29-ნოემბერი-2010
,,ცისფერი ალი” ხობში
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და ,,სოკარს” შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში ,,სოკარ ჯორჯია გაზი” საქართველოს რეგიონებში გაზიფიკაციის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს ანხორციელებს. საპრეზიდენტო პროგრამის ,,გაზი ყველა სოფელს” ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაზის გამანწილებელი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უახლოეს სამ თვეში 2 481 ათასი აბონენტის გაზიფიცირება მოხდება. ამასთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბატონ იგორ ტყებუჩავამ.
29-ნოემბერი-2010
საფეხბურთო მატჩი
29 ნოემბერს 14:00 საათზე ქ.ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა საფეხბურთო მატჩი. ხობის ``კოლხეთისა`` და ჭიათურის ``ჭიათურას`` შორის. მატჩი მასპინძლების გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
29-ნოემბერი-2010
გაიმართა მასწავლებელთა ინტელექტუალური კონკურსი ,,ლამპარის“ პირველი ტური
გაიმართა მასწავლებელთა ინტელექტუალური კონკურსი ,,ლამპარის“ პირველი ტური 27-28 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოს, ფოთისა და ხობის ეპარქიის ქრიასტიანული სულიერებისა და კულტურის ცენტრის, ხობისა და ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრების ორგანიზებით ხობის #1 საჯარო სკოლაში გაიმართა მასწავლებელთა ინტელექტუალური კონკურსი ,,ლამპარის“ პირველი ტური. კონკურსში მონაწილეობდნენ ხობისა და ფოთის საჯარო სკოლების პედაგოგებისაგან შემდგარი გუნდები. გამოვლინდნენ მეოთხედფინალის გამარჯვებულები. კონკურსის ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრები გაიმართება ქალაქ ფოთში.
29-ნოემბერი-2010
შავღელეს უბანში მთლიანად აღდგა 6,9 კმ-იანი მაგისტრალი
მუნიციპალური განვითარების ფონდის ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობამ წყალგაყვანილობის პროექტი განახორციელა. სოფელ პატარა ფოთში, შავღელეს უბანში მთლიანად აღდგა 6,9 კმ-იანი მაგისტრალი, შეკეთდა სადაწნეო კოშკი, მოხდა სათაო ნაგებობის რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე შავღელეს მოსახლეობა მოითხოვს წყლის მიწოდებას რეზერვუარიდან , რომელიც შეფერხებული იყო ტექნიკური მიზეზებით. ,,საქწყალკანალის” სამეგრელო ზემო-სვანეთის, გურიის სამხარეო წარმომადგენლების დასწრებით განხილული იქნა საკითხი და გადაწყვეტილება მიღებული. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი იგორ ტყებუჩავა არსებულ პრობლემებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით სოფლის მოსახლეობას შეხვდა.
28-ნოემბერი-2010
ქართული ყველის დღესასწაული ანაკლიაში
27 ნოემბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ახლადაშენებულ ფეშენებელურ სასტუმრო ,,ანაკლიაში“ ,,ქართული ყველის სახლის“ და ,,ფერმერული წარმოების რძის პროდუქტების ხელშეწყობის ფონდის“ ორგანიზებით პროექტ ,,ტრადიცია და სიახლე -ქართული ყველი-ს“ ფარგლებში მოეწყო სიმპოზიუმი ,,ქართული რძე და რძის პროდუქტები.“ სიმპოზიუმის პროგრამა ითვალისწინებდა პროდუქციის დეგუსტაციას საქართველოს ყველა რეგიონიდან. აღსანიშნავია,რომ სიმპოზიუმს წინ უძღოდა სიღნაღში გამართული ყველის დღესასწაული,რომელმაც აჩვენა რომ არა მხოლოდ უცხოელი სტუმარი, არამედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მოსახლეობა არ იცნობდა ერთმანეთის პროდუქციას. ამდენად ანაკლია იყო ურთიერთ გაცნობის მეორე ეტაპი, სადაც სრულად იყო წარმოდგენილი ქართული ყველის ტრადიციები და სამომავლო პერსპექტივები. ანაკლიურმა ყველის ფესტივალმა მოწვეული სტუმრების მოწონება და აღფრთოვანება გამოიწვია. მათ სიამოვნებით დააგემოვნეს ქართულ ღვინოსთან ერთად ქართული ყველის უამრავი სახეობა,რომელთაგან მრავალი იწარმოება უნიკალური მეთოდით, სიმპოზიუმზე სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად თავისი პროდუქცია ხობის მუნიციპალიტეტმაც ღირსეულად წარმოადგინა.. ადგილობრივი ფერმერებისა და გურმანებისაგან შეთავაზებულმა ყველის ჩვენმა არსოტიმენტმა სპეციალისტთა მოწონება და მააღალი შეფასება დაიმსახურა
26-ნოემბერი-2010
რეგიონალური რესურს ცენტრი ,,ხამისკური”
26 ნოემბერს ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხამისკურში გაიხსნა რეგიონალური რესურსცენტრი ,,ხამისქური”.,რომელიც წარმოადგენს ევროგაერთიანების მიერ დაფინინანსებული პროექტს ,,ადგილობრივი შესაძლებლობების ზრდა მდგრადი განვითარებისათვის’, პროექტის მისიაა სასოფლო თემების მდგრადი განვითარება, ადგილზე არსებული რესურსების გამოყენებით, სადაც აუცილებელია ხელისუფლების მხარდაჭერა..პრეზენტაციაზე, ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა (დედამიწის მეგობრები-საქართველო)ს, ,, ევროპის ქალები საერთო მომავლისათვის”, ,,სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს” მიერ წარმოდგენილ იქნა სადემონსტრაციო - მზის კოლექტორები, მზის სათბურები, ენერგოეფექტური ღუმელები, მზის ხილის და ბოსტნეულის საშრობები. რესურსცენტრი დაინტერესებულ პირებს გაუწევს ბიზნეს კონსულტაციებს,მომავალში გეგმავს ღია კარის დღეების მოწყობას, ენერგიისა და გარემოს დაცვის გაკვეთილების ჩატარებას. ასევე აღინიშნა , რომ წყლის , ეკოსანიტარიისა და განახლებადი ენერგიის რესურსცენტრი პრაქტიკულ დახმარებას გაუწევს სასოფლო თემებში ადგილობივი რესურსის გამოყენებით ოჯახის შესაძლებლობების გაფართოებას, რესურსცენტრის გახსნას დაესწრო ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი იგორ ტყებუჩავა, რომელიც მიესალმა რესურსცენტრის დაარსების ინიციატორებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულ ხელისუფლების წარმომადგენლებს და იმედი გამოთქვა , რომ პროექტის წარმატება არა მხოლოდ ხობში, არამედ რეგიონის ეკოსისტემასა და ეკონომიკაში გარკვეულ ცვლილებებს შეიტანს. .
26-ნოემბერი-2010
ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებს მგელი შემოესია
ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებს მგელი შემოესია. ბოლო ათი დღის განმავლობაში მგელმა თორმეტი ოჯახი დააზარალა, დახოცილია შინაური ფრინველი და პირუტყვი, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება თავდასხმის შემთხვევაში ადგილობრივი ძალებით მოხდეს ინდივიდის ამოღება ბუნებიდან (მგლის ლიკვიდაცია).
25-ნოემბერი-2010
,,ამომრჩეველ ქალთა კლუბის“ წევრების შეხვედრა რედაქციაში
24 ნოემბერს გაზეთ ,,ხობის მოამბის“ რედაქციაში ფონდი ,,სოხუმის“ კოორდინატორები შეხვდნენ ,,ამომრჩეველ ქალთა კლუბის“ წევრებს. კლუბი გასული წლის ოქტომბერში ჩამოყალიბდა ხობში. კლუბი ხელს უწყობს ამომრჩეველ ქალთა მობილიზებას, ქალთა ელექტრორატის მომზადებას და საზოგადოების ინფორმირების ამაღლებას. შეხვედრაზე თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა, განსაკუთრებით საინტერესო იყო მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრ ქალთა მოსაზრებები.
24-ნოემბერი-2010
დასრულდა მიხეილ იოსავას სახელობის ტურნირი ბილიარდში
23 ნოემბერს ბილიარდის კლუბ ,,ბასაში“ დასრულდა რუსული აგრესიის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის მიხეილ იოსავას სახელობის რიგით მესამე ტურნირი. ფინალურ შეხვედრაზე ისევე როგორც შარშან გაიმარჯვა ხობელმა გოჩა კიზირიამ, მეორე ადგილი დაიკავა ოთარ სახურიამ, ხოლო მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა ზურაბ ზარქუამ. ტურნირის თანადაფინანსება განხორციელდა ხობის მუნიციპალიტეტისა და კერძო პირების მიერ. გამარჯვებულებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები და სიგელები.
24-ნოემბერი-2010
ქართული ტრადიციების ზეიმი შუა ქვალონის საჯარო სკოლაში
24 ნოემბერს შუა ქვალონის საჯარო სკოლაში ჩატარდა ზეიმი ``ქართული ტრადიციები.`` ღია ცის ქვეშ წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვა და სხვა კუთხის წეს-ჩვეულებანი და ქართული სამზარეულო. მოსწავლეებისა და მასწავლებლების მიერ შესრულებულ იქნა ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები. ზეიმს დაესწრნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და პრესის წარმომადგენლები.
23-ნოემბერი-2010
გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული
23 ნოემბერი დღე წმიდისა დიდებულისა დიდმოწამისა და ძლევაშემოსილისა გიორგისა, მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს გიორგობას აღნიშნავს. სოფელ საჯიჯაოში ჯაპიშაქრის წმ.გიორგის სახელობის ეკლესიაში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაცია გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს.
22-ნოემბერი-2010
გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი კონცერტი
23 ნოემბერს 17:00 საათზე ხობის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება გიორგობისა და ვარდების რევოლუციის მე-7 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი.
22-ნოემბერი-2010
ხობელი სპორტსმენის წარმატება საერთაშორისო ტურნირზე
ქ.ერევანში (სომხეთის რესპუბლიკა) გაიმართა საერთაშორისო ტურნირი შოტაკან კარატე-დო-ში, სადაც მონაწილეობას ღებულობდა საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და სასომხეთის 500-მდე სპორტსმენი. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გამოდიოდნენ ხობელი სპორტსმენები. ხობელმა გეგა გაბისონიამ (მწვრთნელი ლაშა ჯეჯეია) 6-7 წლიანებს შორის პირველი ადგილი დაიკავა ხუთი შეხვედრიდან მან ხუთივე გამარჯვებით დაასრულა, ნორჩი სპორტსმენი დაჯილდოვდა მედლითა და სიგელით.
19-ნოემბერი-2010
,,სოფლად თემის განვითარების სააგენტო”_ ახალი პროექტის პრეზენტაციისათვის ემზადება
სოფელ ხამისკურში ევროგაერთიანების პროექტით დაფინანსებული ორგანიზაცია ,,სოფლად თემის განვითარების სააგენტო”_ ახალი პროექტის პრეზენტაციისათვის ემზადება, რომელიც ამ სოფელში ,,ეკო-რესურს ცენტრის” განვითარებას ითვალისწინებს. ამ პროექტის ფარგლებში სააგენტომ ხამისკურის საბავშვო ბაღში ეკოლოგიურად სუფთა სველი წერტილები განათავსა, მსგავსი ღონისძიების გატარება სკოლამდელი ასაკის დაწესებულებებში რადიკალურად შეცვლის სანიტარულ-ჰიგიენურ სიტუაციას.
18-ნოემბერი-2010
მიხეილ იოსავას სახელობის ტურნირი ბილიარდში
18 ნოემბერს 11:00 საათზე სტარტი აიღო ტრადიციად ქცეულმა მიხეილ იოსავას სახელობის ტურნირმა ბილიარდში, რომელიც ტარდება საბილიარდო კლუბ `ბასაში` ტურნირის ფინალი გაიმართება 23 ნოემბერს 15:00 საათზე.
17-ნოემბერი-2010
ამერიკის ელჩი სამეგრელოში
17 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ჯონ ბაასი სამეგრელოს ეწვია, სადაც დაათვალიერა ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასთან დამაკავშირებელი აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენის მშენებლობა. გაზსადენის მილის მშენებლობაზე ძირითადად დასაქმებულია ადგილობრივი მუშა-ხელი. ამერიკის ელჩთან ერთად იმყოფებოდა ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, სამგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია , ფოთისა და ხობის ხელმძღვანელობა და ენერგო სექტორში დასაქმებული ადამიანები.
17-ნოემბერი-2010
მოსახლეობის მიერ პრიორიტეტებით განსაზღვრული სამუშაოები გრძელდება
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში გრძელდება მოსახლეობის მიერ პრიორიტეტებით განსაზღვრული სამუშაოები.ამჯერად სოფელ ქარიატაში, გამოღმა უბანში დასრულდა წყალსადენი მილების სარეაბილიტაციო სამუშაოები და სოფელ ჭალადიდში, კერძოდ საბაჟოს უბანში გზების შეკეთება..
16-ნოემბერი-2010
შეხვედრა პოეტთან
2010 წლის 18 ნოემბერს, 15:00 საათზე, ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დარბაზში ტარდება შეხვედრა ამავე რაიონის მკვიდრთან, პოეტ-აკადემიკოს ვაჟა ეგრისელთან (დოლბაია) იმავე დღეს პოეტს შეხვედრას უწყობენ თანასოფლელები პირველ ხორგაში, ალიო მირცხულავას სახელობის სკოლაში და სახლ-მუზეუმში.
15-ნოემბერი-2010
სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა
სიმინდის წარმოების ზრდაზე ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტი მოუწოდებს ფერმერებს მომავალი სამეურნეო წლიდან დაიწყონ დარაიონებული , გვალვა გამძლე, მაღალმოსავლიანი ჯიშების სათესლედ გამოყენება. მიმდინარეობს სარეგისტრაციო განცხადების შევსება, ინფორმაციისათვის მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ტელეფონზე_877 95 94 63
11-ნოემბერი-2010
სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელები კომფორტულ გარემოში განთავსდებიან
ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით დასრულდა სოფელ გურიფულის საბავშვო ბაღის კაპიტალური რემონტი. სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელები უკვე კომფორტულ გარემოში განთავსდებიან. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” ასევე კეთილმოეწყო სოფელ ნოჯიხევის საბავშვო ბაღის ფასადი, ეზოში ბავშვებისათვის დამონტაჟდა სხვადასხვა გასართობი საშუალებები.
09-ნოემბერი-2010
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული სამუშაოები გრძელდება
ხობის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში დასრულდა ,, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში კეთილმოწყობითი-სარეაბილიტაციო სამუშაოები. მეორე გურიფულში სტადიონის გარე განათება, სოფელ თორსა _დღვაბის ცენტრში კეთილმოეწყო მოსაცდელი და მიმდებარე ტერიტორია, ახალ სოფელში წყალსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
08-ნოემბერი-2010
დაკიდული ხიდის რეაბილიტაცია
დასრულდა ხორგისა და ახალი სოფლის დამაკავშირებელი საცალფეხო დაკიდული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის შეკეთებაც ადგილობრივმა მოსახლეობამ ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში მოითხოვა.
06-ნოემბერი-2010
საფეხბურთო მატჩი
6 ნოემბერს 15:00 საათზე ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება მორიგი კალენდარული მატჩი საქართველოს მეთორმეტე ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის გუნდებს შორის. ხობის ,,კოლხეთი” უმასპინძლებს მარტვილის ``მერანს.``
04-ნოემბერი-2010
ოთხთა ტურნირი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცია 17-წლამდელთა ოთხთა ტურნირს ატარებს. შეჯიბრებაში მონაწილეობენ ზუგდიდის ,,ბაიას”, აბაშის ,,აისბერგის”, სენაკის ,,ეგრისის” და ხობის ,,იმედის” გუნდები.25-26 ოქტომბერს ტურნირი ჩატარდა აბაშაში, რომელიც მიეძღვნა ვეტერანი ფეხბურთელის რეზო დვალის ხსოვნას. ხობელებმა ნახევარფინალში 2:0 დაამარცხეს აბაშის ,,აისბერგი”. ფინალში ხობელებს სენაკის ,,ეგრისთან” მოუწიათ თამაში. მატჩის ძირითადი დრო დამთავრდა ფრედ. პენალტების სერიაში უძლიერესი ხობელი ფეხბურთელები აღმოჩნდენ და მატჩი ხობელების გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 2:0. მომდევნო ტურნირი 8-9 ნოემბერს გაიმართება ხობში, ტურნირი მიეძღვნება ვეტერანი ფეხბურთელის პაატა თათარიშვილის ხსოვნას
01-ნოემბერი-2010
``ოქროს პერგამენტი 2010`` -ს გამარჯვებულები ხობელები გახდნენ
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის –გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით ჩატარდა ახალგაზრდული ლიტერატურული კონკურსი ,,ოქროს პერგამენტი- 2010.” სპეციალურმა ჟიურიმ გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოავლინა: საუკეთესო ლექსი, საუკეთესო პროზაული ნამუშევარი, საუკეთესო თარგმანი. მთავარი პრიზი - გრან-პრი ,, ოქროს პერგამენტი-2010” გადაეცა ხობელ ნიკა სერგიას, ხოლო პროზაში საუკეთესო მთხრობელი და ჟიურის სიმპატია გახდა ასევე ხობელი მარიამ ჭოხონელიძე. გამოიცემა კრებული, სადაც განთავსდება კონკურსში წარმოდგენილი საუკეთესო ნაწარმოებები.
01-ნოემბერი-2010
მეოთხე ტრადიციული ტურნირი კარატე-დო-ში
31 ოქტომბერს ქ.ხობის #1 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში ჩატარდა ხობის მეოთხე ტრადიციული ტურნირი კარატე-დო-ში. შეჯიბრებაში მონაწილეობას ღებულობდნენ ზესტაფონის, ლანჩხუთის, ფოთის, ჩხოროწყუს, სენაკისა და ხობის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის სპორტსმენები. შეჯიბრება ჩატარდა, როგორც ჭაბუკებში ისე გოგონებში. შეჯიბრებას ორგანიზება გაუწია საქართველოს აღმოსავლურ ხელოვნებათა კონფედერაციამ, ფოთის კარატე-დოს ფედერაციის პრეზიდენტმა ბაჩუკ სულამანიძემ, ხობელ კარატისტთა მწრთვნელმა ლაშა ჯეჯეიამ, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობამ. გამარჯვებულები და პრიზიორები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით. პრიზიორებს შორის აღმოჩნდნენ ხობელი სპორტსმენები: გოგა კორტავა, გეგა გაბისონია, ივანე ქირია, გიორგი ჩხეიძე, გიორგი ლაგვილავა, ბესარიონ გაბეჩავა, ცირა გაბრავა.