2010 წლის აგვისტოს არქივი


31-აგვისტო-2010

გვალვებმა ნათესები დააზარალა
ინტენსიურმა გვალვებმა სერიოზული ზარალი მიაყენა ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებს. გამგეობის რწმუნებულთა მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და სოფლის მეურნეობის განყოფილების წინასწარი პროგნოზით ერთწლიანი კულტურების მოსავლის 40/50 % განადგურებულია, რაც უკვე სერიოზულ ზარალზე მიგვანიშნებს. გვალვებითაა გამოწვეული სასმელი წყლის დეფიციტიც. არტეზიულ ჭებში წყლის დებეტი მცირეა ან საერთოდ დაშრა. ზიანი მიადგა ბოსტნეული და მარცვლეული კულტურების ნათესებს, რადგან ვერ ხერხდება მათი მორწყვა. ხმობა დაიწყო ისეთმა კულტურებმაც, როგორიცაა ფეიხოა, კივი, ვაზი ..მოსახლეობის ნაწილმა უკვე დაიწყო გამხმარი ყანების აჭრა. გვალვა-სერიოზულ გამოცდას უწყობს მეურნე კაცს. მუნიციპალიტეტის გამგებლის ბატონი იგორ ტყებუჩავა ადგილზე ეცნობა შექმნილ სიტუაციებს და ხვდება მოსახლეობას. მათი თხოვნის გათვალისწინებით, იქ სადაც ჭები დამშრალია და წყალსადენები არ მუშაობს ცისტერნებით ადგილზე ხდება წყლის მიწოდება.
30-აგვისტო-2010

გამგებელმა ანტიკრიზისული საბჭოს ექსპერტთან ერთად დაათვალიერა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაგეგმილი პროექტების განხორციელების ადგილი
მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ ხობის მუნიციპალიტეტში ბრიუსელის დონორთა ანტიკრიზისული საბჭოს მიერ ინფორმაციის მოპოვებისა და მონიტორინგის ჩატარების მიზნით ჩამოსული ანტიკრიზისული საბჭოს ექსპერტი ლონდა ხასაიასთან ერთად დაათვალიერა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაგეგმილი პროექტების განხორციელების ადგილი, ასევე ობიექტებზე არსებული მდგომარეობა პროექტების დაწყებამდე. დათვალიერებულ იქნა რუსთაველის, ჭყონდიდელის, თაყაიშვილის ქუჩები, ქვალონი-გიმოზგონჯილის უბანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამ პროგრამის ფარგლებში მოსახლეობა ითხოვს პროექტში ცვლილებების შეტანასა და გზასთან ერთად სანიაღვრე არხების სრულ პერიმეტრზე გაყვანას პარალელურად სასმელი წყლის მილების შემოყვანას, რაც დამატებით სახსრებთანაა დაკავშირებული ზემოთხსენებული მონაკვეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შეასრულებს შ.პ.ს ,,შარაგზამშენი პირველი”
30-აგვისტო-2010

ანტიკრიზისული საბჭოს ექსპერტის შეხვედრა იძულებით გადაადგილებულ პირებთან
აგვისტოს თვეში მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბატონმა იგორ ტყებუჩავამ ანტიკირიზისული საბჭოს წევრ ლონდა ხასაიასთან ერთად დაათვალიერა იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის რეაბილიტირებული საცხოვრებელი ბინები. გაეცნო მათ საყოფაცხოვრებო პირობებს. მოსახლეობამ შეხვედრისას მოითხოვა სასმელი წყლისა და ელექტრო-ენერგიით მომარაგების დაჩქარება, რომელიც გარკვეული სამსახურების მიერ ჭიანურდება.
28-აგვისტო-2010

გილოცავთ მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს!
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაცია გილოცავთ მარიამობას! მიძინება ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა. მარიამობა. სიონობა. თაყვანისცემა ღმრთისმშობლის ხატთა: აწყურისა, გაენათისა, წილკნისა, მეტეხისა,ვლაქერნისა,ხობისა, ქვაბთახევისა, მოზდოკისა, და სხვათა.
27-აგვისტო-2010

სასწავლო წელი 15-სექტემბერს დაიწყება
ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ხათუნა გერგაიას ინფორმაციით სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება და 15 ივნისს დასრულდება. გარდა I-XII კლასებისა.ისინი დაამთავრებენ სასწავლო წელს 20 მაისს. ზამთრის არდადეგები დაიწყება ყოველ დიდ ხუთშაბათს და დასრულდება მომდევნო კვირის ოთხშაბათს. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები გადადიან სემესტრულ სწავლებაზე (განისაზღვრა 2-სემესტრი)
26-აგვისტო-2010

ხობში გაიხსნა 2010-2011 წლის საფეხბურთო სეზონი
25 აგვისტოს ხობის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარდა 2010-2011 წლის სეზონის გახსნა. ხობის `კოლხეთმა~ უმასპინძლა ბათუმის ,,დინამოს” მატჩი დამთავრდა სტუმართა გამარჯვებით 1:2
18-აგვისტო-2010

ახალ სასწავლო წელს ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები ახლად გარემონტებულ შენობებში შეხვდებიან.
ხობის მუნიციპალიტეტის რამოდენიმე საჯარო სკოლაში მიმდინარეობს სარემონტო –სარეაბილიტაციო სამუშაო, მათ შორის ბიის საჯარო სკოლაში დასასრულს მიუახლოვდა სკოლის სახურავის სარემონტო სამუშაოები. ახალ სასწავლო წელს საჯარო სკოლა ახლად გარემონტებულ შენობაში შეხვდება.
18-აგვისტო-2010

-
დასრულდა ხობის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მისასვლელი გზის განათების მოწყობის სამუშაოები.
17-აგვისტო-2010

აქცია- კონცერტი ხობის კულტურის სასახლის წინ.
დღეს 17 აგვისტოს, 20:00 საათზე ხობის კულტურის სასახლის წინ გაიმართება აქცია-კონცერტი: ,,ერთმანეთის მხარდამხარ საქართველოსთვის.” მონაწილეობას ღებულობენ წამყვანი მსახიობები: გიორგი გასვიანი (ნიკოლ-შოუ), გიორგი შარაბიძე (ჯეოსტარი), დათუნა მგელაძე, ელენე ფოჩხუა (ჯეოსტარი), თემო საჯაია (ვარსკვლავების აკადემია), ლევან ლაზარიშვილი. კონცერტი ტარდება ფონდი ,,ბარბალეს” (ხელმძღვანელი სერგი ირემაშვილი) ორგანიზებით. დასწრება თავისუფალია
17-აგვისტო-2010

გაღმა საჯიჯაოს უბანში გადასასვლელი ხიდის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოში დაწყებული მდინარე ხობის წყლის ხიდთან მარჯვენა წარეცხილი ნაპირის და გადასასვლელი ხიდის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა. ძირითადად მოხდა ხიდის მისასვლელზე განლაგებული ბეტონისა და თვალამრიდი რკინის კონსტრუქციების შეღებვა. ხიდის მისასვლელ მარჯვენა მხარეს არსებული ღრმულის შევსება მავთულბადით შეკრული თლილი ქვით. ხიდის ტროტუარის გაწმენდა, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა.
16-აგვისტო-2010

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მეორე ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. ამჟამად მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშოები და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია. ახალ სასწავლო წლიდან მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე სრული დატვირთვით შეუდგება ფუნქციონირებას
12-აგვისტო-2010

,,ცოტნეობა 2010” საეკლესიო-სახალხო დღესასწაული ხობში
12 აგვისტოს ხობში გაიმართა საერო-საეკლესიო დღესასწაული ``ცოტნეობა`` თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, ფოთის, სენაკის, მარტვილის, აბაშის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს-მესტიის წარმომადგენლობა დილის ცხრა საათიდან დაესწრო წირვას. წირვა აღავლინა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, რომელმაც აკურთხა ხალხი და ხელისუფლება. ღონისძიება გაგრძელდა ნოჯიხევის ტყე-პარკში, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ჭიდაობა. დღესასწაულის დასასრულს წარმოდგენილ იქნა მხატვრულ თეატრალური კომპოზიცია ``ცოტნე დადიანი.``
11-აგვისტო-2010

საქართველოს სახელმწიოფო სიმფონიური ორკესტრი ხობში.
აგვისტოს დასაწყისში სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეს საქართველოს სახელმწიოფო სიმფონიური ორკესტრი (დირიჟორი ნიკა მემანიშვილი) საიუბილეო ტურნის ფარგლებში ეწვია. 10 აგვისტოს ხობის კულტურის სასახლეში სამი თარიღი-ორკესტრისა და კომპოზიტორ გია ყანჩელის იუბილე, რუსეთ-საქართველოს ომის 2 წლის თავი შენივთდა. დირიჟორი მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და იმ ტკივილისთვის მოუხადა ქედი ხობს, რაც აგვისტოს ომმა მოუტანა ამ პატარა რაიონს. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა აღნიშნა, რომ სიმფონიური ორკესტრის კონცერტი ღირსეული მაგალითია იმისა, რომ ქართველებს ცრემლით სავსე თვალითაც შეგვიძლია სიმღერაც, შენებაც და თავისუფლებისკენ სწრაფვაც. დუმილით მიეგო პატივი 9 ხობელი გმირის ხსოვნას. ორკესტრმა კლასიკურ ნაწარმოებთან ერთად ქართული კინო მუსიკის ნაწყვეტები შეასრულა. მაყურებლის წინაშე წარსდგნენ: ელენე ფოჩხუა, ვაჟა მანია და ნანა ჩიქავა.
10-აგვისტო-2010

განახლდა სასამართლო შენობის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა
დაიწყო სასამართლო შენობის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის მეორე ეტაპი, სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადებული ორგანიზაცია `` შარაგზამშენი პირველი``
08-აგვისტო-2010

08.08.2008 წლის რუსეთ საქართველოს ომის დროს დაღუპულ ხობელ გმირთა ხსოვნის მემორიალის გახსნა.
8 აგვისტოს ხობის სამების სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების : გოგა ბერაიას, მიხეილ იოსავას, ლევან ჭოჭუას, დათა ხურცილავას, გოგა ჭითანავას, ზვიად დათუაშვილის, ლევან ტურავას, გოგიტა ქარჩავას, რამაზ კიტიას სახელთა უკვდასაყოფად გაიხსნა ხსოვნის მემორიალი, რომელიც დაღუპულ გმირთა ნათესავებთან ერთად გახსნა მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ. დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა წმ.სამების სახელობის ეკლესიის მოძღვარმა მამა კირიონმა. მათი სულის საოხად გალობა აღავლინა ხობის წმ.სამების სახელობის მგალობელთა გუნდმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ დაღუპულ გმირთა მშობლები,ხობის საზოგადოებრიობა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაცია.
08-აგვისტო-2010

გამოიცა გმირის ხსოვნის წიგნი.
``მე თავი დავდე საქართველოს საკურთხეველზე`` ამ სათაურით გამოვიდა წიგნი, რომელიც 2008 წლის 8 აგვისტოს რუსი ოკუპანტების მიერ სენაკის სამხედრო ბაზის დაბომბვის დროს დაღუპულ დათა ხურცილავას ეძღვნება. `` ილოცე გაიღიმე, სიცოცხლე იმას ნიშნავს რასაც მუდამ ნიშნავდა. იგი ისევ ის არის, რაც მუდამ იყო . ნუ ტირი თუ მართლა გიყვარვარ. სიკვდილი არა არაის რა მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი.`` თითქოს წმ. ავგუსტინეს სიტყვებით გვეხმიანება სამშობლოს მომავალს შეწირული ჭაბუკი, რომელიც სიკვდილის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაჯილდოვდა მედლით `` მხედრული მამაცობისათვის.
06-აგვისტო-2010

უბედური შემთხვევა ხობის რაიონში
5 აგვისტოს ხობის რაიონის სოფელ პირველ ხორგაში მდინარე ხობის წყალში 15 წლის გიგა ჯოლოხავა და მისი ბაბუა ნოდარ ქობალია დაიხრჩვნენ. წინასწარი ინფორმაციით, ჯოლოხავა და ქობალია მდინარეზე გასაგრილებლად ჩავიდნენ, რა დროსაც გიგა ჯოლოხავა დინებამ წაიღო და ბაბუა მის გადარჩენას შეეცადა, თუმცა ისიც დაიხრჩო. ნოდარ ქობალიას ცხედარი მდინარემ რამდენიმე კილომეტრის მოშორებით გამორიყა, რის შემდეგაც გიგა ჯოლოხავას ცხედრის ძიება დაიწყო. ფოთიდან მისულმა მყვინთავებმა მისი ცხედარი გუშინ საღამოს იპოვეს.
06-აგვისტო-2010

ხანძრის კერები სოფელ საჯიჯაოსა და ხეთა-ხამისკურის მონაკვეთზე.
5 აგვისტოს 18-საათზე ხანძარი გაჩნდა სოფელ საჯიჯაოში (შეროზიების უბანში), ცეცხლი გაუჩნდა თხილის ფართობს (1500კვ.მ). შემთხვევის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. ამავე დღეს დაფიქსირდა მეორე კერაც, ხამისკური – ხეთის მონაკვეთზე (500მ) ცეცხლი მოედო მანდარინის პლანტაციას. ხანძრის შესახებ შეტყობინება მიიღო ადგილობრივმა ხობის მუნიციპალიტეტს სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურმა. მათ უმოკლეს დროში მოახდინეს ცეცხლის ლოკალიზება. ამ დროისათვის შემთხვევის ადგილზე ხანძრის კერა აღარ არსებობს
06-აგვისტო-2010

8 აგვისტოს მემეორიალი გაიხსნება
8 აგვსისტოს 12:00 საათზე სამების ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ ხობელ ჭაბუკთა ხსოვნის მემორიალი.
05-აგვისტო-2010

შეხვედრა ვეტერანებთან.
4აგვისტო-ხობის მუნიციპალიტეტის ყოველკვირეული გაზეთის,,ახალი სამკუთხედის’’ჟურნალისტები შეხვდნენ ომის ვეტერანებს,რომელთაც იდეათა და დროის ჭიდილში გამოიარეს მრავალი წელი. შეხვედრაზე აღნიშნეს მუნიციპალიტეტის გამგეობის და უშუალოდ მუნიციპალიტეტის გამგებლის განსაკუთრებული ყურადღება. თემაზე - ,,ომიდან ომამდე’’ ისაუბრეს საკუთარ წარსულზე,როგორც ტკივილზე და გამოთქვეს წუხილი ოცდამეერთე საუკუნის საქართველოში ახალი თაობის ომის ვეტერანთა და 2008 წელს რუსული აგრესიის დროს დაღუპულ ხობელ რეზერვისთტა გამო.
03-აგვისტო-2010

გამოვლინდა ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაციები
30 ივლისს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით ლოტი #1 ხობის დედათა მონასტრის მისასვლელი გზის დაბალი განათების მოწყობის სამუშაოები და ლოტი #3 ქ.ხობის ახალი სასაფლაოს კეთილმოწყობის პირველი ეტაპის სამუშაოების გამარჯვებულად გამოცხადდა ი/მ ,,ნინო ქარჩავა”, ხოლო ლოტი #4 ხობის სასამართლოს შენობის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოების გამარჯვებულად გამოცხადდა შ.პ.ს ,,შარაგზამშენი პირველი”.
02-აგვისტო-2010

2 აგვისტო (ძვ. სტ. 20 ივლისი) ორშაბათი
სულთმოფენობიდან მეთერთმეტე შვიდეული. დიდებულისა წინასწარმეტყველისა ელია თეზბიტელისა (IX ს. ქრისტეს შობამდე); მოწამისა სალომე ქართველისა, სპარსთაგან წამებულისა (1272); მართლისა ილიასი (ჭავჭავაძე, 1907). ანგელოზის დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა ილია II-ისა. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაცია გილოცავთ დღევანდელ დღეს.
02-აგვისტო-2010

შეხვედრა გაზეთის რედაქციაში.
2 აგვისტოს გაზეთი ,,ახალი სამკუთხედის~ რედაქციის ოფისში შედგა შეხვედრა გაზეთის რედაქციის თანამშრომლებსა და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებთან: გამგებლის მოადგილეს ქალბატონ რალა ჩემიასთან, გამგებლის თანაშემწე როზეტა შულაიასთან და გამგეობის ინფორმაციის უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების წამყვან სპეციალისტთან ლალა წულაიასთან. შეხვედრაზე გამოითქვა სურვილი აქტიურ, ნაყოფიერ თანამშრომლობაზე თავის მხრივ გაზეთის ახლადდანიშნულმა რედაქტორმა ქალბატონმა მანანა შულაიამ ისაუბრა თავის გეგმებზე და მადლობა გადაუხადა გამგეობის ხელმძღვანელობას თანადგომისათვის.
02-აგვისტო-2010

ზემო ქვალონში ბრუცელიოზი დაფიქსირდა.
ივლისის დასაწყისში ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქვალონში დაფიქსირდა ბრუცელოზის შემთხვევა. მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოძახებულ იქნა სპეციალისტთა ჯგუფი სოფლის მეურნეობის სამინისტროდან. მათ მიერ 146 სულ საქონელზე არსებული სინჯები გადაგზავნილია ზუგდიდის საველე ლაბორატორიაში. მოსახლეობას შეხვდნენ და არსებულ პრობლემაზე ესაუბრნენ მუნიციპალიტეტის გამგებელი იგორ ტყებუჩავა და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი რევაზ წულაია.