30-ივლისი-2010
მუნიციპალიტეტის პრიორიტეტი- სოფლები სასმელი წყლის პრობლემის გარეშე
საგვიჩიოში დასასრულს მიუახლოვდა მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგებისათვის აუცილებელი სამუშოების შესრულება,რომელსაც წარმართავს ტენდერში გამარჯვებული ,,დეველოპმენტ-ბულდინგ კომპანი’’(ქ.თბილისი). 48-მდე ოჯახი, რომლებიც 2 ათეული წელია სასმელ წყალს 1კილომეტრის მანძილიდან ეზიდება,უახლოეს მომავალში-სრულიად უზრუნველყოფილ იქნება. ამჟამად დარჩენილია მცირე მასშტაბის სამუშაოები(გზის მოსწორება, განშტოებების მოწყობა, და სხვა) სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი იგორ ტყებუჩავა, და მაჟორიტატი დეპუტატის ბიუროს უფროსი რევაზ წულაია, რომლებმაც სოფლის რწმუნებულ ვ.გვიჩიასთან ერთად პირველად მოუშვეს წყლის ონკანს შუბითიძეების ოჯახში და მათთან ერთად გაიზიარეს სოფლის სიხარული.
29-ივლისი-2010
პროფკავშირული ორგანიზაციის მე-4 კონფერენცია.
29 ივლისს ჩატარდა საჯარო მოსამსახურეთა ხობის მუნიციპალიტეტის პროფკავშირული ორგანიზაციის მე-4 კონფერენცია. კონფერენციაზე განიხილეს 2006-2010 წლებში პროფესიული კავშირის მიერ ჩატარებულ ღონისძიებები . ჩატარდა პროფკომიტეტის თავმჯდომარის, პროფკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, პროფკომიტეტის, საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის მე-9 კონგრესის დელეგატთა არჩევნები. კონფერენციას ესწრებოდნენ ნუკრი ჭინჭარაული-საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე. ლავრენტი ალანია-საქართველოს ტრანსპორტის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე, პაპუნა ხუბულავა-პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენელი სამეგრელო ზემო -სვანეთის მხარეში.ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა -დინარ ჯანჯღავა.
28-ივლისი-2010
ხობის `კოლხეთი~-ს საკონტროლო მატჩი.
28 ივლისს გრიგოლეთში ლანჩხუთის `გურიის~ საწვრთნელ ბაზაზე გასვლითი საკონტროლო მატჩი გაიმართა ხობის `კოლხეთ~-სა და უმაღლესი ლიგის წევრ ფოთის `კოლხეთს~ შორის. შეხვედრა დაძაბულად წარიმართა და დამთავრდა ფრედ 2:2. ხობელთაგან გოლები გაიტანეს კუტალიამ და ჩიტაიამ.
27-ივლისი-2010
სტარტი აიღო გოგი ბუკიას სახელობის ტურნირმა ნარდში
26 ივლისსს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ნარდის მოყვარულთა კლუბის ინიციატივით კულტურის სახლში დაიწყო ცნობილი ჟურნალისტის გოგი ბუკიას სახელობის რაიონული მემორიალური ტურნირი ნარდში. ტურნირში მონაწილეობა მიიღო 32-მა მონარდემ. პირველი ტურის შედეგებით გამოვლინდა 16 გამარჯვებული. მეორე ტურმა კი 8 გამარჯვებული გამოავლინა. ტურნირი გაგრძელდება 30 ივლისამდე.
26-ივლისი-2010
მეცნიერთა ჯგუფი ხობის მონასტერში
23 ივლისს ხობში ჩამოვიდა მეცნიერთა ჯგუფი, შემდეგი შემადგენლობით: ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილე ბესიკ მაისურაძე, მეცნიერ თანამშრომლები-ლეილა ფანცხავა და მალხაზ ცინდელიანი. სტუმრებმა დაათვალიერეს ხობის სამონასტრო კომპლექსი, ახლად აღმოჩენილი ძველ დადიანთა საძვალე, მონასტრის ეზოში არსებული ძველკოლხური ნამოსახლარები, ტაძარში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოები. სტუმრებს ესაუბრნენ დეკანოზი ილია ლომაია, არქეოლოგი რევაზ პაპუაშვილი და მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარი სპეციალისტი ძეგლთა დაცვის საკითხებში გოგიტა ჩიტაია. მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ისტორიული წყაროები და ბოლოდროინდელი არქეოლოგიური გათხრების შედეგები უეჭველს ხდის, რომ ხობის მონასტერი ნამდვილად ძველ დადიანთა საგვარეულო სამარხს წარმოადგენს. ბუნებრივია, ცოტნე დადიანს, როგორც წმინდანსა და როგორც ეროვნულ გმირს განსაკუთრებული პატივი სწორედ ხობის მონასტერში უნდა მიეგოს.
26-ივლისი-2010
ნიჭიერების ზეიმი ხობში
26 ივლისს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივითა და მხარდაჭერით ხობის კულტურის სახლში ჩატარდა 13 წლის ნიჭიერი მომღერლის ნინო გოთოშიას სოლო- კონცერტი. რეპერტუარში შედიოდა ქართული, ფრანგული,,ინგლისური, რუსული, თურქული საესტრადო და მეგრული ფოკლორული სიმღერები. განუმეორებელი ხმითა და მაღალი საშემსრულებლო დონით კიდევ ერთხელ მოიხიბლა მაყურებელი. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ძუკუ ლოლუას სახელობის ქართული ხალხური სიმღერის მუზეუმთან არსებულმა მუსიკალური სტუდიის მოსწავლეებმა. ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დირექტორის ლექსო კემულარიას, ძუკუ ლოლუას სახელობის ქართული ხალხური სიმღერის მუზეუმის დირექტორის ნანა ჯალაღონიას, პედაგოგ ავთანდილ გოგოტიშვილის ორგანიზებით ჩატარებულმა კონცერტმა მაღალ დონეზე ჩაიარა. კონცერტის ბოლოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბატონმა იგორ ტყებუჩავამ საპატიო სიგელითა და სპეციალური პრიზით დააჯილდოვა პატარა სოლისტი, ხოლო საზოგადოებას მიულოცა კიდევ ერთი ნიჭიერების დღესასწაული ხობში. აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობა ეროვნულ- კულტურული ტრადიციებისა და პოპულარიზაციის მხარდაჭერის ფარგლებში დააფინანსებს ნინო გოთოშიას მონაწილეობას მარმარისის საერთაშორისო ფესტივალზე. მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრმა სიგელებით დააჯილდოვა მონაწილეები, რომლებმაც ესოდენი ხიბლი შესძინეს კონცერტს.
22-ივლისი-2010
,,არტ-გენზე’’ ხობი ანსამბლმა ,,კოლხეთ’’-მა წარმოადგინა.
20 ივნისს ანსამბლმა ,,კოლხეთმა ’’ უკვე მეოთხედ მიიღო მონაწილეობა ფესტივალში, რომლის მიზანია ტრადიციული და თანამედროვე ეთნო-კულტურის დაფიქსირება, საზოგადოებისთვის მისი წარდგენა და პოპულარიზაცია. ფესტივალი გაიმართა ქ. თბილისში გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია ცის ქვეშ. ღრმა და ლირიული მეგრული ფოლკლორის ნიმუშები ააჟღერა ,არტ-გენზე“ ანსამბლმა კოლხეთმა (ხელმძღვანელი ნ.ზარანდია) სადაც სრულიად საქართველოს ყველა კუთხემ წარმოაჩინა ხიბლი ხალხური სიმღერისა და ცეკვისა. ანსამბლი ხობში დაბრუნდა შემოქმედებითი ძიების წყურვილით, რასაც ასე ძლიერ უწყობს ხელს ქართული ფოლკლორის ფესტივალი.
22-ივლისი-2010
გოგი ბუკიას სახელობის ტურნირი ხობში.
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის და ნარდის მოყვარულთა კლუბის ინიციატივით 2010 წლის 26-30 ივლისს გაიმართება გოგი ბუკიას სახელობის პირველი მემორიალური ღია რაიონული ტურნირი ნარდში. მონაწილეთა რეგისტრაცია გაიმართება 23 ივნისს. დამატებითი ცნობების მისაღებად მიმართეთ tel: 874 888 585,
18-ივლისი-2010
ქ. ხობის წმ. სამების ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა.
18 ივლისი ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტ მეუფე გრიგოლის დაბადების დღეს, რომლის წვლილიც დიდია ხობის სულიერ აღორძინებაში მადლიერი ხობის მოსახლეობის სახელით გულწრფელად ვულოცავთ და ვუსურვებთ ღვთიური მადლის განვრცობას. ვულოცავთ ხობსა და ხობელებს წმ.სამების სახელობის ეკლესიის კურთხევის წლისთავს.
16-ივლისი-2010
ხობში ჩამოვიდნენ ამერიკელ გეოფიზიკოსთა და მეცნიერ-არქეოლოგთა ჯგუფი.
16 ივლისს ხობში ჩამოვიდნენ ამერიკელ გეოფიზიკოსთა და მეცნიერ-არქეოლოგთა ჯგუფი მიჩიგანის (ა.შ.შ) უნივერსიტეტიდან. ისინი მოიწვია ეროვნული მუზეუმის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, არქეოლოგმა გურამ კვირკველიამ, დაათვალიერეს ხობის მონასტერში ახლად აღმოჩენილი ძველ დადიანთა აკლდამა. ძველი კოლხური ნამოსახლარები-ჭიხუსა და თორსის ``დიხაგუძუბები.`` მათ მეგზურობა გაუწიეს არქეოლოგმა რევაზ პაპუაშვილმა და გამგეობის კულტურის სამსახურის წარმომადგენელმა, ისტორიკოსმა გოგიტა ჩიტაიამ . უცხოელი მეცნიერები აპირებენ ხობში არსებულ არქეოლოგიურ ძეგლებზე დაზვერვითი სამუშაოების ჩატარებას-თანამედროვე გეოფიზიკური ხელსაწყოებით.
16-ივლისი-2010
საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია უახლოეს დროში დაიწყება
ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება მე-2 საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოების ჩატარებისათვის იწყებს ფასთა კოტირებას. განსაზღვრული პირობები და მაღალი ხარისხის მაჩვენებელი განსაზღვრავს შემსრულებელი ორგანიზაციის ნდობას,იმისათვის ,რომ ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისობაში მოვიდეს.
15-ივლისი-2010
შადრევნის საზაფხულო სეზონი დაიწყო
შ.პ.ს ``ხობის დასუფთავება და განათება`` გამგეობის დაფინანსებით ცხელი დღეების პირველ მოთხოვნას საქმით გამოეხმაურა. შადრევნის საზაფხულო სეზონი დაიწყო. ის ანდამატივით იზიდავს პატარებსა თუ დიდებს ამიტომ საღამოობით ზაფხულის ხობი `შადრევნისგულა~ ხდება, სადაც მისვლა გიხარია და საიდანაც წასვლა ცოტა არ იყოს გიმძიმს, რადგან აქ ისე კარგია და ისე გრილა.
15-ივლისი-2010
როგორ დაგზოგოთ ენერგია და ფინანსები
ენერგოავტობუსი ხობის მოსახლეობას ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების შესახებ მეტ ინფორმაციას მიაწვდის. ენერგოავტობუსმა საქართველოს რეგიონებში გასვლითი ტურები დაიწყო 2009 წლის მაისიდან და შემოიარა კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, მცხეთა-მთიანეთი, ქვემო და შიდა ქართლი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ამჟამად სტუმრობს სამეგრელოს დაბა-სოფლებს. ენერგოავტობუსი სამუშაო გრაფიკით შევიდა ხობის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: ხეთა, საჯიჯაო, ნოჯიხევი, ჭალადიდიდ, ქვალონი. უშუალოდ მუნიციპალიტეტის ცენტრში. პროექტის ენერგოეფექტურობის პროგრამა საქართველოს თემებისათვის-ენერგოავტობუსის” მიზანია მოსახლეობას მიაწოდოს მეტი ინფორმაცია ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების შესახებ. ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა დიდი ინტერესით შეხვდა შჶთავაზებულ სიახლეს, ისენი გაეცნენ კარ-ფაჯრის დათბუნების მარტივ და ხელსაყრელ სიახლეებს, მილსადენის დაცვის საშუალებებს, რეაგირებას ავარიულ სტუაციებზე, მზის მილის კონსტრუქციას, მზეზე წყლის გათბობისა და მარტივი ტიპის მზით გამაცხელებლის დამზადების წესებს. მიღებული ცოდნა მათ ენერგიისა და ფულის დაზოგვაში დაეხმარება. გარდა ამისა, `ენერგოავტობუსი~ საქართველოს სხვა რეგიონებში შემოივლის დასახლებებს, სადაც მძიმეწონიანი სატვირთო ავტომობილით მისასვლელი გზა არსებობს. პროექტის დაწყებიდან დღემდე ენერგო ავტობუს ეწვია 27.000—ზე მეტი ადამიანი, მომზადდა 15 ტელე-რადიო სიუჟეტი და 17 საგაზეთო სტატია ენერგოავტობუსის და მასში წარმოდგენილი ტექნოლოგიების შესახებ. პროექტს ახორციელებს კავშირი “ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო”, ტრანსნაციონალური კორპორაციის “BP”“BP”--ის და USAID -ის ფინანსური მხარდაჭერით. გარდა ამისა, უკვე გამოყოფილია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისაგან (EBRD) 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი, ხოლო “B BP P”-სგან ერთი მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრანტი. აღნიშნული დაფინანსება ენერგოეფექტური ტექნოლოგიების საყოფაცხოვრებო სექტორში დანერგვის მიზნით დაიხარჯება. www.eecgeo.ge
14-ივლისი-2010
გოგა ჭითანავას სახელობის თასის გათამაშება მინი-ფეხბურთში.
8-12 ივნისს სოფ.ხეთაში გაიმართა რუსული აგრესიის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის გოგა ჭითანავას სახელობის თასის გათამაშება მინი-ფეხბურთში. შეჯიბრებაში 8 გუნდი იღებდა მონაწილეობას. პირველი ადგილი დაიკავა საქირიოს გუნდმა. მეორე ადგილზე გავიდა ხეთის გუნდი, მესამე ადგილი კი ხამისქურის გუნდს ერგო.
12-ივლისი-2010
უნიკალური მუზეუმის მიმართ ინტერესი არ ნელდება
ძუკუ ლოლუას სახელობის ხალხური სიმღერის მუზეუმი ``სამეგრელო`` სადაც განთავსებულია ექსპოზიცია ``მეგრული სიმღერის მოამაგენი,`` სანოტო კრებულები, ლოტბარ-მომღერალთა ფოტო-მასალები, XVIII საუკუნის საფრანგეთში ვარდის ხისგან დამზადებული კლავესინი უამრავ დამთვალიერებელს იზიდავს. ამ დღეებში მუზეუმს ეწვივნენ თბილისის საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ინტერესით დაათვალიერეს ექსპონატები და დადებითი შთაბეჭდილებები გამოხატეს.
12-ივლისი-2010
ხობის სოფლებს მგლები შეესივნენ
ხობის რაიონის რამდენიმე სოფელს მგლის ხროვა შეესია. საჯიჯაოში, თორსა-დღვაბა, ხიბულასა და ახალსოფელში ნადირი მოსახლეობას სახლებში შეუვარდა და ათეულობით მსხვილფეხა პირუტყვი გაუნადგურა. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გააფორმა ხელშეკრულება გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან, რის საფუძველზეც გამგეობის დაფინანსებით შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც მოქმედებს მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე. ჯგუფის მიერ, სოფელ საჯიჯაოში ლიკვიდირებულ იქნა ერთი მგელი.
09-ივლისი-2010
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზების კაპიტალური შეკეთება და რეაბილიტაცია დაიწყო.
მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტის ათვისება ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია ,,შარაგზამშენი პირველმა” დაიწყო. მუნიციპალიტეტის შიდა ფონდიდან გზების მოვლა- პატრონობისათვის გამოყოფილი თანხებით სრულდება აღმაშენებლის , დადიანის, კოსტავას, ბერიას, სტალინის ქუჩებზე გზის ორმული შეკეთების სამუშაოები. მიმდინარეობს ქვემო ქვალონი-გიმოზგონჯოლი, ჭყონდიდელის , თაყაიშვილის ქუჩების კაპიტალური შეკეთება. მუნიციპალიტეტის გზებზე არსებული სიტუაცია უახლოეს მომავალში რადიკალურად შეიცვლება.
07-ივლისი-2010
საზეიმო წირვა ხორგის იოანე ნათლისმცემლის მონასტერში.
7 ივლისი-შობა პატიოსნისა, დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემლისა იოანესი. სოფელ პირველ ხორგის ახლადდაფუძნებულ იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერში-ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა საზეიმო წირვა აღავლინა. მრევლთან ერთად წირვას ესწრებოდნენ: ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი იგორ ტყებუჩავა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კახა ბუკია და გამგეობის რწმუნებული ქ. ხობში კარლო ჯობავა.
06-ივლისი-2010
საკადრო ცვლილება
საკადრო ცვლილება ხობის მუნიციპალიტეტში დაინიშნენ:
მანანა შულაია - გაზეთ ``ახალი სამკუთხედი``-ს რედაქტორად.
ირაკლი შონია ხობის რაიონის გამგებლის თანაშემწედ.
ლექსო კემულარია- ხობის კულტურის ცენტრის დირექტორად.
როზეტა შულაია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციის უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების წამყვან სპეციალისტად.
გოჩა შანავა-ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის რწმუნებული სოფელ ხეთაში.
ბუთხუზ ხორავა - შ.პ.ს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხობის სერვის - ცენტრის დირექტორად.
05-ივლისი-2010
მინისტრის დაპირება და დონორი ორგანიზაცია დევნილთა დასახმარებლად სოფელ თორსაში.
2010 წლის მარტში დევნილთა ბინების რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოების დასათვალიერებლად ჩამოსული ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი დაჰპირდა მათ დახმარებას ყოფითი პრობლემების მოსაწესრიგებლად. შედეგად 2010 წლის 5 ივნისს ხობის მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე ვალერი კოპალეიშვილი, აჭარა-სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი ლევან მიქავა, დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელი პიტერ რონჩაკი, სტუმრებთან ერთად იმყოფებოდა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი იგორ ტყებუჩავა ა გაკეთდა განაცხადი, რომ მხედველობაში იქნება მიღებული ლტოლვილთა პრობლემები, ექსპერტების მიერ სიტუაციის შეფასებისთანავე გამოიყოფა სახსრები იმ პრიორიტეტული საკითხების გადასაწყვეტად, რომლებიც დგას დღის წესრიგში და რომელთა გადაწყვეტის შედეგად ლტოლვილთა ოჯახები არა დონორების დახმარებით, არამედ დამოუკიდებლად შესძლებენ შემდგომში მეურნეობის წარმართვას.
02-ივლისი-2010
საპატრიარქოსთან არსებული სამეცნიერო საბჭოს წევრები ხობის მონასტერში.
გასულ წელს ადგილობრივი ხელისუფლების დაფინანსებით ხობის მონასტრის ეზოში ჩატარებულმა მცირე მასშტაბის დაზვერვითმა არქეოლოგიურმა სამუშაოებმა დაადასტურა ხობის მონასტრის უნიკალურობა. 2010 წლის 15 ივნისს არქეოლოგიურმა გათხრებმა ტაძრის სამხრეთ დასავლეთ კედელთან დადიანთა ძვალთშესალაგი გამოაჩინა. 2010 წლის 2 ივნისს რესტავრაციასთან დაკავშირებით სიტუაციის ზოგადი შესწავლის მიზნით მონასტერს ეწვივნენ საპატრიარქოსთან არსებული სამეცნიერო საბჭოს წევრები ხელოვნებათმცოდნეები ქეთევან არეშიძე-დადიანი, თამარ კვანტალიანი, პროფესორი ვახტანგ ჯაფარიძე, მეცნიერ თანამშრომელი თამარ ნემსაძე, ფრესკების რესტავრატორი მერაბ ტაძიშვილი, დოქტორი რევაზ პაპუაშვილი. მეცნიერთა ჯგუფის მიერ მოვლენათა შესწავლა-შეფასებას ესწრებოდნენ: ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლ, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი იგორ ტყებუჩავა, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი რევაზ წულაია და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კახა ბუკია. ხობის მონასტერში არქეოლოგიური სამუშაოები გრძელდება.
01-ივლისი-2010
კონკურსი ``ყველაზე ჭკვიანი``
2010 წლის 1 ივლისს 11:00 საათზე ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში ჩატარდა პროექტ ``ყველაზე ჭკვიანის`` კონკურსი, რომელშიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით საბავშვო ბაღების აღსაზრდელები მონაწილეობდნენ. ღონისძიება ორგანიზებული იყო მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების მიერ.
01-ივლისი-2010
დაჯილდოება
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ქალბატონმა რალა ჩემიამ სიგელით დააჯილდოვა გამგებლის რწმუნებული სოფელ ხეთაში მამუკა ბუკია, სოფლის განვითარებაში გაწეული აქტიური საქმიანობის, მოსახლეობასთან საქმიანი და გამჭვირვალე ურთიერთობით მიღწეული მაღალი ნდობის დამსახურებისათვის.