16 აპრილს ხობში დასრულდა რაიონული პირველობა ჭადრაკში გოგონათა და ვაჟთა შორის. შეჯიბრი წრიული სისტემით გაიმართა, რომელიც ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში ხუთიდან თვრამეტ წლამდე ასაკის 30-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა. შეჯიბრი კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა. გოგონათა შორის პირველი ადგილი მარიამ ჭაჭიამ დაიკავა. მე 2-ადგილზე ქეთევან კანკია გავიდა, ხოლო ვაჟთა შორის პირველი ადგილის მფლობელი ლუკა შამუგია გახდა, მეორე ადგილზე ამირან შონია გავიდა, გუნდურ შეჯიბრებაში მეორე საჯარო სკოლამ გაიმარჯვა. გამარჯვებულებს სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა სამეგრელო-ზემო სვანეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა ბატონმა გიორგი სალიამ. პრიზიორებს გადაეცათ ფასიანი საჩუქრები და სიგელები.