2010 წლის


31-ოქტომბერი-2010

წყალდიდობა ხობის რაიონის სოფლებში
ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა ხობისწყალმა გარღვია დამცავი დამბები და დატბორა რაიონის რამდენიმე სოფელი, მათ შორის ყველაზე ძლიერ გურიფული, ქარიატა და შუა ხორგა. ასევე დატბორილი იყო ქ.ხობში არსებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, საავადმყოფოსა და შ.პ.ს. ``შარა გზა მშენი პირველი`-ს მიმდებარე ტერიტორია. მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა. მობილიზებულ იქნა შესაბამისი სამსახურები, სამხარეო ადმინისტრაცია და ძალოვანი სტრუქტურები. როგორც ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბატონმა იგორ ტყებუჩავამ განაცხადა შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია. ამ დროისთვის მდინარე ხობისწყალზე წყლის დონემ დაიკლო..
29-ოქტომბერი-2010

გამგებლის ახალი ინიციატივა
ზამთრის სეზონისათვის საშეშე მერქნით მომარაგება მოსახლეობის ერთ-ერთი საზრუნავია. სოციალურად დაუცველი ფენის დასახმარებლად, მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ მოუწოდა მოსახლეობას საინიციატივო ჯგუფების დახმარებით სოფლისათვის გამოყოფილ ტყეკაფში რეინჯერის მიერ მითითებულ ადგილზე ყველაზე შეჭირვებულ მოსახლეს დაუმზადონ საშეშე მერქანი, პირველ ნაბიჯი გადაიდგა სოფელ ქარიატის მცხოვრებ ლენა თითმერიას ოჯახისათვის დამზადდა 7მ3 მერქანი, რომელიც თანასოფლელებმა სახლში მიუტანეს.
28-ოქტომბერი-2010

მიმდინარე პრივატიზებამ სერიოზული ცვლილება უნდა შეიტანოს მუნიციპალიტეტის რეალობაში.
მდგრადი ეკონომიკის სამინისტრო და სახელმწიფო- აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო- ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველო ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახორციელებს თავისუფალი სასოფლო –სამეურნეო მიწებისა და შენობა –ნაგებობების პრივატიზებას. მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განყოფილება დაინტერესებულ იურიდიულ თუ კერძო პირებს დოკუმენტაციის წარსადგენად უწევს შესაბამის კონსულტაციას. მიმდინარე საპრივატიზაციო პროცესში უმთავრესი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის, მეცხოველეობის განვითარება და სწორად გათვლილი ინვესტიციაა, რომელმაც კიდევ ერთი სერიოზული ცვლილება უნდა შეიტანოს მუნიციპალიტეტის რეალობაში.
26-ოქტომბერი-2010

აკაკის კვირეული....
ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში დაიწყო აკაკი წერეთლის 170-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული. უდიდესი პოეტისა და მწერლის ღვაწლის პატივსაცემად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით მთელი საქართველოს მაშტაბით აკაკის კვირეული ტარდება. კვირეულის ფარგლებში სკოლებს დაგეგმილი აქვთ სხვადასხვა სახის ღონისძიებები. უკვე გაიმართა კონკურსი თემაზე: ,,სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი’’. სკოლებში გამოვლენილი საუკეთესო თხზულებები გადაგზავნილია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. 26 ოქტომბერს დილის 9:00 საათიდან 21:00 –მდე ონლაინ რეჟიმში გაიმართება კონკურსი ,,როგორ ვიცნობთ აკაკის შემოქმედებას“. მოსწავლე, რომელიც ყველაზე მაღალ შედეგს მიაღწევს, პრიზის სახით პერსონალურ კომპიუტერს მიიღებს
26-ოქტომბერი-2010

მორიგი კალენდარული მატჩი
26 ოქტომბერს 15:00 საათზე ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა მორიგი კალენდარულ მატჩი საქართველოს მეთორმეტე ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის გუნდებს შორის. ხობის ,,კოლხეთმა” უმასპინძლა გაგრის ``გაგრა``-ს, ანგარიში ფრედ დასრულდა 0:0.
25-ოქტომბერი-2010

ხობელი მოსწავლეები საქართველოს პარლამენტში.....
22 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საქართვლოს პარლამენტში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით ექსკურსიით იმყოფებოდა ხობის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების X-XII კლასის 50 მოსწავლე. მოსწავლეები შეირჩა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებულ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში მიღწეული წარმატებების მიხედით. მოსწავლეები ესტუმრნენ სამების საკათედრო ტაძარს და განახლებულ მცხეთას.
24-ოქტომბერი-2010

მაია აზარაშვილის თასის გათამაშებას ხობმა უმასპინძლა
23 ოქტომბერს ხობში მაია აზარაშვილის თასის გათამაშება ჩატარდა. ოლიმპიური
პრიზიორის შეჯიბრებას უკვე მეოთხე წელია სამეგრელოს რეგიონი მასპინძლობს.
მარტვილის, ჩხოროწყუს და წალენჯიხის შემდეგ წლეულს ესტაფეტა ხობმა გადაიბარა
და საკმაოდ საინტერესო ტურნირში 200-მდე მძლეოსანს შორის ჩემპიონ-პრიზიორები
გამოავლინა.

ხობში თავმოყრილ მძლეოსნებს თბილისიდან სტუმრებიც ეწვივნენ. გარბენს მძლეოსნობის
ფედერაციის გენერალური მდივანი მაია აზარაშვილი, მძლეოსნობის ფედერაციის
პრეზიდენტი თამაზ მდინარაძე, მძლეოსანთა ნაკრების თავკაცი - ანდრო ბედუკაძე და
სახელოვანი მოჭიდავე, ოლიმპიური ჩემპიონი - რომან რურუა დაესწრნენ.

ტურნირის დაწყებამდე მძლეოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის
წარმომადგენელბს შეხვდნენ თასებით დააჯილდოვეს და სამეგრელოს რეგიონში მძლეოსანთა
დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს. თავად შეჯიბრება კი, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის
რეგიონალური ფედერაციის და ხობის მუნიციპალიტეტის მიერ იყო ორგანიზებული საინტერესოდ წარიმართა.

საუკეთესოები სხვადასხვა დისტანციაზე გამოვლინდნენ. მთლიანობაში ყველაზე მეტი მედლის დასაკუთრება
კი ზუგდიდელმა მძლეოსნებმა მოახერხეს და გუნდური პირველი ადგილიც დაიკავეს. შეჯიბრების დასრულების
შემდეგ გამორჩეული სპორტსმენები მაია აზარაშვილმა მედლებით დააჯილდოვა. თასები გადაეცათ საუკეთესო
სამი გუნდის კაპიტნებს. აზარაშვილმა ინდივიდუალურად დააჯილდოვა ჩხოროწყუელი ბაჩანა ხორავა, რომელმაც
წლეულს მოსკოვში საერთაშორისო ტურნირში იმარჯვა და ეროვნულ ნაკრებში სამეგრელოს წარმოადგენს.

23 ოქტომბერი. ხობი. მაია აზარაშვილის სახელობის გარბენი 1996-1998 წლებში დაბადებულები.
გოგონები 300 მეტრი
1. ანი ჭანტურია (მარტვილი) - 48,29
2. მონიკა შეროზია (წალენჯიხა) - 51,15
3. თათია გადელია (ფოთი) - 52,00

ვაჟები 500 მეტრი
1. გიორგი ქარდავა (წალენჯიხა) - 1.18,35
2. იური ხარებავა (ჩხოროწყუ) - 1.22,00
3. გიორგი ჩანგელია (ჩხოროწყუ) -1.22.09

1993-1995 წლებში დაბადებულები. გოგონები 500 მეტრი
1. ანი ჭანტურია (მარტვილი) -1.31,28
2. ტანია მაისაია (მარტვილი) - 1.32,50
3. ლიკა ბიგვავა (ზუგდიდი) - 1.32,78

ვაჟები 800 მეტრი
1. ბაჩანა ხორავა (ჩხოროწყუ) - 2.12,09
2. დავით ხაბურძანია (ზუგდიდი) - 2.13,47
3. ნიკა დაკარგულია (ზუგდიდი) - 2.13.48

1991-1992 წლებში დაბადებულები. გოგონები 1000 მეტრი
1. ნანა გულორდავა (ჩხოროწყუ) - 3.57,19
2. მარიამ ჩხენკელი (ხობი) - 3.58,90
3. ლანა გოლორდავა (ჩხოროწყუ) - 4. 06,04

ვაჟები 1500 მეტრი
1. თენგიზ ღვინჯილია (ზუგდიდი) - 4.30,22
2. მათე ჭითანავა (ჩხოროწყუ) - 4.54,59
3. გურამ პაჭკორია (ხობი) - 4.58,72

დიდები. გოგონები 1000 მეტრი
1. თეა ფაცურია (ფოთი) - 3.30,05 დიდები.

ვაჟები 2000 მეტრი
1. ჯეირან ხოფერია (ფოთი) - 5.48,68
2. კოკა შანავა (ზუგდიდი) - 6.26,25
3. ნუგზარ ყალიჩავა (ჩხოროწყუ) - 7.50.19

გუნდური ჩათვლა
1. ზუგდიდი
2. ჩხოროწყუ
3. ხობი
http://www.sport.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=141&info_id=3203

http://www.youtube.com/watch?v=kebwm1-Ktws
20-ოქტომბერი-2010

გრძელდება ქალაქის კეთილმოწყობითი სამუშაოები.
ყოფილი რაიკომის შენობის უკანა ტერიტორიაზე მიმდინარეობს კეთილმოწყობითი სამუშაოები, რომელსაც ასრულებს შ.პ.ს `შარაგზამშენი პირველი,~ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები 1 ნოემბრამდე დასრულდება.
19-ოქტომბერი-2010

პრემიერა საჯიჯაოში
21 ოქტომბერს 15:00 საათზე საჯიჯაოს კულტურის სახლში შედგება პრემიერა სპექტაკლისა: ``სტუდენტური ოინები ანუ ცოლი ხუთი წუთით`` რეჟისორი რ.ლოლუა.
19-ოქტომბერი-2010

წარმატებული მოსწავლეების წახალისება მომავალშიც გაგრძელდება
დღეს ხობის #2 საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეს მელდა შონიას ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ საპატიო სიგელი და წიგნი გადასცა საჩუქრად. წარმატებული მოსწავლეების წახალისებას გამგებელი მომავალშიც გააგრძელებს.
18-ოქტომბერი-2010

წყალდიდობა პატარა ფოთში
ხობის რაიონის სოფელ პატარა ფოთში მდინარე რიონმა ჯებირები გამთენიისას 04:00 საათზე გაარღვია, 50–მდე სახლი დატბორა, ზოგ ადგილებში წყლის დონემ ერთ მეტრს მიაღწია. წყალდიდობის გამო მოსახლეობას მიადგა ზარალი. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ქვედანაყოფი, სამხარეო ადმინისტრაცია, ხობის ,მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელობა. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბატონ იგორ ტყებუჩავას განცხადებით: ,,შეიქმნა კომისია,ზარალი იქნება დათვლილი.დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაცია გამოიყოფა. ხოლო რაც შეეხება დამბის გამაგრებას მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.~
14-ოქტომბერი-2010

საქართველოში 14 ოქტომბერს დიდი რელიგიური დღესასწაული მცხეთობა-სვეტიცხოვლობა აღინიშნება
14 ოქტომბერს საქართველო რელიგიურ დღესასწაულს ,,მცხეთობა-სვეტიცხოვლობას” აღნიშნავს. მცხეთობა ეძღვნება უფლის კვართს და ძელისცხოველს, რომლიდანაც სასწაულმოქმედი მირონი გამოედინება. ტრადიციულად ამ დღეს წირვას აღავლენს სრულიად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე წმინდა სინოდის წევრებთან ერთად. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა გილოცავთ წმინდა დღესასწაულს
14-ოქტომბერი-2010

ხობის ,,კოლხეთი” წყალტუბოს ,,სამგურალს” შეხვდა
14 ოქტომბერს წყალტუბოში ხობის ,,კოლხეთი” საქართველოს მეთორმეტე ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის გუნდებს შორის მორიგ კალენდარულ შეხვედრაში შეხვდა ადგილობრივ ,,სამგურალს”. მატჩი დასრულდა ანგარიშით 0:0.
12-ოქტომბერი-2010

აღდგება პატარა ფოთისა და ჭალადიდის სატუმბი სადგურები
სახელმწიფო მაგისტრალური არხების სუსტი გამტარუნარიანობის გამო გახშირებული წვიმებისას საჭოჭუოს უბანში მცხოვრებნი ზარალდებოდნენ. იტბორებოდა სახლები, დამხმარე ნაგებობები, საკარმიდამო ნაკვეთები. შეიქმნა აუცილებლობა აღდგენილიყო პატარა ფოთისა და ჭალადიდის სატუმბი სადგურები. ხობის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით სამელიორაციო სამსახურმა (,,კოლხეთი-მ”) დაიწყო მაგისტრალური არხის გაწმენდითი სამუშაოების შესრულება. მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ.
12-ოქტომბერი-2010

ჯაჭვის ხიდი სავარაუდოდ პირველ ნოებრამდე შევა ექსპლუატაციაში
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში დაიწყება სოფელ ხორგისა და ახალსოფლის დამაკავშირებელი ავარიული ჯაჭვის ხიდის აღდგენა. მუნიციპალიტეტის გამგებელი იგორ ტყებუჩავა პირადად შეხვდა მოსახლეობას და დაათვალიერა ხიდი, რომლის აღდგენა რამდენიმე კილომეტრით დაახლოვებს ერთმანეთთან მეზობელ სოფლებს.
12-ოქტომბერი-2010

შეხვედრა ფეხბურთელებთან
მუნიციპალიტეტის გამგებელი შეხვდა საფეხბურთო კლუბ ,,კოლხეთის” წარმომადგენლებს, მწვრთნელებს, ფეხბურთელებს. შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე სეზონის განმავლობაში მიღწეული წარმატებისა თუ წარუმატებლობის ძირითადი მიზეზები. აღინიშნა, რომ გუნდს მეტი მობილიზება სჭირდება იმისათვის, რომ სპორტულ ფორმაში ჩადგეს, რადიკალურად განსხვავებული შედეგი აჩვენოს მაყურებელს და თავისი სიტყვა თქვას საქართველოს მიმდინარე ჩემპონატში. შეხვედრაზე აღინიშნა ,,კოლხეთი-2” დუბლშემადგენლობის წარმატებული გამოსვლის შესახებ მიმდინარე პირველობაზე.
08-ოქტომბერი-2010

ევროკომისიის კონსულტატი ხობში
8 ოქტომბერს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობას სამუშაო ვიზიტით ეწვია ევროკავშირის პროგრამის კონსულტატი იუპ ქაიპერს,. რომელიც გამგებლის მოადგილესთან ქალბატონ რალა ჩემიასთან შეხვედრისას დაინტერესდა რეგიონალური განვითარების პროექტებით, მათ განაცხადეს, რომ ისინი ექვსი კვირის განმავლობაში რეგიონებში აწარმოებენ მოკვლევას და მოკვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ევროკომისია გაუწევს რეკომენდაციას საქართველოს მთავრობას რეგიონების განვითარებასთან დაკავშირებით
08-ოქტომბერი-2010

დონორი ორგანიზაციის (პოლონეთი) დაფინანსებით მოხდება სადრენაჟო სისტემების მოწესრიგება და დაშრობითი სამუშაოების ჩატარება
8 ოქტომბერს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოთს სტუმრობდა საქართველოს წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გივი გავარდაშვილი ინსტიტუტის სხვა მუშაკებთან ერთად.განხილულ იქნა საკითხი პატარა ფოთის ტერიტორიაზე 100 ჰექტარი სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის სრული რეაბილიტაციის შესახებ. დონორი ორგანიზაციის (პოლონეთი) დაფინანსებით მოხდება სადრენაჟო სისტემების მოწესრიგება და დაშრობითი სამუშაოების ჩატარება, მიწის დამუშავება. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი შეხვდა სამუშაო ვიზიტით ჩამოსულ მეცნიერებს. შეხვედრისას განხილულ იქნა წარმოდგენილი პროექტი.
07-ოქტომბერი-2010

ჭალადიდში აღმოჩნდა ასაფეთქებელი მოწყობილობა
8 ოქტომბერს ფოთი-სენაკის ცენტრალური მაგისტრალის ჭალადიდის მონაკვეთზე მდებარე ხიდთან ასაფეთქებელი მოწყობილობა ადგილობრივმა მკვიდრმმა მიხეილ გიგაშვილმა შეამჩნია და სამართალდამცავებს შეატყობინა. სპეციალისტების მიერ მოხდა აღნიშნული მოწყობილობის განნაღმვა . ნაპოვნი ყუთი ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.
06-ოქტომბერი-2010

ბიაში არსებულ პრობლემებს სპეციალისტები განსაზღვრავენ
სოფელ ბიაში მდინარე ხობისწყლის მიმდებარე ტერიტორიაზე ეროზირებული და დამეწყრილი ზონები, რომლებიც მოსახლეობისათვის უმწვავეს პრომლემადაა ქცეული -დაათვალიერა მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ, მან დაავალა სპეციალისტებს განსაზღვრონ, არსებული პრობლემის გამო, მრავალწლიანი კულტურებით დანაშენებული მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებისათვის მიყენებული ზარალი.
05-ოქტომბერი-2010

საფეხბურთო მატჩი
5 ოქტომბერს 15:00 სთ-ზე ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა საფეხბურთო მატჩი საქართველოს XXII –ე ეროვნული ჩემპიონატის I-ლიგის გუნდებს შორის, ხობის `კოლხეთ~-მა უმასპინძლა ბათუმის ,,ადელ”-ს. მატჩი დასრულდა ხობელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0.
04-ოქტომბერი-2010

პოლიგონზე ფორსმაჟორული სიტუაცია შეიქმნა.
ხობის ნაგავსაყრელ პოლიგონზე ექსპლუატაციიდან დღემდე შეტანილია 11.000 მ 3 საყოფაცხოვრებო ნარჩენი. იმის გამო, რომ ვერ განხორციელდა ნარჩენების დაფარვა თიხა-ნარევი გრუნტით, პოლიგონზე შეიქმნა ფორსმაჟორული სიტუაცია, რითაც ირღვევა ეკოლოგიური მოთხოვნები, პოლიგონი კარგავს გამტარუნარიანობას. მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ აღნიშნულის გათვალისწინებით წარმოდგენილია პროექტი, რომლის განხორციელება გადაჭრის საიზოლაციო ფენის მოწყობის პრობლემას. პროექტის ღირებულება შეადგენს 44.995 ლარს. პოლიგონის დასათვალიერებლად ადგილზე გავიდნენ მუნიციპალიტეტის გამგებელი და ეკონომიკის სამსახურის უფროსი.

04-ოქტომბერი-2010

``ასი ახალი საავადმყოფოს`` პროექტი ხობში
მუნიციპალიტეტის ცენტრალური პოლიკლინიკის ბაზაზე დაიწყო სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელსაც ``ასი ახალი საავადმყოფოს`` პროექტით ახორციელებს საქართველო-ჩეხეთის ერთიანი საწარმო ``ბლოკ-ჯორჯია.`` -დასაქმებულია 25 ადგილობრივი მაცხოვრებელი. პროექტის განხორციელების შემდეგ მუნიციპალიტეტის მოსახლეობა მიიღებს თანამედროვე დონის მაღალტექნოლოგიურ დახმარებას. რადგანაც პროექტის მიხედვით აქ განთავსდება, როგორც სტაციონალური, ასე პოლიკლინიკური ნაწილი-დიაგნოსტიკური ცენტრით, რომელიც აღიჭურვება თანამედროვე აპარატურით, ასევე იმუშავებს რეანიმაციული განყოფილება. შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ.

01-ოქტომბერი-2010

ხობში გარეგანათების ახალი ეტაპი დაიწყო.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ,,თბილქალაქმშენმა” გარეგანათების სამუშაოები დაიწყო. მიმდინარე სამუშაოები მოიცავს მდინარე ხობისწყლის ხიდიდან სენაკის საზღვრამდე არსებული საავტომობილო გზის ასევე აღმაშენებლის, 26 მაისის, ყაზბეგისა და ქაჯაიას ქუჩების განათების სამუშაოებს. პირველ ეტაპზე მიმდინარეობს არსებული ბოძების დემონტაჟი და გრუნტის ამოღება_განათების ანძის წერტილოვანი საძირკვლის მოსამზადებლად. მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ.