საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით უკვე მეორე წელია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ტარდება კონკურსი „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“. ამა წლის 23 მარტს რეგიონალურ ტურს ხობის კულტურის სახლში საგანმანათლებლო რესურსცენტრმა უმასპინძლა. კონკურს ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ბატონი იგორ ტყებუჩავა, გამგებლის მოადგილე ქალბატონი რალა ჩემია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხობის რაიონული ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი კახა ბუკია, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სასახურის უფროსები, სამეგრელოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსები, ფოთისა და ხობის საპატრიარქოს სასულიერო პირები მამა კონსტანტინე, მამა ილია, მამა კირიონი, დედა ანა უმცროს ასაკობრივ ჯგუფებში ერთმანეთს ხამისქურის საჯარო, სენაკის #3 საჯარო, ფოთის #3 საჯარო და წალენჯიხის #1 საჯარო სკოლები შეხვდნენ. გამარჯვება სენაკის #3 საჯარო სკოლას ხვდა წილად. ხოლო უფროს ასაკობრივ ჯგუფში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ქ. ხობის #2 საჯარო, სოფ. ახალსოფლის საჯარო, წალენჯიხის #1 საჯარო, ფოთის #7 საჯარო და სოფ. მუხურის #1 საჯარო სკოლები. ხობის რაიონის სოფ. ახალსოფლის საჯარო სკოლამ წარმატებით ითამაშა და გამარჯვებაც მას ხვდა წილად. რეგიონალურ ეტაპზე გამარჯვებული გუნდები კონკურსის ნახევარფინალში გააგრძელებენ ასპარეზობას.