რომან რურუას სახელობისა პირველად




ბერძნულ-რომაული ჭიდაობის პოპულარიზაციისა და შემდგომი განვითარების მიზნით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სპორტის სამსახურმა სასპორტო სკოლასთან ერთად, რაიონის გამგეობის თანადგომით, პირველად ჩაატარა რომან რურუას სახელობის ტურნირი, რომელშიც მასპინძლებთან ერთად რუსთავის, ბორჯომის, თერჯოლის, ქუთაისის, ფოთის, სენაკის, ხობისა და აბაშის ნორჩი ფალავნები მონაწილეობდნენ.
ორდღიანი დაძაბული, საინტერესო პაექრობების შემდეგ წონითი კატეგორიების მიხედვით კვარცხლბეკზე ავიდნენ:
23 კგ: 1. გივი ლოლაძე (ქუთაისი), 2. ნიკა ტყებუჩავა, 3. ლუკა კინტრაია (ორივე სენაკი), ალექსანდრე ზალიკიანი (ქუთაისი).
26 კგ: 1. ვასილ ხაჩიძე (ბორჯომი), 2. გიორგი ჩხიკვაძე, 3. ნიკა შამათავა (ორივე სენაკი), გიორგი კუჭავა (ფოთი).
29 კგ: 1. ნუგზარ წურწუმია (ხობი), 2. თემურ გოგია (სენაკი), 3. ნიკა ყორშია (ხობი), დავით ჩხიკვაძე (სენაკი).
32 კგ: 1. საბა ბაბილუა, 2. დათა პარკაია, 3. ბახვა მიქაძე, ლუკა ცხვიტარია (ოთხივე სენაკი).
35 კგ: 1. ვალერი ტორჩინავა, 2. ირაკლი გადელია (ორივე სენაკი), 3. ალექსი მაზიაშვილი, გივი ხუციშვილი (ორივე ბორჯომი).
38 კგ: 1. ავთო ჯოჯუა (სენაკი), 2, გოგა ტუკვაძე (ქუთაისი), 3. ჯაბა კირტავა (სენაკი), ბაქარ ბოჭორიშვილი (თერჯოლა).
42 კგ: 1. ბაკურ გოგოლი (სენაკი), 2. ნიკა ქვილითაია (აბაშა), 3. ირაკლი გოგია (სენაკი), ოთარ კორტავა (ხობი).
47 კგ: 1. ჯონი გოგუა (ჩხოროწყუ), 2. რამაზ კვეტენაძე (ქუთაისი), 3. დავით სიჭინავა (ჩხოროწყუ), მურთაზ ჩაბრავა (სენაკი).
53 კგ: 1. ბაკურ შენგელია (ხობი), 2. დიმა გოგოლი, 3. კახა გვარამია, ომიკო დავითაია (სამივე სენაკი).
59 კგ: 1. ოთარ კუჭუხიძე (აბაშა), 2. დავით გოგიძე (ქუთაისი), 3. დავით ხევსურიანი (ჩხოროწყუ), გიორგი კვაშილავა (ხობი).
66 კგ: 1. იპოლიტე ქანთარია (ხობი,) 2. რომან სიჭინავა, 3. მამუკა სიჭინავა (ორივე ჩხოროწყუ), გია სოფრომაძე (თერჯოლა).
73 კგ: 1. დათა ნაროუშვილი (ჩხოროწყუ), 2. ბაჩო შენგელია (სენაკი), 3. ხვიჩა ჯიბლაძე (ქუთაისი), დავით ზვიადაური (რუსთავი).
85 კგ: 1. თემური კაპანაძე (ქუთაისი), 2. ჯემალ იმერლიშვილი (რუსთავი), 3. გიორგი მელაძე (ქუთაისი), გიორგი ცაავა (სენაკი).
გამარჯვებულები და პრიზიორები რომან რურუამ და ჩხოროწყუს გამგებელმა მერაბ შელიამ დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს. პირველ ადგილზე გასული მოჭიდავეები ოლიმპიურმა ჩემპიონმა 100-100 ლარით დაასაჩუქრა. საუკეთესო ტექნიკური მოჭიდავის პრიზი თემურ გოგიას ხვდა, რურუას სახელობის თასი კი დათა ნაროუშვილს ერგო.
რაიონის მუნიციპალიტეტის სპორტის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა თეა ტყებუჩავამ გვაცნობა, რომ ოლიმპიური ჩემპიონის სახელობის ტურნირი ჩხოროწყუში ტრადიციული გახდება და სამომავლოდ მონაწილეთა გეოგრაფიაც გაიზრდება.



ავტორი: ვაჟა დანელია

ლელო