აგვისტოს დასაწყისში სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეს საქართველოს სახელმწიოფო სიმფონიური ორკესტრი (დირიჟორი ნიკა მემანიშვილი) საიუბილეო ტურნის ფარგლებში ეწვია. 10 აგვისტოს ხობის კულტურის სასახლეში სამი თარიღი-ორკესტრისა და კომპოზიტორ გია ყანჩელის იუბილე, რუსეთ-საქართველოს ომის 2 წლის თავი შენივთდა. დირიჟორი მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და იმ ტკივილისთვის მოუხადა ქედი ხობს, რაც აგვისტოს ომმა მოუტანა ამ პატარა რაიონს. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა აღნიშნა, რომ სიმფონიური ორკესტრის კონცერტი ღირსეული მაგალითია იმისა, რომ ქართველებს ცრემლით სავსე თვალითაც შეგვიძლია სიმღერაც, შენებაც და თავისუფლებისკენ სწრაფვაც. დუმილით მიეგო პატივი 9 ხობელი გმირის ხსოვნას. ორკესტრმა კლასიკურ ნაწარმოებთან ერთად ქართული კინო მუსიკის ნაწყვეტები შეასრულა. მაყურებლის წინაშე წარსდგნენ: ელენე ფოჩხუა, ვაჟა მანია და ნანა ჩიქავა.