათვისებლად დაიწყო ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მოსახლეობის ერთობლივი საკონსულტაციო შეხვედრები.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში“ მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალურად ასახვის მიზნით ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი იგორ ტყებუჩავა რწმუნებულებთან განიხილავს არსებულ პრობლემებსა და შემოსულ წინადადებებს.
12-თებერვალი-2011
დათა ხურცილავას სახელობის რიგით მესამე ტურნირი მინი ფეხბურთში
სტარტი აიღო რუსულ აგრესიის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის დათა ხურცილავას სახელობის რიგით მესამე გათამაშებამ მინი-ფეხბურთში. ტურნირში ქ.ხობის უბნების რვა გუნდი იღებს მონაწილეობას. ფინალური მატჩი გაიმართება 16 თებერვალს.
11-თებერვალი-2011
სოფელ პირველ მაისში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის სამონასტრო კომპლექსი და სრულიად საქართველოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II რეზიდენციის მშენებლობა გრძელდება
დამთავრების პროცესშია გუმბათის , კელიების, სატრაპეზოსა და გალავნის მშენებლობა. ასევე ეზოს მოპირკეთების სამუშაოები. სამონასტრო კომპლექსი, რომელსაც უწმინდესის ლოცვა- კურთხევით აშენებს ხობის მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ბუკია, ხობის საერთაშორისო მეხუთე ფესტივალის დღეებში 2011 წლის სექტემბრის თვეში გაიხსნება. სრულიად საქართველოსათვის მნიშვნელოვანი სულიერების კერის აღმშენებლობის პროცესი ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის მუდმივი ყურადღების ფონზე მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი იგორ ტყებუჩავა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კახა ბუკია შეხვდნენ ამ წმინდა საქმის განხორციელებაში მონაწილე მრევლს, მშენებლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას.
10-თებერვალი-2011
დასრულდა ტურნირი ფრენბურთში საჯარო სკოლების გუნდებს შორის
ქ.ხობის # 1 საჯარო სკოლის დარბაზში ჩატარდა ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პირველობა ფრენბურთში გოგონათა შორის. პირველი ადგილი დაიკავა ჭალადიდის საჯარო სკოლის გუნდმა. მეორე ადგილზე გავიდა საჯიჯაოს საჯარო სკოლა, ხოლო მესამე საპრიზო ადგილი- ხობის # 1 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა. გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ სიგელები.
10-თებერვალი-2011
სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას” ს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროექტი ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში
2011 წლის დასაწყისისთანავე ხობის მუნიციპალიტეტში სს,, ენერგო ჯორჯიას დასავლეთ საქართველოს რეგიონალურმა ფილიალმა განაგრძო ელექტროგამრიცხველიანების სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მოიცავს მოძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციების გაუქმებასა და საჰაერო ელექტო ხაზებით ჩანაცვლებას, ხის საყრდენების დემონტაჟს და რკინა ბეტონის კონსტრუქციით შეცვლას. მოსახლეობის თანადგომით წარმატებით დამთავრდა 0,4 კვ ძაბვის ქსელის რეაბილიტაციისა და გამრიცხველიანების I ეტაპი. კომპანიის ტექნიკურმა პერსონალმა სოფელ ნოჯიხევში 30 კილომეტრამდე რადიუსში 641 აბონენტზე გათვლილი სამუშაოები და შესაბამისად აბონენტებისათვის ევროპული სტანდარტების ინდივიდუალური მრიცხველების მონტაჟი დაამთავრა. სარეაბილიტაციო პროექტი გრძელდება სოფელ გურიფულსა და პირველ ხორგაში. კომპანიის უახლოესი გეგმა შემდგომი ეტაპისათვის ითვალისწინებს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას სოფელ პირველ მაისში, რომელიც დამთავრდება მიმდინარე წლის ივნისამდე და შემდგომ გაგრძელებულ იქნება სოფელ ხეთაში. კომპანიის მიზანია სამუშაოები შესრულდეს უსაფრთხოდ . კომპანიის წარმომადგენლობა და ხობის მუნიციპალიტეტის ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას დაიცვან უსაფრთხოების განსაზღვრული ზომები.
10-თებერვალი-2011
,,სოლიდარობა - ერთობისათვის”
ხობის საჯარო მოსამსახურეთა და საზოგადოებრივი გაერთიანების მუშაკთა პროფესიული კავშირმა 2010 წელს საჯარო მოხელეთა საერთო ინტერესების ფარგლებში საკმაოდ ნაყოფიერი მუშაობა ჩაატარა. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და პროფკავშირული ორგანიზაციის ინიციატივით ჩატარებულმა საახალწლო ღონისძიებამ ლაიტმოტივით ,,სოლიდარობა-ერთობისათვის” თითოეული საჯარო მოხელისა და საზოგადობის წარმომადგენლისთვის მიმდინარე სახელმწიფო მიმართულებების პრიორიტეტულობას გაუსვა ხაზი. საღამოზე მოწვეული იყვნენ მუნიციპალიტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები, საზოგადოების წარმომადგენლები.
09-თებერვალი-2011
ხობის ცენტრალურ სტადიონზე მორიგი საფეხბურთო სეზონისათვის მზადება მიმდინარეობს
ხობის ცენტრალური სტადიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. სპორტული მეურნეობის მოწესრიგებისთვის მიმართული ღონისძიებები ითვალისწინებს მორიგი საფეხბურთო სეზონისათვის სპორტსმენებისათვის სავარჯიშო პირობების გაუმჯობესებასა და მაყურებლებისათვის კომფორტული გარემოს შექმნას. მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბატონმა იგორ ტყებუჩავამ და საკრებულის თავმჯდომარის მოადგილემ კახა ბუკიამ.
08-თებერვალი-2011
ხობელთა სპორტული წარმატებები რეგიონალურ და მუნიციპალურ შეჯიბრებებზე
თებერვალი ხობის მუნიციპალიტეტში პირველი მაჩვენებლებით დაიწყო სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამართულ რეგიონალურ და მუნიციპალურ შეჯიბრებებზე. მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლის აღსაზრდელი მარიამ ჭაჭია მწვრთნელი (ი.გეთია) სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონალური საჭადრაკო ჩემპიონატის პირველი ადგილის მფლობელი გახდა. ფრენბურთში გამართულ მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პირველობაზე ჭაბუკთა შორის პირველი ადგილი დაიკავა საჯიჯაოს საჯარო სკოლის გუნდმა, მეორე ადგილზე გავიდნენ პირველი მაისის საჯარო სკოლის ფრენბურთელები, ხოლო მესამე საპრიზო ადგილი- ხობის # 1 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა. 9 თებერვალს ჩატარდება მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პირველობა ფრენბურთელ გოგონათა შორის, სადაც წინასწარი სპორტული პროგნოზით საკმაოდ ძლიერი გუნდები შეეჯიბრებიან ერთმანეთს.
07-თებერვალი-2011
ხობის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ხსენებისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვა აღევლინა
7 თებერვალს ხობის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ხსენებისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვა აღევლინა. საზეიმო წირვისას მრევლს საშუალება ჰქონდა მთხვეოდა გრიგოლ ღვთისმეტყველის, სპირიდონ ტრიუმფუტელისა და წმინდა გიორგის წმინდა ნაწილებს. წირვას ესწრებოდნენ დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი მეუფე აბრაამი და ჰერეთის ეპისკოპოსი მეუფე მელქისედეკი.
ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა, თავის ქადაგებაში ისაუბრა ღვთის სიტყვის განვრცობის მადლზე, რომელსაც სულიერ და ხორციელ ცხოვრებას უძღვნიდნენენ წმინდანად შერაცხული სასულიერო პირები. ასევე ხაზი გაუსვა საქართველოში რელიგიათა ურთიერთობისა და შემწყნარებლობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას.
მეუფეს გრიგოლ ღვთისმეტყველისა და მფარველი ანგელოზის დღე მიულოცეს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კახა ბუკიამ და ,,შავი ზღვის ყულევის ტერმინალის” გენერალურმა დირექტორმა კარიმ გულიევმა.
03-თებერვალი-2011
შეხვედრა მოსახლეობის მიერ პრიორიტეტებად გამოკვეთილ საკითხებზე
3 თებერვალს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შედგა შეხვედრა მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებსა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნებისა”და ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენლებთან.
შეხვედრა ჩატარდა დიალოგის რეჟიმში და გამოიკვეთა ხელისუფლების მიერ ჩატარებულ სამუშაოთა პროდუქტიულობა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს მოსახლეობის მიერ 2010წლის განმავლობაში პრიორიტეტებად გამოკვეთილ კონკრეტულ საკითხებზე, რომლებმაც ასახვა ჰპოვა 2011წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
შეხვედრას უძღვებოდა მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ქალბატონი რალა ჩემია.
02-თებერვალი-2011
ტენდერი
2011 წლის 2თებერვალს ხობის მუნიციპალიტის გამგეობამ გამოაცხადა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი საწვავის შეძენაზე:
1. საწვავი ბენზინი CPV-კოდი 09132100
2. საწვავი ევრო დიზელი CPV-კოდი 09134210
2011 წლის 2თებერვალს ხობის მუნიციპალიტის გამგეობამ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი ხობის მუნიციპალიტეტის უმწეოთა სასადილოსათვის პურის შეძენაზე.
სატენდერო დოკუმენტაცია და დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ www.procurement.gov.ge
01-თებერვალი-2011
გაერთიანებული თათბირი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში
31 იანვარს მუნიპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ გამგეობის სააქტო დარბაზში გამგეობის სამსახურებთან და ტერიტორიული ერთეულების რწმუნებულებთან გამართა სამუშაო თათბირი. მუნიციპალიტეტში მიმდინარე საკითხებზე ინფორმაციით გამოვიდნენ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ბესიკ ნაჭყებია, გამგებლის მოადგილე რალა ჩემია, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი იური ბუკია, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა განყოფილების უფროსი შორენა ძაძამია, ხობის, შუა ხორგის, ნოჯიხევის, გურიფულის, პატარა ფოთის ტერიტორიული ერთეულების რწმუნებულები. აღინიშნა 2011 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული და ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოების შესახებ.