2010 წლის ივნისის არქივი


ექსკურსიით-ხობი-წინანდალი-სიღნაღი-ბოდბის მიმართულებით.
ხობის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობა ეწვია ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმს, დაათვალიერეს სამეგრელოს დიდი დედოფლის –ეკატერინე ჭავჭავაძის მშობლიური გარემო, ულამაზესი ეზოთი და უძველესი ენოთეკით. შთაბეჭდილებების წიგნი ვერ იტევდა იმ სითბოს, რასაც ახალგაზრდები განიცდიდნენ . სალვადორ დალის სურათის ექსპოზიციამ ამაღლებული განწყობა შესძინა ექსკურსანტებს. შუადღისათვის ახალგაზრდები ეწვივნენ სიყვარულის ქალაქს-სიღნაღს. ძველი ქართული, გაცოცხლებული გარემო შთამბეჭდავი წუთებისთვის ეპატიჟებოდა სტუმრებს. ფაეტონი, მხატვართა და ხელოვანთა გამოფენები, პატარა მუსიკოსების ჰანგები სასიამოვნო განწყობილებას ზრდიდა, ლამაზი და კოპწია აივნიანი დინამიზმით სავსე ქალაქი დასამშვიდებლობად ვერ იმეტებდა მომხვდურთ ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმიდან და სიღნაღიდან ახალგაზრდების ჯგუფმა ბოდბეში გადაინაცვლა. 27 ივნისს ექსკურსიის მონაწილენი ხობის მუნიციპალიტეტში დაბრუდნენ.
25-ივნისი-2010

ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლად იგორ ტყებუჩავა დაინიშნა
2010 წლის 25 ივნისს ``ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ`` საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარისათვის საკრებულოს წევრების თანხმობის მიცემის საფუძველზე ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე დაინიშნა ბატონი იგორ ტყებუჩავა. ი.ტყებუჩავა პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსია , 1975 წლიდან მუშაობდა სხვა და სხვა მაღალ თანამდებობებზე. გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ მის საანგარიშო პრიორიტეტებად ინფრასტრუქტურის განვითარება, სოციალური სფეროს გაუმჯობესება და ინვესტიციების მოზიდვა დასახა.
24-ივნისი-2010

ნოდარ შენგელიას სახელობის მორიგი ტურნირი მინი ფეხბურთში
23 ივნისს ნოდარ შენგელიას სახელობის სტადიონზე დასრულდა უკვე ტრადიაციად ქცეული ტურნირი მინი-ფეხბურთში,რომელიც 1992 წლიდან ტარდება. ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ რეგიონის მაშტაბით 1997-1998 წელს დაბადებულ ჭაბუკებისაგან დაკომპლექტებული საფეხბურთო გუნდები, პირველი ადგილი დაიკავა ზუგდიდის ``ბაიამ``, მეორე ადგილი ზუგდიდის ``ბაია``-ს მეორე გუნდმა და მესამე ადგილზე გავიდა ხობის ``იმედი``. ასევე გამოვლენილ იქნა საუკეთესო მოთამაშეები სხვა და სხვა ნომინაციაში, რომელთაც გადაეცათ სიგელები და ფასიანი საჩუქრები. ტურნირი დააფინანსა ნოდარ შენგელიას ძმამ ბატონმა გივი შენგელიამ, ტურნირი ორგანიზებულ იქნა მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ.
24-ივნისი-2010

კონკურსი პატარა მის სამყარო 2010
ქ.ანტალიაში (თურქეთის რესპუბლიკა) ჩატარდა ბავშვთა სილამაზისა და ტალანტების კონკურსი ``პატარა მის სამყარო 2010.`` კონკურსში მსოფლიოს 24 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, ქართველმა კონკურსანტებმა მნიშვნელოვანი ადგილები დაიკავეს, მათ შორის 11 წლის ხობელმა მარიამ შონიამ. ორგანიზატორებმა პატარა მოდელები სიგელებითა და ოქროს კულონებით დააჯილდოვეს. ოქტომბერში მარიამი მის ევრაზია 2010-ში მიიღებს მონაწილეობას.
23-ივნისი-2010

ქართველი მკლავჭიდელების წარმატება მოსკოვში
31 მაისიდან 6 ივნისის ჩათვლით მოსკოვმა მკლავჭიდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. ქართველმა მკლავჭიდელებმა 8 მედალი მოიპოვეს და 22 ქვეყანას შორის მე-4 გუნდური ადგილი დაიკავეს. დიდებში ევროპის ჩემპიონები ხობელები გენადი კვიკვინია (110 კგ, მარცხენა) და ვილენ გაბრავა (60 კგ, მარცხენა) გახდნენ.
22-ივნისი-2010

მასწავლებელთა კონფერენცია
ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა ხობის კულტურის სახლში 2010 წლის 21 ივნისს ჩაატარა მასწავლებელთა კონფერენცია, რომლის მიზანი იყო მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მიღწევების გაცნობა საზოგადოებისათვის, მასწავლებელთა შორის საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და სასწავლო მეთოდთა მრავალფეროვნების განზოგადება. დარბაზის ფოიეში სკოლების მიერ მოეწყო გამოფენა,სადაც წარმოდგენილი იყო მასწავლებლების და მოსწავლეების ხელით შექმნილი სასწავლო სასარგებლო რესურსები და ინფორმაცია სკოლების მიერ სხვადასხვა სფეროში მიღწეული წარმატებების შესახებ. გაიმართა პრეზენტაცია, სადაც სკოლებმა ნათლად წარმოაჩინეს სასკოლო ქსელების ფორმირებისა და მუშაობის როლი საგანმანათლებლო სივრცეში , სკოლებში კომპიუტერული ტექნოლოგიების დანერგვის პროცესი. ასევე წარმოდგენილი იქნა პრეზენტაცია ზოგად განათლებასთან სახელობო განათლების ინტეგრირების პროცესი პროფესიული სწავლების ცენტრისა და საჯარო სკოლების მაგალითზე. ბოლოს რესურსცენტრის უფროსმა ქალბატონა ხათუნა გერგაიამ ისაუბრა 2009–2010 სასწავლო წელს მიღწეულ კონკრეტულ მიღწევებზე და მუნიციპალიტეტის წარმატებული მოსწავლეები, მასწავლებლები დააჯილდოვა. კონფერენციის ბოლოს მოეწყო კონცერტი, სადაც მონაწილეობა მიიღო მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლამ.
18-ივნისი-2010

საკრებულოს პირველი სხდომა
2010 წლის 18 ივნისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნების შედეგად არჩეული ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა. სხდომა გახსნა N66 ხობის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მინდია ლომაიამ, რომელმაც საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე სხდომის თავმჯდომარეობა გადააბარა საკრებულოს უხუცეს წევრს მურმან ბუკიას. დღის წესრიგი დამტკიცდა შემდეგი სახით: 1. დროებითი სამანდატო კომისიის არჩევა 2. საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობა 3. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა 4. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევა 5. საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის არჩევა 6. საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის არჩევა 7. საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის არჩევა 8. საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის არჩევა 9. საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარის არჩევა. დროებითი სამანდატო კომისიის შეკრებისას საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი საარჩევნო დოკუმენტაციის შესწავლის შემდგომ საკრებულოს წევრის უფლებამოსილება მიენიჭა საკრებულოს ახალარჩეულ ოცდათერთმეტივე წევრს. საკრებულოს სხდომის მსვლელობისას საკრებულოს თანამდებობის პირებად არჩეულ იქნენ: საკრებულოს თავმჯდომარე - მამუკა ჭოხონელიძე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - კახა ბუკია საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - მურმან ბუკია საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე - მერაბ სილოგავა საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე - ბორის ჯიქია საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - დალი გერგაია საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - გოჩა ქაჯაია საკრებულოში ასევე შეიქმნა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - თავმჯდომარე თემურ გულუა. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა დაინიშნა 2010 წლის 25 ივნისისთვის
17-ივნისი-2010

ახალი აღმოჩენა ხობის მონასტერში
ბოლო დროს ხობის მონასტერი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის მოქცეული, მიმდინარეობს სარესტავრაციო სამუშაოები, რომელშიც თავისი წვლილი შეაქვს ადგილობრივ ხელისუფლებას. განახლდა შიდა ეზოს გზა, რომელიც ბეტონის ფილებით იქნა მოკირწყლული, შარშან ჩატარდა მცირე მასშტაბის დაზვერვითი არქეოლოგიური სამუშაოები, რომლის დროსაც გამოვლენილ იქნა ძვ. წ. აღ VIII-VII საუკუნეების კოლხური ნამოსახლარი და ადრე ქრისტიანული პერიოდის ნატაძრალი. მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტით დასრულდა კოლხური ნამოსახლარის არქეოლოგიური შესწავლა. ხობის ტაძარი, რომ უმნიშვნელოვანესია ეს ბოლო დროინდელმა აღმოჩენამაც დაადასტურა. ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით, იქ სადაც ცოტნეს ფრესკა იყო გამოსახული და რომელიც ითვლებოდა ცოტნე დადიანისა და მისი შთამომავლების საძვალედ, აკლდამა აღმოჩნდა. წინასწარი ვარაუდით, რომელსაც ხალხური გადმოცემები და მეცნიერების მოსაზრებები ადასტურებენ ცოტნე მართლაც ხობის ტაძარში უნდა იყოს დაკრძალული. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ დაათვალიერა მიმდინარე არქეოლოგიური გათხრები, რომელსაც აწარმოებენ ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორები რევაზ და ნანა პაპუაშვილები. გამგებლმა მათ აღუთქვა მხარდაჭერა და ხელისშეწყობა გათხრების ბოლომდე განხორციელებაში.
16-ივნისი-2010

,, მექანიზაციის პროექტის“ პრეზენტაცია ხობში
16 ივნისს 12:00 საათზე ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში შედგა ჯონ ოგონოვსკის სახელობის ფერმერი-ფერმერს პროგრამის მექანიზაციის პროექტის პრეზენტაცია. პროექტი წარმოადგინა ბატონმა გიგა ქურდოვანიძემ. პრეზენტაციას ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებიდან ფერმერთა წარმომადგენლები , რომლებმაც გამოხატეს სერიოზული დაინტერესება ამ პროექტისადმი. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ ,,მექანიზაციის პროექტს” ამერიკული ორგანიზაცია CNFA ,,ფერმერი-ფერმერს პროგრამის„ მეშვეობით ახორციელებს. უნდა ითქვას, რომ CNFA საკმაოდ წარმატებულად საქმიანობს აფრიკის კონტინენტზე, დასავლეთ ევროპაში, შუა აზიაში, ცენტრალურ აზიასა და დსთ-ს ქვეყნებში. პროექტი 30-თვიანია და მისი ბიუჯეტი 5.1 მლნ. ამერიკული დოლარია. პროექტი კომერციულად მდგრადი, ბაზარზე ორიენტირებული საწარმოების განვითარებით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანა-დანადგარებზე არსებული დეფიციტის აღმოფხვრას ისახავს მიზნად. ქვეყნის მასშტაბით 25-30 აგროტექნიკური სერვისცენტრი შეიქმნება, რომელიც 14 -ათას მცირე ფერმერს მოემსახურება. გრანტის მიმღებს პროექტი ხელს შეუწყობს თანადაფინანსებისათვის საჭირო სახსრების მოძიებაში. პროგრამის განხორციელებით იგეგმება 250-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი. ახალი მომსახურების მოწოდების შედეგად სერვისცენტრები 2,54 მლნ. აშშ დოლარის ოდენობით შემოსავლით მიიღებს. 9.500-15 ათასი ჰექტარი მიწის ფართობის დამატებით დამუშავებას. მცირე ფერმერული მეურნეობები დამატებით 5-10მლნ. შემოსავლებს მიიღებენ. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ მისამართზე : ქ.თბილისი ,კოსტავას -7. ტელეფონი (+995 91) 192 931 ფაქსი (+995 32) 98 49 50 www.amp.ge.
15-ივნისი-2010

ახალგაზრდული ლიტერატურული კონკურსი ,,ოქროს პერგამენტი - 2010”
სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის –გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით ტარდება ახალგაზრდული ლიტერატურული კონკურსი ,,ოქროს პერგამენტი- 2010” სპეციალური ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს შემდეგ ნომინაციებში: • საუკეთესო ლექსი • საუკეთესო პროზაული ნამუშევარი • საუკეთესო თარგმანი მთავარი პრიზი გრან-პრი ,, ოქროს პერგამენტი-2010” გადაეცემა საუკეთესოს გამარჯვებულებს შორის. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამეგრელო-ზემო –სვანეთის რეგიონის ახალგაზრდებს(14-23 წლამდე). საკონკურსო ნამუშევრების თემატიკა თავისუფალია; მსურველს უფლება აქვს, წარმოადგინოს: • ლექსები • პროზაული ნამუშევარი(მინიატურა, ესსე, მოთხრობა) • თარგმანები მონაწილეობის მსურველებმა მიმდინარე წლის 30 აგვისტომდე საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებში შეგიძლიათ წარმოადგინოთ საკონკურსო ნამუშევრები ნაბეჭდი სახით A/4 ფორმატის თაბახის ფურცელზე , თანდართული ელექტრონული ვერსიით. კონკურსი ტარდება ორ ეტაპად: ნამუშევრების შერჩევა (აგვისტო-სექტემბერი) დაჯილდოების ცერემონია(სექტემბერი-ოქტომბერი) გამოიცემა კრებული. სადაც განთავსდებაკონკურსში წარმოდგენილი საუკეთესო ნაწარმოებები. საკონტაქტი ინფორმაცია ელ. მისამართი: oqrospergamenti@gmail.com ტელ: +995 77497755
14-ივნისი-2010

``თოფუზი ექო`` -ხობი 2010
14 ივნისს 12:00 საათზე კულტურის სასახლეში გაიხსნა ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ``თოფუზი-ექო``-ხობი 2010. ორი დღის განმავლობაში ხობი უმასპინძლებს ფესტივალს, სადაც ნაჩვენები იქნება საკონკურსო კატეგორიაში გამარჯვებული და საფესტივალო პროგრამაში მოხვედრილი საუკეთესო ანიმაციური ფილმები. ხობელი ბავშვები 2 დღის განმავლობაში იმოგზაურებენ მსოფლიოს ხალხთა ზღაპრულ ანიმაციურ სამყაროში. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა ფესტივალ ``თოფუზი ექო``-ს უცხადებს თანადგომას და ფინანსურ მხარდაჭერას 4300 ლარის ოდენობით, რათა ხელი შეუწყოს ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორცილებას.
14-ივნისი-2010

გარემოს დაცვის სამინისტროს სპეციალისტებმა მდინარე ჭანისწყალზე გარღვეული ნაპირი დაათვალიერეს.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიაჯო-ნარაზენის დამაკავშირებელ ახლად გახსნილ ხიდთან მიმდებარე ტერიტორიაზე ადიდებულმა მდინარე ჭანისწყალმა გაარღვია ნაპირი და წალეკა მოსახლეობის კერძო სასიმინდე ნაკვეთები. არსებობს რეალური საშიშროება, რომ მდინარე გაარღვევს ხიდთან მისასვლელ გზასაც, რაც გამოიწვევს ხიდზე მოძრაობის ჩაკეტვას. ამ გარემოებით შეწუხებულმა მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა მუნიციპალიტეტის გამგეობას თხოვნით დროულად ჩატარდეს ნაპირსამაგრი სამუშაოები რათა თავიდან იქნეს აცილებული მოსალოდნელი საფრთხეები. მდინარე ჭანისწყალზე გამგებელმა იგორ ტყებუცავამ ფორსმაჟორული სიტუაციის შესახებ ოპერატიულად აცნობა გარემოს ეროვნულ სააგენტოს და 13 ივნისს, პრობლემის მოსაგვარებლად საპროექტო-სახარჯთაღრიცვო ღირებულების დოკუმენტაციის შექმნის მიზნით მდინარე ჭანისწყლის აზომვითი სამუშაოები ჩაატარეს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა. გამგებელი იგორ ტყებუჩავა მოსახლეობას შეჰპირდა, რომ უახლოეს დროში გაკეთდება პროექტი და მიმდინარე წელსვე დაიწყება ნაპირსამაგრი სამუშაოები.
12-ივნისი-2010

წყალსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთის, კერძოდ შავღელეს უბანში მცხოვრებ მოსახლეობას უკვე 20 წელია წყალი არ მიეწოდება. მოსახლეობა წლების განმავლობაში ითხოვდა პრობლემის მოგვარებას. ყოველივე ამის გათვალისწინებით წელს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყო სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის საჭირო თანხა. შესასრულებელ სამუშაოებზე გამოცხადდა ტენდერი. გამარჯვებულად გამოვლინდა ქ.თბილისის კომპანია (დირექტორი რამაზ მჭედლიშვილი). კომპანია სოფელ პატარა ფოთში ჩაატარებს 205 500 ლარის ოდენობით სარეაბილიტაციო სამუშაოებს . ანალოგიური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ საგვიჩიოშიც შესასრულებელი სამუშაოების თანხის რაოდენობა წარმოადგენს 100 000 ლარს. მიმდინარე სამუშაო პროცესი ადგილზე დაათვალიერა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ. წყალსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა დასრულდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროში, დაახლოებით ივლისის შუა რიცხვებში რომლის შემდეგ სოფელს 20 წლის წინ შეწყვეტილი წყლის მიწოდება ისევ აღუდგება, რასაც მოსახლეობა განსაკუთრებული მადლიერებითა და სიხარულით ხვდება.
12-ივნისი-2010

ძლიერმა წვიმებმა პატარა ფოთში რიონის ნაპირი დააზიანა
გადაუღებელი წვიმების დროს ადიდებულმა მდ. რიონმა წარეცხა სოფელ პატარა ფოთში მარჯვენა სანაპირო ჯებირი, რომელმაც სოფელში მისასვლელი გზისა და მოსახლეობის დატბორვის საშიშროება შეიქმნა. აქედან გამომდინარე გადაუდებელი აუცილებლობაა სასწრაფოდ მოხდეს წარეცხილი ნაპირის და ჯებირის აღდგენა-რეაბილიტაცია და გამაგრება ქვაყრილით დიდი ზომის ქვებისაგან. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ ადგილზე დაათვალიერა დაზიანებული სანაპირო ზოლი. სპეციალისტების გაანგარიშებით შესასრულენბელი ნაპირსამაგრი სამუშაოების სავარაუდო ღირებულებაა 100 000 ლარი.
11-ივნისი-2010

დევნილებმა რეაბილიტირებული კორპუსები მიიღეს.
ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასასრულს უახლოვდება დევნილთა კომპაქტური ჩასახლების რეაბილიტირებულ შენობებში საცხოვრებელი ფართების განაწილება. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და განსახლების რეგიონალური სამმართველოს მიერ ამ ეტაპზე 189 ბინიდან განაწილებულია 127 ბინა. უახლეს მომავალში იგეგმება ხეთისა და ნოჯიხევის ჩასახლების ობექტში რეაბილიტირებული ერთი 4 სართულიანი და 2 ორსართულიანი კორპუსის განაწილება. რეაბილიტირებულ ბინებში ჩასახლების პრეტენზიებს გამოთქვამენ კერძო ჩასახლებული დევნილების ოჯახებიც, მათ გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ განუმარტა, რომ ამ ეტაპზე რეაბილიტირებული კორპუსების განაწილება მიმდინარეობს სახელმწიფო სტრატეგიული გეგმის შესაბამისად, რომელიც გათვალისწინებული იყო მხოლოდ კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთა კატეგორიაზე.
10-ივნისი-2010

ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა ნარდში
განათლების კულტურისა და სულიერი აღორძინების საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი ``ხობი`` (პრეზიდენტი გოდერძი ბუკია) და საქართველოს ნარდის ასოციაციის ორგანიზებით თბილისში სამი წელიწადია ტარდება გოგი ბუკიას სახელობის მონარდეთა საერთაშორისო ტურნირი, რომელიც სულ უფრო პოპულარული ხდება და იღებს ფართო მაშტაბებს. 2009 წლის ტურნირში მონაწილეობდა მსოფლიოს 13 ქვეყნის 68 წარმომადგენელი ტურნირის ორგანიზება ითავა ნარდის მსოფლიო ასოციაციამ, პრეზიდენტი ჩივა ტაფაზოლი (გერმანია), რომელმაც თბილისის ტურნირი შეიტანა ყოველწლიური გათამაშების ცხრილში. 2010 წლის აგვისტოში ჩატარდება თბილისში მონარდეთა IV-ე საერთაშორისო ტურნირი. ბატონმა გოდერძი ბუკიამ ხობის რაიონი უკვე გააცნო მსოფლიო ნარდის მოყვარულებს. ამასთან დაკავშირებით 14 ივლისიდან 29 ივლისამდე ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდება ხობის მუნიციპალიტეტის მონარდეთა ტურნირი. გამარჯვებული მიიღებს მონაწილეობას თბილისის IV-ე საერთაშორისო ტურნირში, რომელიც ჩატარდება 29 ივლისიდან 4 აგვისტომდე. ნარდის მოყვარულებს აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ხობის მუნიციპალიტეტის ჩემპიონატში.
09-ივნისი-2010

მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია
2010 წლის 8 ივნისს ჩატარდა ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივით მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია, რომლის მიზანი იყო ხელის შეწყობა ახალგაზრდა თაობის თვითრეალიზაციისათვის, მიღებული ცოდნის გაღრმავებისათვის ინდივიდუალური საკვლევაძიებო სამუშაოს წარმოჩენისათვის და პრეზენტაციის უნარის მაქსიმალური გამოვლენა განვითარებისათვის. კონფერეციამ ამუშავა 2 სექცია: I- სამოქალაქო განვითარების შემსწავლელი, II-მსოფლიოს გამოჩენილ მხატვართა შემოქმედების შემსწავლელი სექცია. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ხობის საჯარო სკოლების IX-X-XI-XII კლასის მოსწავლეები.
08-ივნისი-2010

საპრეზიდენტო ნაციონალური პროგრამა-``პატრიოტი``
7 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტის 15-დან 21 წლამდე ასაკის 24 ახალგაზრდა ანაკლიის ბანაკში, შეუერთდა საპრეზიდენტო ნაციონალურ პროგრამა ``პატრიოტი``-ს მონაწილეებს.
02-ივნისი-2010

ხობელი ბავშვები ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე.
1 ივნისს ქალაქ ზუგდიდში, დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსწავლეთა მონაწილეობით, რომლის ორგანიზატორიც იყო სამხარეო ადმინისტრაცია. კონცერტზე მონაწილეობა მიიღეს ხობის მუნიციპალიტეტიდან სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილებმა, რომლებმაც წარმოადგინეს კოსტიუმები დიზაინერ სოფიო ხარჩილავას კოლექციიდან. კოსტიუმები მონაწილეებს გადაეცათ საჩუქრად, ასევე საკონცერტო ნომერი წარმოადგინა ხობელმა მოსწავლემ ნორჩმა მომღერალმა ნინო გოთოშიამ.
01-ივნისი-2010

დახმარება დედმამით ობოლ ბავშვებს
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, ბავშვთა საერთაშორისო დაცვის დღესთან დაკავშირებით, დედმამით ობოლ ბავშვებზე სოციალური დახმარების პაკეტიდან გასცა ერთჯერადი დახმარება 100-100 ლარის ოდენობით.