2010 წლის აპრილის არქივი


29-აპრილი-2010

თეატრალური დასის პრემიერა
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით 2010 წელს კულტურის ცენტრთან დაფუძნდა თეატრალური დასი (ხელმძღვანელი რამაზ ლოლუა), რომლის წლიური ბიუჯეტი განისაზღვრება 15000 (თხუთმეტი) ათასი ლარით. 28 აპრილს შედგა თეატრალურის დასის, მიერ დადგმული ვოდევილის -``ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს``-პრემიერა. სპექტაკლმა მაყურებელთა მოწონება დაიმსახურა. დასი უახლოეს მომავალში ახალი სპექტაკლის პრემიერას შემოგვთავაზებს.
28-აპრილი-2010

ხობელი ნინო გოთოშია კიდევ ერთი გრან-პრის მფლობელი გახდა
27 აპრილს საბავშვო საყმაწვილო ჟურნალი ``ცისარტყელას`` საესტრადო სიმღერების კონკურსში გრან-პრი აიღო ძუკუ ლოლუას სახელობის ქართული ხალხური სიმღერების მუზეუმის გიმნაზიის მოსწავლემ ნინო გოთოშიამ ასევე, დაჯილდოვდა სიგელით ჟიურის სიმპათია, ფასიანი საჩუქრით და მიწვეულია საესტრადო სოლო სიმღერების ჩაწერაზე, რომელიც იქნება გაყიდვაში ჩაშვებული.
27-აპრილი-2010

``მადლისა და კეთილის საქმე ღვთისაგან``
27 აპრილს ქ.ხობის საერო საშუალო სკოლა ``არეა``-ში (დირექტორი ბეტა რუსია) ჩატარდა საქველმოქმედო აქცია ``მადლისა და კეთილის საქმე ღვთისაგან`` გამოფენა-გაყიდვა. სადაც წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა მიერ შესრულებული ნამუშევრები, შემოსული თანხა გადაერიცხა ხორგისა და პირველი მაისის მშენებარე ეკლესიებს აქციაში მონაწილეობა მიიღეს ხობის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა.
26-აპრილი-2010

ინტელექტუალური კონკურსი „გლობუსი“
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთათვის ფოთისა და ხობის ეპარქიასთან არსებული ქრისტიანული სულიერებისა და კულტურის ახალგაზრდული ცენტრი „ნუგეში“ მეუფე გრიგოლის კურთხევითა და ხობისა დ ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელშეწყობით უკვე მეოთხე წელია ატარებს მოსწავლეთა ინტელექტუალურ კონკურსს: „გლობუსი“. 2010 წლის 9 აპრილ,ს ხობის # 1 საჯარო სკოლაში გაიმართა კონკურსის პირველი ტური. კონკურსში მონაწილეობა მიიღო მუნიციპალიტეტის 200 მოსწავლემ, 10 მოსწავლე უმაღლესი ქულით გადავიდა შემდეგ ტურში, რომელიც 17 აპრილს ქალაქ ფოთში ჩატარდა. გამოვლინდა ფინალში გადასულ მოსწავლეები:ს 1. ნიკა სერგია– ხობის #2 საჯარო სკოლა 2. ანა კეკელია_ ხობის #1 საჯარო სკოლა 3. მამუკა ბუბუტეიშვილი–ხობის #2 საჯარო სკოლა 4. გოგი ლატარია –ხობის #1 საჯარო სკოლა– 5. დავით ჩიქოვანი– ნოჯიხევის საჯარო სკოლა კონკურსის ფინალი მაისში გაიმართება, სადაც გაირკვევა „გლობუსის“ გარდამავალი თასის მფლობელის ვინაობა.
26-აპრილი-2010

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გამოცდების ეროვნული ცენტრთან ერთად მეორე წელია ატარებს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადას სხვადასხვა საგნებში.
2010 წელს სასკოლო ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღო ხობის მუნიციპალიტეტის 1401–მა მოსწავლემ, ოლიმპიადის მეორე ტურში გადავიდა 30 მოსწავლე.
სხვადასხვა საგნებში მეორე ტური წარმატებით გაირეს და მესამე ტურში გადავიდნენ:
1. მაია იოსავა–რუსული ენა /ქ. ხობის #1 საჯარო სკოლა
2. მარიამ ცხომარია – ბიოლოგია/ ქ. ხობის #1 საჯარო სკოლა
3. შოთა თუთბერიძე – ქართული ენა და ლიტერატურა / ქ. ხობის #2 საჯარო სკოლა
4. ნიკა სერგია – ისტორია/ ქ. ხობის #2 საჯარო სკოლა
5. ნიკა სერგია – ქიმია/ ქ. ხობის #2 საჯარო სკოლა
6. ნიკა სერგია – გერმანული ენა/ ქ. ხობის #2 საჯარო სკოლა
7. მამუკა ბუბუტეიშვილი – ისტორია/ ქ. ხობის #2 საჯარო სკოლა
8. ლევან საბახტარაშვილი – გეოგრაფია/ საერო საშუალო სკოლა „არეა"
9. აკაკი ღურწკაია – გერმანული/ახალი ხიბულის საჯარო სკოლა დასკვნითი ტურის ფინალურ ათეულში გავიდნენ ნიკა სერგია– გერმანული ენა _ ხობის #2 საჯარო სკოლა მაია იოსავა–რუსული ენა –ქ. ხობის #1 საჯარო სკოლა მამუკა ბუბუტეიშვილი –ისტორია/ ქ. ხობის #2 საჯარო სკოლა
21-აპრილი-2010

ხობის ``კოლხეთი``-ს მორიგი გამარჯვება
21 აპრილს 16 : 00 საათზე, ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატის კალენდარული მატჩი, I ლიგის გუნდებს შორის. ხობის ``კოლხეთ``-მა უმასპინძლა ოზურგეთის გუნდს ``მერცხალს.`` მატჩი დამთავრდა ხობის ``კოლხეთი``-ს გამარჯვებით ანგარიშით 2:1.
21-აპრილი-2010

ხობის სოფლებში მგლების შემოსევა დაფიქსირდა.
ხობის სოფლებში- ხიბულა, ბია, საჯიჯაოსა და ქვალონში მოსახლეობას პირუტყვი ეკარგება, ადგილობრივები ამას მგლების შემოსევით ხსნიან. მსგავსი ფაქტები ბოლო კვირის განმავლობაში სოფელ თორსაში დაფიქსირდა. პირუტყვის ზარალი თითქმის ყველა ოჯახმა განიცადა, განადგურებულია 60-ი სული საქონელი, დაზარალდა სოფლის ყოველი მეორე მოსახლე. მათ ძირითად შემოსავალს მესაქონლეობა წარმოადგენს. სოფელ თორსის ტერიტორია დაათვალიერეს გარემოს დაცვის ინსპექციის, მონადირეთა კავშირისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელებმა. გარემოს დაცვის ინსპექციის ნებართვით, სამეგრელო ზემო სვანეთის მონადირეთა კავშირთთან ხელშეკრულება გაფორმდა, სადაც პირველ მაისამდე მონადირეთა კავშირს ორი მგლის განადგურების უფლება მიეცა. სოფლის მოსახლეობას თავის მხრივ მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ თანადგომა აღუთქვა.
19-აპრილი-2010

დასრულდა რუსული აგრესიის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის გოგა ბერაიას სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში.
19 აპრილს დასრულდა რუსული აგრესიის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის გოგა ბერაიას სახელობის თასის გათამაშება მინი-ფეხბურთში, რომელიც გაიმართა მისსავე სახელობის სტადიონზე სოფელ პირველ ხორგაში. ტურნირში სოფლის 6 –გუნდი იღებდა მონაწილეობას. ერთ კვირიანი თამაშების შემდეგ გამოვლიდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები. პირველი ადგილი დაიკავა ,,სამეგობრო-”ს გუნდმა და გახდა თასის მფლობელი, მეორე ადგილი დაიკავა `საბერაიო~-ს გუნდმა და მესამე ადგილი `საშელიო~-ს გუნდმა. პრიზები ასევე გადაეცათ სხვა და სხვა ნომინაციაში გამოვლენილ საუკეთესო მოთამაშეებს. ფასიანი საჩუქრები დააწესა კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურმა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ბატონმა მამუკა ჭოხონელიძემ პატივი მიაგეს გოგა ბერაიას ხსოვნას და ტურნირში მონაწილე გუნდებს წარმატებები უსურვეს.
16-აპრილი-2010

დასრულდა რაიონული პირველობა ჭადრაკში
16 აპრილს ხობში დასრულდა რაიონული პირველობა ჭადრაკში გოგონათა და ვაჟთა შორის. შეჯიბრი წრიული სისტემით გაიმართა, რომელიც ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში ხუთიდან თვრამეტ წლამდე ასაკის 30-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა. შეჯიბრი კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა. გოგონათა შორის პირველი ადგილი მარიამ ჭაჭიამ დაიკავა. მე 2-ადგილზე ქეთევან კანკია გავიდა, ხოლო ვაჟთა შორის პირველი ადგილის მფლობელი ლუკა შამუგია გახდა, მეორე ადგილზე ამირან შონია გავიდა, გუნდურ შეჯიბრებაში მეორე საჯარო სკოლამ გაიმარჯვა. გამარჯვებულებს სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა სამეგრელო-ზემო სვანეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა ბატონმა გიორგი სალიამ. პრიზიორებს გადაეცათ ფასიანი საჩუქრები და სიგელები.
15-აპრილი-2010

პროგრამა ``ექიმები სოფლად``
ხობის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას უტარდება უფასო სამედიცინო გამოკვლევები, მიმდინარეობს ადგილებზე ექიმების ბრიგადული გასვლები და მოსახლეობის მასიური გასინჯვები დაავადებების გამოვლენის მიზნით. ასეთი შემოწმება ჩატარდა მ/წლის 8.04-ს შავ-ღელეს უბანში, რომელიც დასახლებულია აჭარის დამეწყრილი ზონიდან ჩამოსახლებული მოსახლეობით. სულ გაისინჯა 200-მდე პაციენტი სხვა და სხვა სპეციალისტის მიერ მათ შორის 60-მდე ბავშვი. გასინჯულთა 35%-ს აღმოაჩნდა ენდემური ჩიყვი. 18 პაცინტს ჩაუტარდა ლაბორატორიული გამოკვლევა. 2 ავადმყოფი გაიგზავნა პოლიკლინიკაში უფასო რენტგენოლოგიურ გამოკვლევაზე. 3 ულტრაბგერით გამოკვლევაზე. უფასო მედიკამენტი პროგრამის ფარგლებში გაიცა ექიმების დანიშნულებით 102 პაციენტზე. ასევე მ/წლის 13.04-ს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გაისინჯა სოფელ თორსა-დღვაბის მოსახლეობა. სულ 80-მდე პაციენტი. უფასო მედიკამენტი გაიცა 52 პაციენტზე. ლაბორატორიული გამოკვლევა ადგილზე ჩაუტარდა 17 პაციენტს, ელექტრო კარდიოგრაფია 23 პაციენტს. 2 პაციენტი გაიგზავნა პოლიკლინიკაში რენტგენოლოგიურ გამოკვლევაზე, 3-ულტრაბგერით გამოკვლევაზე. გასინჯულთა შორის ჭარბობდა გულ-სისხლძარღვთა და ენდოკრინოლოგიური პაოლოგიები. სამედიცინო გამოკვლევები გაგრძელდება მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში.
09-აპრილი-2010

ხობში გაიხსნა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი.
9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის უკვდასაყოფად ქ.ხობში გაიხსნა მემორიალი, რომელიც ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით დაფინანსდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან. ღონისძიებას ესწრებოდნენ ხობის საზოგადოების წარმომადგენლები, მოსწავლე-ახალგაზრდები, რომლებმაც პატივი მიაგეს გმირების ნათელ ხსოვნას. დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად პარაკლისი ჩაატარა მამა კირიონმა. მემორიალი გვირგვინით შეამკეს ხობის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა: გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ, მოადგილე რალა ჩემიამ და სხვა სამსახურის უფროსებმა. ხობის კულტურის სახლში 9 აპრილთან დაკავშირებით მოეწყო ფერფლით შესრულებული ნახატების პერფორმირებული საქველმოქმედო გამოფენა.
07-აპრილი-2010

მეუფე გრიგოლიმ საზეიმო წირვა აღავლინა ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში
ხარების დღესთან დაკავშირებით ხობისა და ფოთის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლიმ ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა აღავლინა და იქადაგა. მეუფე გრიგოლი: ``აღდგომის ბრწყინვალე დღეებია, ბრწყინვალე შვიდეულია და ამ ბრწყინვალე შვიდეულს ასე დაემთხვა წელს, რომ ასევე არის ხარების დღესასწაული, ეს ულამაზესი და უმშვენიერესი დღესასწაული სიმშვიდის,ქალწულობის უმანკოების, პატიოსნების, ქალურობის, ყველაფრის ამ ღირებულებისა და მით უმეტეს დიდია ჩვენი სიხარული, რომ დღეს არის ხობის დედათა მონასტრის დღესასწაული და მინდა მიულოცო ამ მონასტერს და თოთეულ ხობელს რადგან განსაკუთრებული და გამორჩეული დამოკიდებულება აქვთ ამ სიწმინდესთან დაკავშირებით, რომლებიც შემნახველნი არიან ამ სიწმინდისა.`` ტაძარში შეიკრიბა ადგილობრივი მრევლი და ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი იგორი ტყებუჩავა.
04-აპრილი-2010

ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! აღდგომის ღამეს, როდესაც ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება ერი და ბერი მოუთმენლად ელის ცეცხლის ჩამობრძანებას. წელსაც ტრადიციისამებრ უამრავი ადამიანი აეროპორტში მოთმინებით ელოდება უდიდესი სიწმინდის ხილვას . აეროპორტში მრევლს წელს ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდა ჯგუფიც შეუერთდა. ხობის დელეგაციას მუნიციპალიტეტის გამგებელი იგორ ტყებუჩავა დახვდა . მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ყველა მოქმედ ტაძარში მრევლის სანთელი ცეცხლით აინთო. ეკლესიაში არ წყდებოდა ხალხის ნაკადი ქუჩებში გაისმოდა –ქრისტე აღდგა-ჭეშმარიტად!
01-აპრილი-2010

ნორჩმა ხობელმა მოჭადრაკემ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
2010 წლის 16-25 მარტს ქ.თბილისში ჩატარდა 12 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის საქართველოს პირველობა, რომელიც მსოფლიო და ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატის საგზურებს უზრუნველყოფდა. განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის ჭადრაკის ჯგუფის ნორჩმა მოჭადრაკემ ამირან შონიამ, რომელიც 1999 წელს დაბადებული და 1 წლის უფროსთა ტურნირში ასპარეზობდა 9 შესაძლებლობიდან 6 ქულით გაიყო 8-12 ადგილი და მოიპოვა ევროპის 2010 წლის 12 წლიანთა საგზური, რომელიც ქ.ბათუმში 2010 წლის 19-31 სექტემბერს ჩატარდება. აღნიშნულ ტურნირში მონაწეილეობდნენ განათლების ცენტრის ნორჩი მოჭადრაკეები: 2001 წელს დაბადებულები-ლუკა შამუგია (5,5 ქულა), გიორგი ლატარია-4 ქულა, დიმიტრი ლომაია- 3 ქულა. ისინი ასაკობრივად 3 წლით უფროსებს ეასპარეზობდნენ. პარალელურად ჩატარდა ჭადრაკის სასახლის ღია საკვალიფიკაციო ტურნირი სხვადასხვა კატეგორიებში, სადაც გ.ლატარიამ, ლ.შამუგიამ და დ.ლომაიამ დაიკავეს 1-2-3 ადგილები და დაჯილდოვდნენ შესაბამისი ხარისხის მედლებითა და დიპლომებით.