2010 წლის მარტის არქივი


31-მარტი-2010

ხობის №1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის ღონისძიებები.
31 მარტს ქ.ხობის №1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის ჟურნალისტიკის წრის წევრების ინიციატივით შედგა შეხვედრა საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ სხვა და სხვა სპორტულ ღონისძიებებში გამარჯვებულ მოსწავლეებთან. შეხვედრის დამთავრების შემდეგ თვითმმართველობის ინტელექტუალებმა ჩაატარეს კონკურსი ``ავიმაღლოთ ინტელექტი`` გამარჯვებული გუნდების ფინალური შეხვედრები გაიმართება 28 აპრილს.
31-მარტი-2010

დისკუსია თემაზე ``როგორ ვემსახუროთ ქართულ არმიას``
31 მარტს, ხობის საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმში კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა დისკუსია თემაზე: ``როგორ ვემსახუროთ ქართულ არმიას.`` დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები, წვევამდელები, წვევემდელთა სამსახურისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები. ღონისძიების მიზანი იყო ახალგაზრდა წვევამდელთა შორის პატრიოტული გრძნობების გაღვივება, წვევამდელთა უფლებებისა და მოვალეობების გაცნობა ახალგაზრდებისათვის, სამხედრო-სტრატეგიული განვითარების საკითხებში ცოდნის გაღრმავება.
30-მარტი-2010

ხობში პატრიარქის ლოცვა-კურთხევით განაშენიანება გრძელდება.
სოფელ თორსა-დღვაბაში გამგებლის რწმუნებულის ემზარ ლატარიასა და მაჟორიტარი დეპუტატის მედეა ლატარიას მხარდაჭერით სოფელში მოეწყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით 12 მოციქულის სახელზე წელიწადში 12 ძირი ნერგის დარგვასთან დაკავშირებით აქცია, სოფლის ცენტრში დაირგო 60 ძირი ხის ნერგი. აქციაში მონაწილეობა მიიღეს სოფლის საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა. ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ სოლანდელი სააღმზრდელო დაწესებულების პედაგოგები და სოფლის ახალგაზრდები.
30-მარტი-2010

ფესტივალი ``მზიანი საქართველოს`` გრანპრის მფლობელი ხობელი ნინო გოთოშია გახდა.
28 მარტს ურეკში ხალხური შემოქმედებითი ასოციაცია ``მრავალჟამიერი``-ს ეგიდით ჩატარდა ფესტივალი -``მზიანი საქართველო,`` სადაც მონაწილეობა მიიღო ძუკუ ლოლუას სახელობის ქართული ხალხური სიმღერის მუზეუმ (სამეგრელო)-სთან არსებული გიმნაზიის მოსწავლემ ნინო გოთოშიამ, რომელიც დაჯილდოვდა გრან-პრითა და ოქროს მედლით, ასევე მოიპოვა საგზური უკრაინის ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად. ფესტივალის ორგანიზატორობა გასწიეს ხალხური შემოქმედებითი ასოციაცია ``მრავალჟამიერი`` - თეა დავითაიამ და შემოქმედებითი ასოციაცია ``რევერანსი``- ბესო ლომსაძემ.
29-მარტი-2010

ხობის მე-2-ე ტრადიციული ტურნირი კარატე-დო-ში
28 მარტს ქ.ხობის #1 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში ჩატარდა ხობის მე-2-ე ტრადიციული ტურნირი კარატე-დო-ში. შეჯიბბრებაში მონაწილეობას ღებულობდნენ, ფოთის, ზუგდიდის, ჩხოროწყუს, სენაკის, ხობის გუნდები. შეჯიბრებას ორგანიზება გაუწია საქართველოს აღმოსავლურ ხელოვნებათა კონფედერაციამ - პრეზიდენტი კახა ბასილია, ფოთის კარატე-დოს ფედერაციის პრეზიდენტმა ბაჩუკ სულამათაძემ, ხობელ კარატისტთა მწრთვნელმა ლაშა ჯეჯეიამ. გამარჯვებულები და პრიზიორები დაჯილდოვდნენ შესაბამისი მედლებით, დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით. პრიზიორებს შორის აღმოჩნდნენ ხობელი სპორტსმენები: ვაჟებს შორის მურიკო ქირია და გოგონათა შორის ცირა გაბრავა.
29-მარტი-2010

ერთობლივი ქართულ-გერმანული არქეოლოგიული პროექტი
მზადდება ერთობლივი ქართულ-გერმანული კულტურული პროექტი, რომელშიც ჩართული არიან ქართველი არქეოლოგები: ვახტანგ ჯაფარიძე, ჯონი აფაქიძე, გურამ გრიგოლია, რევაზ პაპუაშვილი, გერმანელი არქეოლოგები აპირებენ ქართველ მეცნიერებთან ერთად შეისწავლონ ძველ კოლხური ნამოსახლარები- ეგრეთწოდებული ``დიხაგუძუბა.`` ამ მიზნით 26 მარტს ზემოთ ხსენებული მეცნიერები ჩამოვიდნენ ხობში, მათ მეგზურობა გაუწია ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარმა სპეციალისტმა გოგიტა ჩიტაიამ. დათვალიერებულ იქნა კოლხური ნამოსახლარები სოფელ ქვემო ქვალონში, თორსა-დღვაბაში, გურიფულში, ჭიხუში. აპრილში ჩამოვა გერმანული დელეგაცია და დაკონკრეტდება ის ძეგლი რომელზედაც განხარციელდება ფართომასშტაბიანი არქეოლოგიური სამუშაოები, რაც უდავოდ გაამდიდრებს საქართველოს ისტორიას.
29-მარტი-2010

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი.
27 მარტს ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძლიერმა ქარიშხალმა დააზიანა ადმინისტრაციული შენობების, ბაღების, სკოლებისა და საცხოვრებელი კორპუსების სახურავები. ქარისაგან დაზიანებული სახურავების რაოდენობა დაახლოებით 2280 ცალია, რომლის სავარაუდო ღირებულებაა 37 060 ლარი. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა ოპერატიულად უზრუნველყოფს სტიქიის შედეგად მიყენებული დაზიანებების რეაბილიტაციას.
28-მარტი-2010

ბზობა - ბაიაობა უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში.
ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაცია გილოცავთ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულსუფლისმაცხოვრის დიდებით შესვლას იერუსალიმში! ..
27-მარტი-2010

გამოფენა კონკურსი ``ცხოვრება ომის შემდეგ.``
``მედიის განვითარების ფონდის`` ინიციატივითა და ა.შ.შ-ს საელჩოს დაფინანსებით გამოცხადდა ნახატების გამოფენა კონკურსი სახელწოდებით ``ცხოვრება ომის შემდეგ.`` ავტორიტეტულმა ჟიურიმ ოცი გამარჯვებული გამოავლინა, სამი მათგანი დასავლეთ საქართველოდან იყო. ერთ-ერთი გამარჯვებული ქ.ხობის საერო საშუალო სკოლის ``არეა`-ს მოსწავლე მეცხრე კლასელი ირაკლი ცხადაია აღმოჩნდა. გამარჯვებული ნორჩი მხატვრები მიწვეულ იქნენ ``მედიის განვითარების ფონდი``-ს მიერ გამოცემული წიგნის პრეზენტაციაზე. გამარჯვებულ მოზარდებს ნამდვილი ზეიმი მოუწყვეს, დააჯილდოვეს სერთიფიკატებით, სამეცნიერო ლიტერატურით, ფასიანი საჩუქრებით, ჩაუტარეს ხატვის ``მასტერკლასები.`` ბავშვებმა დაათვალიერეს პარლამენტის შენობა ტელეკომპანია ``საზოგადოებრივია მაუწყებელი,`` უზენაესი სასამართლო, წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წევრები და აშშ-ს ელჩი საქართველოში ჯონ ბასი.
26-მარტი-2010

ხობის ``კოლხეთ``-მა გაიმარჯვა.
26 მარტს 15:00 საათზე ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის მეოცე ტურის კალენდარული მატჩი. ხობის ``კოლხეთი``-სა და გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს ბათუმის ``დინამო``-ს შორის. მატჩი დასრულდა ხობელთა გამარჯვებით 1:0. სტუმართა კარში ბურთი გაიტანა 14 ნომრით მოთამაშე მამია ჟვანიამ.
26-მარტი-2010

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი ხობს ესტუმრა.
26 მარტს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი და აჭარა-სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი ლევან მიქავა ხობში შეხვდნენ აფხაზეთიდან დევნილებს. შეხვედრას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი იგორ ტყებუჩავა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხობის რაიონული ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი კახა ბუკია. მათ დაათვალიერეს სოფელ თორსაში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების კუთვნილი სამი კორპუსი. 22 ბინას სადაც უნდა ჩასახლდეს 18 ოჯახი უტარდებათ სარეაბილიტაციო სამუშაოები. მინისტრმა მოიწონა შესრულებული სამუშაოების ხარისხი, დევნილებმაც გამოხატეს თავიანთი კმაყოფილება და მადლობა გადაუხადეს ხელისუფლებას მათი საცხოვრებელი პირობების მნიშვნელოვანი გაუმჯობებისათვის. დევნილებმა ასევე თხოვნით მიმართეს მინისტრს მათი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის შემოღობისა და კეთილმოწყობისათვის. მინისტრმა მათ განუმარტა, რომ მიმდინარე პროექტით ამ სახის სამუშაოები არ იყო გათვალისწინებული და მომავლისათვის საკითხის შესწავლის შემდეგ, შესაძლებელია ეს პროექტიც განხორციელდეს.
25-მარტი-2010

ძვ.ხიბულის ხიდის აღდგენა უახლოეს დღეებში დასრულდება.
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხობის რაიონული ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი კახა ბუკიამ სოფელ ძვ. ხიბულაში დაათვალიერეს წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ხიდი, რომლის სარეაბილიტაციო სამუსაოები ამჟამად მიმდინარეობს. შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებაა 46 244 ლარი, რომლის დაფინანსებაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან განხორციელდა. ხიდის აღდგენა უახლოეს დღეებში დასრულდება და ძველხიბულელებს ექნებათ საშუალება მდინარე ჭანისწყალზე ორი, ძველი და ახალი ხიდით დაუკავშირდნენ გარე სამყაროს.
24-მარტი-2010

კონკურსი „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ რეგიონალური ტური ხობში ჩატარდა
საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით უკვე მეორე წელია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ტარდება კონკურსი „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“. ამა წლის 23 მარტს რეგიონალურ ტურს ხობის კულტურის სახლში საგანმანათლებლო რესურსცენტრმა უმასპინძლა. კონკურს ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ბატონი იგორ ტყებუჩავა, გამგებლის მოადგილე ქალბატონი რალა ჩემია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხობის რაიონული ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი კახა ბუკია, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სასახურის უფროსები, სამეგრელოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსები, ფოთისა და ხობის საპატრიარქოს სასულიერო პირები მამა კონსტანტინე, მამა ილია, მამა კირიონი, დედა ანა უმცროს ასაკობრივ ჯგუფებში ერთმანეთს ხამისქურის საჯარო, სენაკის #3 საჯარო, ფოთის #3 საჯარო და წალენჯიხის #1 საჯარო სკოლები შეხვდნენ. გამარჯვება სენაკის #3 საჯარო სკოლას ხვდა წილად. ხოლო უფროს ასაკობრივ ჯგუფში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ქ. ხობის #2 საჯარო, სოფ. ახალსოფლის საჯარო, წალენჯიხის #1 საჯარო, ფოთის #7 საჯარო და სოფ. მუხურის #1 საჯარო სკოლები. ხობის რაიონის სოფ. ახალსოფლის საჯარო სკოლამ წარმატებით ითამაშა და გამარჯვებაც მას ხვდა წილად. რეგიონალურ ეტაპზე გამარჯვებული გუნდები კონკურსის ნახევარფინალში გააგრძელებენ ასპარეზობას.
24-მარტი-2010

ხობელებმა წარმატებით იასპარეზეს ჩხოროწყუში.
18-19 მარტს ჩხოროწყუში ჩატარდა ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონის რომან რურუას სახელობის ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. შეჯიბრებაში რესპუბლიკის 12 მუნიციპალიტეტის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ხობელმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს, მათ სამი პირველი და სამი მესამე ადგილი დაიკავეს. 29 კგ. წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა ნუგზარ წურწუმიამ- 53 კგ-ში 1 ადგილი დაიკავა ბაკურ შენგელიამ. 63-კგ წონით კატეგორიაში იპოლიტე ქანთარიამ. 29 კგ. წონით კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა ნიკა ყორშიამ, 42 კგ. წონით კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა ოთარ კორტავამ, 58 კგ. წონით კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა გიორგი კვაშილავამ. გუნდი შეჯიბრებისათვის მოამზადა მწვრთნელებმა მამუკა ყორშიამ, სურაჯ გვასალიამ და ბაკურ ბუკიამ. გამარჯვებული და საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები დაჯილდოვდნენ მედლებითა და სიგელებით. ასევე ჩემპიონებს და მათ მწვრთნელებს გადაეცათ ფულადი ჯილდოები, რომელიც გამოჩენილმა სპორტსმენმა რომან რურუამ დააწესა.
19-მარტი-2010

ძვ.ხიბულაში დამეწყრილ ოჯახებს დაეხმარებიან.
19 მარტს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხობის რაიონული ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივან კახა ბუკიასთან ერთად ძველ ხიბულაში დაათვალიერა ტერიტორია, სადაც მოსახლეობას მეწყერული მოვლენების შედეგად დაუზიანდათ საცხოვრებელი სახლები. გამგებელი დაზარალებულებს დაპირდა დახმარება სპეციალური კომისიის დასკვნების შესაბამისად მიმდინარე წლის მეორე კვარტლისათვის.
18-მარტი-2010

დევნილები ახალ გარემონტებულ ბინებში გადადიან
18 მარტს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი იგორ ტყებუჩავა სამუსიკო სკოლის სააქტო დარბაზში შეხვდა დევნილებს, რომლებიც კომპაქტურად არიან ჩასახლებული ქ.ხობის სამუსიკო სკოლის,№1 ს/ბაღის და ყოფილი ``რაიკომის`` შენობაში. შეხვედრას ესწრებოდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხობის რაიონული ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი კახა ბუკია, გამგეობის რწმუნებული ქ.ხობში კარლო ჯობავა. გამგებელმა დევნილებს ამცნო, რომ უკვე მზად არის სახელმწიფო სტრატეგიული გეგმის შესაბამისად ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დევნილთა კომპაქტური ჩასახლების პროფ.სასწავლებლისა და სკოლა-ინტერნატის რეაბილიტირებული ობიექტები სადაც აპრილიდან დაიწყება დევნილთა გადასვლა საცხოვრებლად. №1 საბავშვო ბაღში ჩასახლებულმა ოჯახებმა თანხმობა განაცხადეს პროფსასწავლებელში გადასვლაზე, მაგრამ სამუსიკო სკოლისა და ``რაიკომის`` შენობაში მცხოვრები დევნილების ნაწილი უარს ამბობს ბინებიდან გადასვლაზე და მოითხოვენ ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიაზე განსახლებას. გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ კიდევ ერთხელ განუმარტა მათ, რომ ბინების განთავისუფლებაზე შეთანხმება აუცილებლად უნდა განხორციელდეს, რატა სახელმწიფო კუთვნილებაში მყოფმა სტრატეგიულმა ობიექტებმა დროულად დაიწყონ ფუნქციონირება დანიშნულებისამებრ.
16-მარტი-2010

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე
2010 წლის 16 მარტს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა. განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული 2 საკითხი: დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 დეკემბრის N137 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და განკარგულების პროექტი „სოფელ ხეთის ტერიტორიაზე მოქცეული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საპრივატიზებო გეგმის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 26 ოქტომბრის N67 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“. საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნა თანხები შემდეგ დამატებით დასაფინანსებელ ღონისძიებებზე: ა) ხობის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხარჯებზე - 3. ათასი ლარი (მათ შორის: გამგეობის აპარატის დაფინანსება - 3.0 ათასი ლარი); ბ) შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების დაფინანსების ხარჯებზე - 40.0 ათასი ლარი; გ) სპორტული და კულტურული ღონისძიებების ხარჯებზე - 6.0 ათასი ლარი (მათ შორის სპორტული ღონისძიებების დაფინანსება - 6.0 ათასი ლარი) დ) ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციის ხარჯებზე - 794.9 ათასი ლარი (მათ შორის: გზების მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციის ხარჯები - 389.4 ათასი ლარი; წყლის სისტემის ექსპლოატაციისა და რეაბილიტაციის ხარჯები - 134.7 ათასი ლარი; სარწყავი არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობის, რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციის ხარჯები - 58.1 ათასი ლარი; კეთილმოწყობის ხარჯები - 212.7 ათასი ლარი); ე) ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება - 6,0 ათასი ლარი; ვ) 15,0 ათასი ლარი მიიმართა ფინანსური აქტიბების ზრდის მუხლში. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდგომ, სხდომა დახურულად გამოცხადდა.
16-მარტი-2010

ძლიერმა წვიმებმა შავღელეს უბანში სანაპირო ჯებირი დააზიანა
მიმდინარე წლის 16 მარტს გადაუღებელი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდ. რიონმა წარეცხა სოფელ პატარა ფოთის შავღელეს უბანში მარჯვენა სანაპირო ჯებირი (80%-ით, უბან-უბან ნაპირდამცავ დეზებს შორის საერთო სიგრძით 50მ) მიუხედავად აქ განთავსებული ნაპირდამცავი გაბიონის დეზებისა შეიქმნა საშიშროება სოფელში მისასვლელი გზის წარეცხვისა და მოსახლეობის დატბორვისა. აქედან გამომდინარე გადაუდებელი აუცილებლობაა სასწრაფოდ მოხდეს წარეცხილი ნაპირის და ჯებირის აღდგენა-რეაბილიტაცია და გამაგრება ქვაყრილით დიდი ზომის ქვებისაგან. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ ადგილზე დაათვალიერა დაზიანებული სანაპირო ზოლი. სპეციალისტების გაანგარიშებით შესასრულენბელი ნაპირსამაგრი სამუშაოების სავარაუდო ღირებულებაა 100 000 ლარი.
13-მარტი-2010

3:0 ხობის ``კოლხეთი``-ს სასარგებლოდ.
დღეს 13 მარტს 15 : 00 საათზე, ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატის კალენდარული მატჩი I ლიგის გუნდებს შორის. ხობის `კოლხეთ~-მა უმასპინძლა ახალციხის გუნდს ``მესხეთს.``. მატჩი ანგარიშით 3:0 ხობელთა გამარჯვებით დასრულდა.
12-მარტი-2010

რაიონული პირველობა კალათბურთში გოგონათა შორის .
8-12 მარტს ხობის #1 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში გაიმართა პირველობა ხობის მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის კალათბურთში გოგონათა შორის, დაძაბული ორთაბრძოლების შემდეგ ადგილები ასე გადანაწილდა: I-ადგილი ხობის #1 საჯარო სკოლა, II- ადგილი ახალი სოფლის საჯარო სკოლა, III -ადგილი ჭალადიდის საჯარო სკოლა.
11-მარტი-2010

საჭოჭუოს უბანში სანიაღვრე არხები დროულად უნდა გაიწმინდოს
10 მარტს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავმ ადგილზე დაათვალიერა სოფელ ჭალადიდში საჭოჭუოს უბანი, რომლის მოსახლეობაც ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს: თხუთმეტი წელია ამ უბანში გამავალი სანიაღვრე არხები არ გაწმენდილა, რის გამოც წყლის საქაჩი ტუმბოები ვერ ახერხებენ წყლის დროულ ამოქაჩვას და ყოველი ჭარბი ნალექის მოსვლის შემდეგ ადიდებული არხებიდან გადმოსული წყლით იტბორება მოსახლეობის სახლ-კარი. გამგებელმა მოსახლეობას განუმარტა, რომ სანიაღვრე არხების სარეაბილიტაციოდ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილია საჭირო თანხები და სამელიორაციო სამსახურმა უნდა ჩაატაროს შესაბამისი სამუშაოები, რის შემდეგაც წყლის საქაჩი ტუმბოები იმუშავებენ სისტემატიურად და გამართულად.
09-მარტი-2010

სოციალური დახმარებები მოსახლეობას.
2010 წლის იანვარში ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სოციალური დახმარების პაკეტიდან გასცა: 1) შემოსული განცხადებების საფუძველზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება 192 უმწეო ოჯახზე 11 000 ლარის ოდენობით, 2) საგარანტიო წერილები 15 ავადმყოფზე 5200 ლარი. 3) წყლის სუბსიდია ქ.ხობის ტერიტორიაზე მყოფი სიღარიბის ზღვარზე მყოფ დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებზე-1017 ლარი. 4) 36 ახალშობილ ბავშვზე 3600 ლარი.
09-მარტი-2010

რაიონული პირველობა კალათბურთში.
4-6 მარტს ხობის #1 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში გაიმართა პირველობა ხობის მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის კალათბურთში, დაძაბული ორთაბრძოლების შემდეგ ადგილები ასე გადანაწილდა: I-ადგილი ხობის #1 საჯარო სკოლა, II- ადგილი ახალი სოფლის საჯარო სკოლა, III -ადგილი ჭალადიდის საჯარო სკოლა.
08-მარტი-2010

ქალთა საერთაშორისო დღე
ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაცია ულოცავს ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღეს! ქალთა საერთაშორისო დღე ყოველი წლის 8 მარტს აღინიშნება. ეს არის ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაული. პირველად ეს დღე 1909 წლის 28 თებერვალს აშშ-ში ამერიკის სოციალისტური პარტიის დეკლარაციის შემდეგ აღინიშნა. იდეა ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღნიშვნისა თავდაპირველად მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიბადა სწრაფი მსოფლიო ინდუსტრიალიზაციისა და ეკონომიკური ექსპანსიის ეპოქაში, რომელმაც მასობრივი პროტესტები გამოიწვია მუშათა აუტანელი სამუშაო პირობების გამო. ერთ-ერთი პირველი ასეთ პროტესტთაგანი იყო ნიუ-იორკის სამკერვალო ფაბრიკების მუშა-ქალთა გაფიცვა 1857 წლის 8 მარტს. მათი პროტესტის მიზეზი ძალზე მწირი ხელფასი და გაუსაძლისი სამუშაო პირობები იყო. ქუჩაში გამოსული გაფიცული ქალები პოლიციის მიერ დარბეული იქნა. ორი წლის შემდეგ იმავე თვეს სწორედ ამ ქალებმა დააარსეს პირველი პროფკავშირი. მომდევნო წლებში 8 მარტს უფრო მეტი და ფართომასშტაბიანი პროტესტები მოჰყვა. 1908 წლეს 15.000 ქალბატონი გამოვიდა ნიუ-იორკის ქუჩებში მოკლე სამუშაო დღის, უკეთესი ანაზღაურებისა და არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მოთხოვნით. 1910 წელს კოპენჰაგენში ჩატარდა პირველი ქალთა საერთაშორისო კონფერენცია სოციალისტ-ინტერნაციონალის მიერ. ამ ყრილობაზე დაფუძნდა ქალთა საერთაშორისო დღე გავლენიანი გერმანელი სოციალისტი კლარა ცეტკინის ინიციატივით. მომავალ წელს ამ დღეს ქალთა სოლიდარობის მიზნით მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა ავსტრიაში, დანიაში, გერმანიასა და შვეიცარიაში. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას ქალები მთელი ევროპის მასშტაბით სამშვიდობო მსვლელობას აწყობენ 1913 წლის 8 მარტს. 1917 წლის რუსეთის რევოლუციის გამომწვევი პირველი ნაპერწკალი ქალთა საერთაშორისო დღისადმი სოლიდარობის მიზნით გამოსული დემონსტრაციები გახდა. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ბოლშევიკი ფემინისტი ალექსანდრა კოლონტაი იყოლიებს ლენინს რათა ეს დღე ოფიციალური დღესასწაული გახდეს, თუმცა 1965 წლამდე ის მაინც სამუშაო დღედ ითვლებოდა. 1965 წლის 8 მაისს სსრკ-ის უზანაესი საბჭოს პრეზიდიუმი ბრძანებულებით ქალთა საერთაშორისო დღე უქმე დღედ გამოცხადდა "საბჭოთა ქალთა კომუნისტურ აღმშენებლობაში, დიდ სამამულო ომში საბშობლოს დაცვის, ფრონტისა და უკანა ხაზებზე ჰეროიზმის, ხალხთა შორის მეგობრობის განმტკიცებისა და მშვიდობისთვის ბრძოლაში უდიდესი დამსახურებისთვის". ეს დღე ოფიციალურ დღესასწაულად და უქმე დღედ დღემდე რჩება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც.
04-მარტი-2010

მუნიციპალიტეტის საჩუქარი მრავალშვილიან დედებს.
3 მარტს ხობის კულტურის სასახლეში ჩატარდა დედის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ მრავალშვილიანი დედები, საზოგადოების წარმომადგენლები, გამგეობის რწმუნებულები, საჯარო მოხელეები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ჭოხონელიძე, გამგებელი იგორ ტყებუჩავა. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სოციალური დახმარების პაკეტიდან დედის დღესთან დაკავშირებით 95 მრავალშვილიან ოჯახს გადასცა ფულადი საჩუქარი (100-100) 9500 ლარი.
02-მარტი-2010

პირველობა მაგიდის ჩოგბურთში საჯარო სკოლის მოსწავლეთა შორის.
ქ.ხობის #2 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში ჩატარდა რაიონული პირველობა მაგიდის ჩოგბურთში საჯარო სკოლებს შორის. შეჯიბრება, როგორც გუნდებს შორის, ისე ინდივიდუალურში გოგონებსა და ჭაბუკებს შორის გაიმართა. მასში თერთმეტმა გუნდმა იასპარეზა. შეჯიბრების მონაწილეთა ინიციატივით რაიონულ პირველობას 1921 წელს წითელ არმიასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა სახელი მიენიჭება და ტრადიციული გახდება. პირველობა კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. ასპარეზობა ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ფინალური შეხვედრები საინტერესოდ წარიმართა. გუნდებს შორის I-ადგილი ხობის #2 საჯარო სკოლამ დაიკავა, მეორე ადგილი ჭალადიდის საჯარო სკოლამ ხოლო მესამე საპრიზო გუნდურ შეჯიბრებაში წილად ხვდა შუა ხორგის საჯარო სკოლას, ინდივიდუალურ შეჯიბრში გოგონათა შორის პირველი ადგილი დაიკავა თამუნა თითბერიამ (შ/ხორგა), მეორე თეონა ლატარია (შ/ხორგა), მესამე ადგილზე ანა საჯაიამ (ქ.ხობის #1 საჯარო სკოლა), ჭაბუკებში საპრიზო ადგილები აიღეს ანრი მამფორიამ (ქვალონი), თორნიკე ხურცილავა (ჭალადიდი) და მესამე ადგილზე გავიდა ასევე ჭალადიდელი გიორგი ხურცილავა. გამარჯვებულები პრიზებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
02-მარტი-2010

ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჩუქარი ქ.ხობის #2 საჯარო სკოლას.
2010 წლის 22 თებერვალს ქ. ხობის #2 საჯარო სკოლას ახალი სპორტული ინვენტარი გადაეცა _ ჩოგბურთის მაგიდა, ფეხბურთისა და ფრენბურთის ბურთები, ჭადრაკის დაფები, ტრენაჟორები, ჯილდოები მომავალი ტურნირის გამარჯვებულებისთვის. ზემოხსენებული აქცია გახლდათ ხობის მუნიციპალიტიტის გამგეობლის იგორ ტყებუჩავას ქმედითი გამოხმაურება მეორე სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ შემუშავებულ პროექტზე ,,ავირჩიოთ ჯანსაღი``. პროექტი ითვალისწინებდა სკოლის ათწლეულების განმავლობაში შეუვსებელი ტექნიკური ბაზის ნაწილობრივ განახლებასა და შიდასასკოლო ტურნირების ჩატარებას მაგიდის ჩოგბურთში, ჭადრაკსა და ფრენბურთში. პროექტი ახლაც მიმდინარეობს, თუმცა, როგორც #2 საჯარო სკოლის მოსწავლეები აცხადებენ, შეიძლება ითქვას, რომ ის უკვე შედგა და ეს სკოლის მოსწავლეთა მუშაობისა და რაიონის ხელმძღვანელობის გულისხმიერების შედეგია.
01-მარტი-2010

ხობის მუნიციპალიტეტში 4 ახალი ბაღი გაიხსნა
ხობის მუნიციპალიტეტში 4 ახალი ბაღი გაიხსნა ხობის მუნიციპაიტეტის გამგეობის ინიციატივიტ 4 სოფელში: პირველი ხორგა, პატარა ფოთი, ზემო ქვალონი, ძველი ხიბულა, სადაც დღემდე ბაგა-ბაღები არ ფუნქციონირებდა, ადმინისტრაციულ შენობებში გამოყოფილიქნა შესაბამისი ფართები, რომელსაც ჩაუტარდა რემონტი. სკოლამდელ სააღმზრდელო გაერთიანებაზე გაცემული სუბსიდიით ბაღები აღიჭურვა ინვენტარით, ელექტრო და სამზარეულო მოწყობილებებით, შეძენილიქნა საბავშვო სათამაშოები. 1 მარტს საბავშვო ბაღების გახსნა ჩატარდა საზეიმო ვითარებაში, რომელსაც ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის გამგებელი იგორ ტყებუჩავა,გამგებლის მოადგილე რალა ჩემია. საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლებმა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას გადაუხადეს მადლობა სოფლის მოსახლეობის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის- ბაღების ფუნქციონირების მოგვარებისათვის.