20-დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ხობის მუნიციპალიტეტში მოძიებული ისტორიული მასალების გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან მიღებული დადებითი შეფასების შემდეგ საკრებულომ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი მუნიციპალიტეტის ჰერალდიკის დამტკიცებას. საქართველოს ორგანული კანონის თანახმად საკუთარი სიმბოლიკის გამოყენება როგორც საქმისწარმოებაში, ასევე კულტურულ-სპორტულ ღონისძიებებში თუ საგარეო ურთიერთობებში მუნიციპალიტეტებისათვის აუცილებელი ხდება.