რეგიონალური ტურნირი მძლეოსნობაში
29 მაისს ქ.ხობის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარდა რეგიონალური ტურნირი მძლეოსნობაში. მონაწილეობდნენ ხობის, წალენჯიხის, აბაშის, ჩხოროწყუს,მარტვილის, სენაკის, ზუგდიდის მძლეოსანთა გუნდები. გუნდურ პირველობაში პირველი ადგილი დაიკავა ზუგდიდის გუნდმა, ხოლო მეორე მესამე ადგილები გაინაწილეს მარტვილისა და ხობის გუნდებმა.
29-მაისი-2010
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს მიერ შექმნილი საგალობლების საზეიმო კონცერტი ხობში
28 მაისს 19:00 საათზე, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მოწვევით გაიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს მიერ შექმნილი საგალობლების საზეიმო კონცერტი თბილისის სახელმწიფო სინფონიური ორკესტრისა და მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ქუთაისის კაპელის მონაწილეობით, დირიჟორი ვახტანგ კახიძე, კონცერტს ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების საზოგადოების წარმომადგენლები.
26-მაისი-2010
დასრულდა ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა ფეხბურთში
26 მაისს ქ.ხობის ცენტრალურ სტადიონზე დასრულდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა ფეხბურთში. ტურნირში პირველი ადგილი დაიკავა ხეთის გუნდმა, მეორე ადგილი შუა ხორგის გუნდმა ხოლო მესამე საპრიზო ადგილი ქ.ხობის გუნდმა. მონაწილეებს გადაეცათ პრიზები და სიგელები.
24-მაისი-2010
``კულტურა გადაარჩენს კულტურას!``
23 მაისს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, კულტურის ცენტრის ინიციატივით საჯარო ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში მოეწყო ლიტერატურული სალონი სლოგანით- ``კულტურა გადაარჩენს კულტურას!`` საღამოს ესწრებოდნენ სტუმრები: წარმომადგენლობა ყულევის ``შავი ზღვის ტერმინალი``-დან, ზუგდიდიდს სახელმწოფო თეატრიდან.
20-მაისი-2010
მიმდინარეობს ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა ფეხბურთში
12 აპრილიდან მიმდინარეობს ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა ფეხბურთში, რომელიც მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღის.
შეჯიბრებაში 21 გუნდი იღებდა მონაწილეობას, რომლებიც ოთხ ზონაში ეპაექრებოდნენ ერთმანეთს. ზონებში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები აგრძელებენ ბრძოლას ჩემპიონობისათვის.
შუა ხორგის ზონაში პირველ-მეორე ადგილები დაიკავეს შუა ხორგისა და საგვიჩიოს სოფლის გუნდებმა.
ხეთის ზონაში გაიმარჯვეს ხეთის და ხამისქურის გუნდებმა.
ხობის ზონაში გამარჯვებულები გახდნენ ხობისა და ნოჯიხევის გუნდები.
საჯიჯაოს ზონაში მოიგეს საჯიაჯოს და ძვ. ხიბულის გუნდებმა.
მერვედფინალში ნოჯიხევის გუნდმა სძლია საჯიჯაოს გუნდს ანგარიშით 3:0.
ხობისა და ძვ. ხიბულის გუნდების შეხვედრაში პენალტების სერიაში გაიმარჯვეს ხობელებმა 7:6 (მატჩის ძირითადი დრო დამთავრდა ფრედ 1:1)
ხეთელებმა დიდი ანგარიშით 5:0 დაამარცხეს საგვიჩიოელები.
შუა ხორგის გუნდმა 2:0 მოუგო ხამისკურის ფეხბურთელთა გუნდს.
ამრიგად, ნახევარ ფინალში გუნდები შემდეგი თანმიმდევრობით შეხვდებიან: ხობი-შ/ხორგა; ხეთა-ნოჯიხევი.
14-მაისი-2010
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ფონდის პროექტის პრეზენტაცია ხობში
14-მაისს ხობში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (სამართლიანი არჩევნები) მოიწვია პოლიტიკური პარტიის ადგილობრივი ხელმძღვანელები და საზოგადოების წევრები, ,,ხალხის მანიფესტი-ნამდვილი დერმოკრატია არ ნიშნავს მხოლოდ არჩევის უფლებას, არამედ არჩეულთა მოვალეობას, იზრუნონ საზოგადოების ინტერესების სასიკეთოდ..”-ფარგლებში განხორციელებული კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე (კოორდინატორი-მაკა ლატარია). კვლევის მიზანია თითოეულ მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემატური საკითხების იდენტიფიცირება და საზოგადოების პრიორიტეტების განსაზღვრა. მრგვალ მაგიდაზე მიწვეულები იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები. გამოვლენილ იქნა პრობლემატური საკითხები და გაიმართა დისკუსია ამ საკითხების გარშემო.
12-მაისი-2010
წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა ანდრია პირველწოდებულისა, საქართველოში ქრისტეს პირველმქადაგებელისა
-
10-მაისი-2010
ფაშიზმზე გამარჯვების 65-ე წლისთავი ხობის მუნიციპალიტეტში აღნიშნეს
9 მაისს 12:00 საათზე ხეთის საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ფაშისტურ გერმანიზე გამარჯვებისადმი მიძღვნილი საზეიმო შეხვედრა. ვეტერანები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დიდების მემორიალთან შეიკრიბნენ და პატივი მიაგეს უცნობი ჯარისკაცის საფლავს. ზეიმზე ომის ვეტერანებს გადაეცათ პრეზიდენტის ხელმოწერილი საიუბილეო მედლები და ფულადი თანხა 200 ლარი. დამატებით ხობის მუნიციპალიტეტისაგან ხობის ტერიტორიაზე მცხოვრებ 41 ომის ვეტერანს თითოეულს 100 ლარი ჩაერიცხა, ასევე შ.პ.ს ``შავი ზღვის ტერმინალი``-ს წარმომადგენელმა ადელინა მამედოვამ თითოეულ მათგანს გადასცა საჩუქრები და თანხა 50 ლარის ოდენობით. ღონისძიება გაგრძელდა მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
05-მაისი-2010
უკრაინის კონსულმა ვეტერანებს მედლები გადასცა
დიდი სამამულო ომის 65- წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის კონსული საქართველოში ბატონი ვლადიმერ ბანდარენკო, ვეტერანთა რეგიონალური სამმართველოს უფროსი ქალბატონი ლუარა ადამია , მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბატონი გია გაწერელია, საკრებულოს თვამჯდომარე ბატონი მამუკა ჭოხონელიძე და სხვა ხელმძღვანელი პირები შეხვდნენ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს და იმ ვეტერანებს, რომლებიც უშუალოდ უკრაინის ბრძოლებში იღებდნენ მონაწილეობას. მათ ბატონმა კონსულმა უკრაინის სახელით გადაუხადა მადლობა და გადასცა მედლები. თავის მხრივ საკრებულოს თავმჯდომარემ ბატონმა მამუკა ჭოხონელიძემ უკრაინის კონსულს სამახსოვროდ გადასცა ღვთისმშობლის ხატი.
04-მაისი-2010
გრძელდება ხობის მონასტრის ისტორიის სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები.
30 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით ხობში ჩამოსულნი იყვნენ ცნობილი მეცნიერები- პროფესორები იუზა ხუსკივაძე და ირინე ელიზბარაშვილი, არქიტექტორ რესტავრატორი ბაადურ კუპრეიშვილი და ფოტოხელოვანი მირიან კილაძე, მუშაობაში მონაწილეობას იღებდა ხობის კულტურის სამსახურის ძეგლთა დაცვის მთავარი სპეციალისტი გოგიტა ჩიტაია. ზემოთ აღნიშნულ მეცნიერთა კვლევის წინასწარი შედეგები იძლევა იმის საფუძველს, რომ ხობის ტაძრის აშენების თარიღი მნიშვნელოვნად-არანაკლებ ერთი საუკუნით გადაიწევს უკან.