ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე არჩეულ იქნა საკრებულოს თავმჯდომარე

2010 წლის 18 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომაზე ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩეულ იქნა მამუკა ჭოხონელიძე.
მამუკა ჭოხონელიძე დაიბადა 1965 წლის 22 ოქტომბერს, ხობის რაიონის სოფელ საჯიჯაოში. დამთავრებული აქვს ქ. ტვერის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ქ. თბილისის შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა: გაზეთ „გზის“ კორესპონდენტად, საქართველოს ტელევიზიის I არხზე, მცხეთის კულტურის განყოფილების მთავარ რეჟისორად, ხობის რაიონის კინო-ვიდეოფიკაციის დირექტორად, ხობის რაიონის გამგეობის პრესცენტრის უფროსად, ხობის რაიონის გამგებლის მოადგილედ, საქართველოს პარლამენტის ხობის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსად, ხობის რაიონის გამგებლის მოადგილედ. 2006 წელს არჩეულ იქნა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად. 2006-2010 წლებში მუშაობდა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.