26 მარტს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი და აჭარა-სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი ლევან მიქავა ხობში შეხვდნენ აფხაზეთიდან დევნილებს. შეხვედრას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი იგორ ტყებუჩავა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხობის რაიონული ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი კახა ბუკია. მათ დაათვალიერეს სოფელ თორსაში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების კუთვნილი სამი კორპუსი. 22 ბინას სადაც უნდა ჩასახლდეს 18 ოჯახი უტარდებათ სარეაბილიტაციო სამუშაოები. მინისტრმა მოიწონა შესრულებული სამუშაოების ხარისხი, დევნილებმაც გამოხატეს თავიანთი კმაყოფილება და მადლობა გადაუხადეს ხელისუფლებას მათი საცხოვრებელი პირობების მნიშვნელოვანი გაუმჯობებისათვის. დევნილებმა ასევე თხოვნით მიმართეს მინისტრს მათი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის შემოღობისა და კეთილმოწყობისათვის. მინისტრმა მათ განუმარტა, რომ მიმდინარე პროექტით ამ სახის სამუშაოები არ იყო გათვალისწინებული და მომავლისათვის საკითხის შესწავლის შემდეგ, შესაძლებელია ეს პროექტიც განხორციელდეს.