ხობის სოფლებში- ხიბულა, ბია, საჯიჯაოსა და ქვალონში მოსახლეობას პირუტყვი ეკარგება, ადგილობრივები ამას მგლების შემოსევით ხსნიან. მსგავსი ფაქტები ბოლო კვირის განმავლობაში სოფელ თორსაში დაფიქსირდა. პირუტყვის ზარალი თითქმის ყველა ოჯახმა განიცადა, განადგურებულია 60-ი სული საქონელი, დაზარალდა სოფლის ყოველი მეორე მოსახლე. მათ ძირითად შემოსავალს მესაქონლეობა წარმოადგენს. სოფელ თორსის ტერიტორია დაათვალიერეს გარემოს დაცვის ინსპექციის, მონადირეთა კავშირისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელებმა. გარემოს დაცვის ინსპექციის ნებართვით, სამეგრელო ზემო სვანეთის მონადირეთა კავშირთთან ხელშეკრულება გაფორმდა, სადაც პირველ მაისამდე მონადირეთა კავშირს ორი მგლის განადგურების უფლება მიეცა. სოფლის მოსახლეობას თავის მხრივ მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ თანადგომა აღუთქვა.