31-იანვარი-2011
ტენდერი
2011 წლის 31 იანვარს ხობის მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოში ხიდის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე.
29-იანვარი-2011
ტენდერი
2011 წლის 31 იანვარს ხობის მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოში ხიდის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე.
29-იანვარი-2011
ტენდერი
2011 წლის 29 იანვარს, ხობის მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე.
28-იანვარი-2011
ცნობილი მოგზაური ჯუმბერ ლეჟავა სტუმრად ხობში
27 იანვარს ხობის მუნიციპალიტეტს სტუმრად ეწვია ცნობილი მოგზაური, პუბლიცისტი, გინესის რეკორდსმენი, იუნესკოს მსოფლიო სპორტსმენი და მოქალაქე, საზოგადო მოღვაწე ბატონი ჯუმბერ ლეჟავა. ამ ადამიანმა მსოფლიოს გარშემო წარმოუდგენლად დიდი და სახიფათო გზა განვლო. გამოსცა არაერთი წიგნი, მისივე რედაქტორობით გამოდის ჟურნალი ,,მოგზაური“, რომელიც საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათისაა და ქართულ საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრიორიტეტულ თემაზე. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბატონმა იგორ ტყებუჩავამ მხცოვან მოგზაურს ჯანმრთელობა და წარმატებები უსურვა საზოგადოებრივ საქმიანობაში.
28-იანვარი-2011
ხობის მუნიციპალიტეტში შეიქმნა მუდმივმოქმედი სატენდერო კომისია
2011 წლის ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის შესყიდვების გეგმით, ელექტრონული ტენდერის საშუალებით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით შეიქმნა მუდმივმოქმედი სატენდერო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
იგორ ტყებუჩავა - ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი - კომისიის თავმჯდომარე:
გიორგი გაწერელია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე - კომისიის წევრი;
რალა ჩემია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე - კომისიის წევრი;
იური ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი - კომისიის წევრი;
დავით ჭოჭუა - ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი - კომისიის წევრი;
ზურაბ ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის, მშენებლობის, სივრცით-ტერიტორიული მოწყობის, ურბანული დაგეგმარებისა და ინსპექტირების განყოფილების უფროსი - კომისიის წევრი.
26-იანვარი-2011
აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლები ხობში
25 იანვარს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელს ბატონ იგორ ტყებუჩავას სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ აჭარის ავტონომიის ხელისუფლების წარმომადგენლები. სტუმრები დაინტერესდნენ მაღალმთიანი აჭარიდან ჩამოსახლებული ეკოემიგრანტების მდგომარეობით, რომლებიც ძირითადად ჩასახლებულები არიან შავღელეში და ოქროს საწმისში. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და აჭარის ხელისუფლების შეხვედრისას შეთანხმდნენ,რომ ინფორმირებულები იქნებიან აჭარიდან ჩამოსახლებული ეკოემიგრანტების სოციალური მდგომარეობის შესახებ.
26-იანვარი-2011
გაეროს განვითარების ფონდის ვიზიტი
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელს ბატონ იგორ ტყებუჩავას გაეროს განვითარების ფონდის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით შეხვდნენ. შეხვედრა ითვალისწინებდა ფონდის წარმომადგენლებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტების გამოვლენას და სოციალურ სფეროსთან თანამშრომლობას. სტუმრები დაინტერესდნენ თემის განვითარების სტრატეგიული გეგმებით. შეხვედრის შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც პრიორიტეტული იქნება სამომავლო პროექტებისათვის. მუნიციპალიტეტის გამგებელმა მათ მომავალი პროექტების განხორციელებაში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
24-იანვარი-2011
ინგლისურენოვანი უცხოელი მოხალისეების ახალი ჯგუფი ხობში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამისნისტროს პროგრამა : ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად „ ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტში ჩამოვიდა სამი ინგლისურენოვანი მასწავლებელი: ჯეფრი ბოსე, რომელიც განაწილებულია ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგის საჯარო სკოლაში, მაიკლ როუსი ქალაქ ხობის #2 საჯარო სკოლაში და ბრედლი ნელსონი საჯიჯაოს საჯარო სკოლაში. სამუშაო შეხვედრა გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, რომლის ფარგლებში ისაუბრეს მასწავლებელთა გეგმებზე, სტუმრება კმაყოფილება გამოთქვეს მასპინძელი მხარის მიმართ, თავის მხრივ გამგებელმა სრული მხარდაჭერა აღუთქვა უცხოელ მოხალისეებს.. შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ განათლების რესურს ცენტრის უფროსი ხათუნა გერგაია და შ.ს.ს ხობის რაიონული სამმართველოს უფროსი ბატონი ლექსო რაფავა. ინგლისურენოვანი მასწავლებლები დღეიდან აქტიურად ჩაერთვებიან სწავლის პროცესში.
20-იანვარი-2011
ახალი სპორტული სექციები ხობის მუნიციპალიტეტში
ხობის მუნიციპალიტეტში გაიხსნება კრივის, რაგბისა და ბილიარდის სექციები. მოწვეულ იქნებიან მწვრთნელები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან. კრივის ჯგუფები,სადაც გაერთიანებული იქნება 30-მდე ნორჩი სპორტსმენი ივარჯიშებენ სოფ. საჯიჯაოში,ხოლო რაგბისა და ბილიარდის ჯგუფებში მოვარჯიშეები,საწვრთნელ მეცადინეობებს გაივლიან ხობის სპორტულ ბაზებზე.
19-იანვარი-2011
ნათლისღება
განცხადება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი ნათლისღება. წმ. იოანე ოქროპირის წირვა. დიდი აიაზმა. ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში აღევლინება საზეიმო წირვა-ლოცვა. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაცია გილოცავთ ყველა მართლმადიდებელს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს.
14-იანვარი-2011
,,შავი ზღვის ტერმინალის „ მორიგი საქველმოქმედო აქცია
შპს ,,შავი ზღვის ტერმინალის“ წარმომადგენლებს ტრადიციად ექცა საქველმოქმედო აქციები. ამჯერად ტერმინალმა გადაწყვიტა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევის საჯარო სკოლის ბავშვებისათვის გაეკეთებინათ საჩუქრები. წარმომადგენლებმა სკოლას გადასცეს მრავალფეროვანი ენციკლოპედია და სკოლა უზრუნველჰყვეს ინტერნეტ -მოდემით. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დიდი მადლიერება გამოხატა ,,შავი ზღვის ტერმინალის„ მფლობელების მიმართ. წარმატებები და კეთილდღეობა უსურვა მათ შემდგომ საქმიანობაში.
13-იანვარი-2011
მუნიციპალიტეტის გამგეობის სპეციალისტს გამგებელმა სიგელი გადასცა
დღეს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბატონმა იგორ ტყებუჩავამ სიგელით დააჯილდოვა გამგეობის მთავარი სპეციალისტი გოგიტა ჩიტაია ხობის ისტორიული წარსულის ძიებაში შეტანილი წვლილისა და მშობლიური კუთხის ისტორიული და კულტურული ასპექტით წარმოჩენისათვის.
13-იანვარი-2011
მორიგი სენსაციური აღმოჩენა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ხორგაში
სოფელ პირველ ხორგაში რიგით მე-12 უზარმაზარი მრავალფენიანი ნამოსახლარი აღმოჩნდა, სადაც საქმე გვაქვს ძველ კოლხურ ელინისტურ და ადრე ფეოდალური ხანის კულტურულ ფენებთან. ამ დღეებში მდინარე ხობისწყლის მარჯვენა მხარეს აბსოლუტურად მთელი, სამას ლიტრამდე ტევადობის ადრეფეოდალურ ხანაში დამზადებული ქვევრი აღმოჩნდა, რომლის დახვეწილი პროპორციები, შესრულების სტილი ჩვენი წინაპრების მაღალ კულტურულ გემოვნებაზე მიუთითებს, აქვე აღმოჩნდა სხვა და სხვა პერიოდის თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, რკინის წიდები, განსაკუთრებით საინტერესოა თიხის ჭურჭლის იშვიათი ფრაგმენტი, რომელიც გრიფონის ფორმის ჭურჭლის დეტალი უნდა იყოს, რაც აგრეთვე მიუთითებს ჩვენში არსებულ რელიგიური წარმოდგენების კერძოდ მითრას-მისარონის კულტის შესახებ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული მიწა ბევრ საიდუმლოს ინახავს.
12-იანვარი-2011
მიმდინარეობს საბავშვო ბაღების სარემონტო სამუშაოები
2010 წლის 27 დეკემბერს ჩატარდა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ხობის #1 საბავშვო ბაგა-ბაღის მე-3 კორპუსის, ხობის #2, შუა ხორგისა და ხეთის #1 საბავშვო ბაგა-ბაღების სარემონტო მოწყობითი და გადახურვითი სამუშაოებისათვის, სადაც გამარჯვებულად გამოვლინდა შ.პ.ს ,,მეგა სერვის ცენტრი” ამჟამად დაწყებულია ხობის #1 საბავშვო ბაგა – ბაღის მესამე კორპუსის სარემონტო-მოწყობითი სამუშაოები, სადაც რემონტის დასრულების შემდეგ სკოლამდელი სააღმრზდელო ადმინისტრაცია განთავსდება.
12-იანვარი-2011
ხობის #1 საჯარო სკოლაში სასწავლო ოლიმპიადების მეორე ტური მიმდინარეობს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობით ხობის #1 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს ეროვნული სასკოლო ოლომპიადების მეორე ტური. ხობის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების 1008 –მდე მოსწავლე საკუთარ ცოდნას ყველა ძირითად საგანში გამოავლენს. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა სამ ტურად ტარდება , ოლიმპიადის მეორე ტურში მონაწილეობის უფლება იმ მოსწავლეებს მიენიჭათ,რომლებმაც ოლიმპიადის პირველ ტურში შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის 50% -მდე დააგროვა. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდა
07-იანვარი-2011
საქართველოში 7 იანვარს შობის დღესასწაული აღინიშნება
7 იანვარს საშობაო ლიტურგია ხობის მუნიციპალიტეტში მდებარე ყველა მოქმედ მართლმადიდებულ ტაძარში აღევლინება. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაცია გილოცავთ ყველა მართლმადიდებელს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს.
06-იანვარი-2011
გამგებელმა პირველი მაისის საჯარო სკოლის მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა
6 იანვარს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბატონმა იგორი ტყებუჩავამ და გამგებლის მოადგილემ ქალბატონმა რალა ჩემიამ დაათვალიერეს სოფელ პირველ მაისის საჯარო სკოლაში ჩატარებული სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. უნდა აღინიშნოს , რომ სკოლაში დიდი ხანია არ ჩატარებულა საკლასო ოთახების რემონტი , რის გამოც მოსწავლეებს ძალიან ცუდ პირობებში უხდებოდათ გაკვეთილებზე დასწრება. გამგებლის ინიციატივით სარემონტო სამუშაოებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსებით პრიორიტეტი მიენიჭა აღნიშნული სკოლის რეაბილიტაციას. ამ ეტაპზე საკლასო ოთახებში მთლიანად გამოცვლილია იატაკი, აღდგენილია კედლები, შეცვლილია ფასადი. სკოლის დირექცია კმაყოფილია სარემონტო სამუშაოების ხარისხით და მადლიერებას გამოხატავს გამგეობის ხელმძღვანელი პირების მიმართ.
05-იანვარი-2011
საჯარო მოხელეთა კონცერტი ხობის კულტურის სახლში
5-იანვარს ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში ჩატარდა კონცერტი ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაკთა მონაწილეობით. სახელწოდებით: ,,მღერიან და ცეკვავენ საჯარო მოხელეები”. საღამო მიყავდა გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსს ქალბატონ ჯულიეტა ქვარაიას და საკრებულოს თავჯდომარის მოადგილეს ბატონ კახა ბუკიას. კონცერტი გამგეობის ადმინისტრაციის სპეციალისტების გამოსვლით დაიწყო, მას ჩაენაცვლა ჯანდაცვის თანამშრომელთა შემოქმედება, რომელიც დასრულდა საკრებულოს მიერ შესრულებული ორიგინალური ნომრებით... კონცერტის კულმინაცია ხობის მაჟორიტარი დეპუტატის ბატონი გოდერძი ბუკიას გამოჩენას მოჰყვა. ბატონ გოდერძის თან ახლდა ყველასათვის საყვარელი მომღერლები ზურა დოიჯაშვილი, ნუგზარ ერგემლიძე,ტატო გოდერძიშვილი, ზურა კობეშავიძე. რომელთაც შეასრულეს ჰიტად ქცეული მეგრული სიმღერა ,,ჩქიმი ხეთა”, რომელსაც დარბაზი განსაკუთრებული ოვაციებით შეხვდა.მაჟორიტარი დეპუტატი მიესალმა ხობელებს: ,,საყვარელო ხალხო, ჩემო ხობელებო, გილოცავთ ახალ წელს. ბედნიერი ყოფილიყოს 2011 წელი თქვენთვის, თითოეული ხობელისათვის. მიხარია, რომ დღეს ასეთი განწყობაა, როცა საჯარო მოხელეები ხელისუფლების ძარღვი ასეთ განწყობილებაზეა და ასეთ შემოქმედებითაა განსმჭვალული. სამწუხაროდ ძალიან მძიმე პერიოდი იყო 2009-2010 წლები, მაგრამ ჩვენ მაინც შევძელით და საინტერესო პროგრამებს ჩავუყარეთ საფუძველი. ბევრი რამ 2011 დაიწყება და ბევრი 2012 წელს დასრულდება. 2011 წელი იქნება საიუბილეო წელი, როდესაც ჩატარდება მეგრული სიმღერების მეხუთე საერთაშორისო ფესტივალი. ჩვენ გვექნება ამავე პერიოდში სამონასტრო კომპლექსი…და უწმინდესის რეზიდენციის გახსნა...’’ დასასრულს ბატონი გოდერძი ჩვეული სითბოთი მოეფერა ჩამოსულ სტუმრებს, ხობელების სახელით დიდი მადლობა გადაუხადა დარბაზსაც, რომ ასეთი სიხარულითა და სიყვარულით შეხვდნენ თბილისელ სტუმრებს.
03-იანვარი-2011
31 დეკემბერს ქალაქის ცენტრში გაიმართა საახალწლო-საშობაო კონცერტი
31 დეკემბერს ხობი კულტურის სასახლის წინ ღია სცენაზე გაიმართა საახალწლო შოუ-კონცერტი.ახალი წლის მობრძანება საზოგადოებას მიულოცა მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ. გამგებელი მიესალმა ქალაქ ხობის, პირველი მაისის,ხეთის,ხამისკურის,თორსის,ბიის,საჯიჯაოს ,ახალი და ძველი ხიბულის ,ზემო და ქვალონის,პირველი და შუა ხორგის,ქარიატის , ყულევის ,პატარა ფოთის,საგვიჩიოს,ჭალადიდის, ახალი სოფლის, ნოჯიხევის ყველა მაცხოვრებელს საქართველოს ყველა ქალაქისა და სოფლის მაცხოვრებლებთან ერთად. ,, ძვირფასო ხობელებო, ნება მომეცით თქვენი სახელით მადლობა ვუთხრათ 2010 წელს. თქვენი სახელით მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს პრეზიდენტს,სახელმწიფოსა და მხარის ხელისუფლებას პრეზიდენტის რწმუნებულს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ბატონ ზაზა გოროზიას, ხობის მაჟორიტარ დეპუტატს ბატონ გოდერძი ბუკიას,თითოეულ ხობელს იმ დიდი შრომისათვის,რაც ჩაიდო ასეთი ლამაზი ხობის შექმნისთვის…” კონცერტის შემდეგ მუნიციპალიტეტის გამგებელმა ახალი წელი პირადად მიულოცა პოლიციის ხობის სამმართველოს ,სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს. მადლობა გადაუხადა მათ 2010 წლის გამნავლობაში გაწეული მუშაობისათვის.უსურვა სიმშვიდე ოჯახებში და პროფესიული მობილიზება სამსახურში. გამგებელი ეწვია უსაფრთხო დედობისა და ბავშვთა გადარჩენის ცენტრს,სადაც 31 დეკემბერს ყველაზე პატარა ხობელი ნინი ბზღილავა მოევლინა ქვეყანას.