ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე არჩეულ იქნა საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის ახალი თავმჯდომარე


2010 წლის 18 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომაზე ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩეულ იქნა დალი გერგაია.
დალი გერგაია დაიბადა 1953 წლის 7 აპრილს, ხობის რაიონის სოფელ ნოჯიხევში. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა: ხობის რაიონული ბიბლიოთეკის გამგედ, ხობის რაიკომის სტატისტიკოსად, ხობის კომკავშირის რაიკომის ინსტრუქტორად, კოლხეთის ათვისების მუზეუმის მეცნიერ-მუშაკად, ქ. ხობის საკრებულოს მდივნად, კოლხეთის ათვისების მუზეუმის დირექტორად, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საგამომცემლო საქმიანობის, საინფორმაციო უზრუნველყოფისა და ოპერატიულ-სამორიგეო განყოფილების უფროსად, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსად, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის უზრუნველყოფის განყოფილების უფროსად. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.