ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა ხობის კულტურის სახლში 2010 წლის 21 ივნისს ჩაატარა მასწავლებელთა კონფერენცია, რომლის მიზანი იყო მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მიღწევების გაცნობა საზოგადოებისათვის, მასწავლებელთა შორის საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და სასწავლო მეთოდთა მრავალფეროვნების განზოგადება. დარბაზის ფოიეში სკოლების მიერ მოეწყო გამოფენა,სადაც წარმოდგენილი იყო მასწავლებლების და მოსწავლეების ხელით შექმნილი სასწავლო სასარგებლო რესურსები და ინფორმაცია სკოლების მიერ სხვადასხვა სფეროში მიღწეული წარმატებების შესახებ. გაიმართა პრეზენტაცია, სადაც სკოლებმა ნათლად წარმოაჩინეს სასკოლო ქსელების ფორმირებისა და მუშაობის როლი საგანმანათლებლო სივრცეში , სკოლებში კომპიუტერული ტექნოლოგიების დანერგვის პროცესი. ასევე წარმოდგენილი იქნა პრეზენტაცია ზოგად განათლებასთან სახელობო განათლების ინტეგრირების პროცესი პროფესიული სწავლების ცენტრისა და საჯარო სკოლების მაგალითზე. ბოლოს რესურსცენტრის უფროსმა ქალბატონა ხათუნა გერგაიამ ისაუბრა 2009–2010 სასწავლო წელს მიღწეულ კონკრეტულ მიღწევებზე და მუნიციპალიტეტის წარმატებული მოსწავლეები, მასწავლებლები დააჯილდოვა. კონფერენციის ბოლოს მოეწყო კონცერტი, სადაც მონაწილეობა მიიღო მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლამ.