სოფელ პირველ ხორგაში რიგით მე-12 უზარმაზარი მრავალფენიანი ნამოსახლარი აღმოჩნდა, სადაც საქმე გვაქვს ძველ კოლხურ ელინისტურ და ადრე ფეოდალური ხანის კულტურულ ფენებთან. ამ დღეებში მდინარე ხობისწყლის მარჯვენა მხარეს აბსოლუტურად მთელი, სამას ლიტრამდე ტევადობის ადრეფეოდალურ ხანაში დამზადებული ქვევრი აღმოჩნდა, რომლის დახვეწილი პროპორციები, შესრულების სტილი ჩვენი წინაპრების მაღალ კულტურულ გემოვნებაზე მიუთითებს, აქვე აღმოჩნდა სხვა და სხვა პერიოდის თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, რკინის წიდები, განსაკუთრებით საინტერესოა თიხის ჭურჭლის იშვიათი ფრაგმენტი, რომელიც გრიფონის ფორმის ჭურჭლის დეტალი უნდა იყოს, რაც აგრეთვე მიუთითებს ჩვენში არსებულ რელიგიური წარმოდგენების კერძოდ მითრას-მისარონის კულტის შესახებ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული მიწა ბევრ საიდუმლოს ინახავს.