დასრულდა რუსული აგრესიის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის გოგა ბერაიას სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში
19 აპრილს დასრულდა რუსული აგრესიის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის გოგა ბერაიას სახელობის თასის გათამაშება მინი-ფეხბურთში, რომელიც გაიმართა მისსავე სახელობის სტადიონზე სოფელ პირველ ხორგაში. ტურნირში სოფლის 6 –გუნდი იღებდა მონაწილეობას. ერთ კვირიანი თამაშების შემდეგ გამოვლიდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები. პირველი ადგილი დაიკავა ,,სამეგობრო-”ს გუნდმა და გახდა თასის მფლობელი, მეორე ადგილი დაიკავა `საბერაიო~-ს გუნდმა და მესამე ადგილი `საშელიო~-ს გუნდმა. პრიზები ასევე გადაეცათ სხვა და სხვა ნომინაციაში გამოვლენილ საუკეთესო მოთამაშეებს. ფასიანი საჩუქრები დააწესა კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურმა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ბატონმა მამუკა ჭოხონელიძემ პატივი მიაგეს გოგა ბერაიას ხსოვნას და ტურნირში მონაწილე გუნდებს წარმატებები უსურვეს.