2010 წლის თებერვლის არქივი


2010 წლის საფეხბურთო სეზონის გახსნა ხობში
დღეს 28 თებერვალს, 14 : 00 საათზე, ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატის კალენდარული მატჩი I ლიგის გუნდებს შორის. ხობის `კოლხეთ~-მა უმასპინძლა `მარტვილის~ მერანს. მატჩი 1:0 ხობის `კოლხეთი`-ს გამარჯვებით დასრულდა.
26-თებერვალი-2010

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 თებერვლის სხდომაზე
2010 წლის 25 თებერვალს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ჭოხონელიძე. სხდომას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირები, საჯარო მოსამსახურეები, თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირების და საზოგადოების წარმომადგენლები. საკრებულოს სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული 14 საკითხი. სოფელ ქარიატაში გამგეობის რწმუნებულის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, საკრებულოს წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა საკრებულოს წევრს, კახა მიქაბერიძეს და იგი შესაბამისად გამოყვანილ იქნა საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის შემადგენლობიდან; ცვლილება განხორციელდა ასევე საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის შემადგენლობაში და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს წარმომადგენელი კომისიაში, ფლორა მილორავა ჩაანაცვლა რუსუდან ბაჩილავას კანდიდატურამ; საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის სამუშაო გეგმა და განისაზღვრა განსახორციელებელი სამუშაოები კვარტალების მიხედვით; საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე ცვლილებები განხორციელდა საკრებულოს, გამგეობის და გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულებებში, „ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების წესში“, ხოლო ძალადაკარგულად გამოცხადდა საკრებულოს დადგენილება „ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგის წესის დამტკიცების შესახებ“; ასევე, მიღებულ იქნა დადგენილებები „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ და „ხობის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის, მოსაკრებლის ოდენობის და მოსაკრებლის გადახდის ქვითრის დამტკიცების შესახებ“. ხანგრძლივი დრო დაეთმო და დეტალურად იქნა განხილული დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 დეკემბრის N137 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“. პროექტში გარდა ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით შესასრულებელი სამუშაოებისა, გათვალისწინებული იყო საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოფლად ეკონომიკური პროექტების განსახორციელებლად მიღებული გრანტები. საკრებულოს მიერ პროექტში გარკვეული ცვლილებების შეტანის შემდგომ, იგი დამტკიცდა და ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებულ იქნა შემდეგი დამატებით დასაფინანსებელი ღონისძიებები: სოფელ პატარა ფოთის შავღელეს უბანში წყალგაყვანილობის სისტემის რეაბილიტაციის ხარჯები - 224.0 ათასი ლარი; სოფელ პატარა ფოთის შავღელის უბანში გზის მოხრეშვის ხარჯები - 76.0 ათასი ლარი; სოფელ საგვიჩიოში წყალგაყვანილობის სისტემის რეაბილიტაციის ხარჯები - 100.0 ათასი ლარი; სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოფლად ეკონომიკური პროექტების განსახორციელებელი თანხები - 724.9 ათასი ლარი; სოფელ საჯიჯაოში მდინარე ჭანისწყალზე 2 ხიდბოგირის მოწყობისა და ხიდდთან მისასვლელი გზის მოხრეშვის ხარჯები - 50.0 ათასი; 2008 წლის 8 აგვისტოს დაღუპულ ხობელთა ხსოვნის მემორიალის მოწყობის დამატებითი ხარჯები - 5,0 ათასი ლარი; აიპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სუბსიდია - 7.2 ათასი ლარი. განსახილველი საკითხების ამოწურვის შემდგომ, სხდომა დახურულად გამოცხადდა.
24-თებერვალი-2010

„ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“
23 თებერვალს ქ. ხობის #1 საჯარო სკოლაში გაიმართა საქართველოს საპატრიარქოს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული კონკურსი ,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ რაიონული ტური. კონკურსში მონაწილეობა მიიღო მუნიციპალიტეტის სკოლების 16 გუნდმა, აქედან 6 უმცროსი და 10 უფროსი ასაკის. უმცროს ასაკში გამარჯვება წილად ხვდა ხამისქურის საჯარო სკოლის გუნდს „ვიაროთ ნათელში“, ხოლო უფროსს ასაკში გაიმარჯვეს ქ. ხობის #2 საჯარო სკოლი გუნდი „ქვაკუთხედი“ და ახალსოფლის საჯარო სკოლის გუნდი „კანდელი“. გამარჯვებული გუნდები მონაწილეობას მიიღებენ კონკურსის რეგიონალურ ტურში.
19-თებერვალი-2010

ქ.ხობს ექნება 24 საათიანი გრაფიკით წყლის მიწოდება.
2009 წლის 6 აგვისტოს ,,საქართველოს წყალკანალის“ სისტემების გაერთიანება მოხდა. შეიქმნა ორი შ.პ,ს ,,დასავლეთის წყალი“ და ,,აღმოსავლეთის წყალი“ , რომლებიც მართვის უფლებით დაექვემდებარა ინფრასტრუქტურის სამინისტოს. მიზანი გაერთიანებისა წარმოადგენს მიზანს, რომ შესწავლილ იქნას წყალმომარაგების სისტემაში არსებული მდგომარეობა, ამის საფუძველზე შემუშავებულ მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროექტები, რომელთა განხორციელების შემდეგ გაუმჯობესდება მოსახლეობის წყლით მომარაგების საქმე, უნდა მოხდეს სისტემის სრული აღდგენა. მოკლევადიანი პროექტები განსაზღვრულია 2010-12 წლებით. ხოლო გრძელვადიანი-2015 წლამდე. ორივე პროექტის ხორცშესხმის შემდეგ მოსახლეობას 24 საათი უწყვეტად ექნება წყალი.
19-თებერვალი-2010

ხობის ნაგავსაყრელ პოლიგონზე მდგომარეობა საბოლოოდ უნდა მოწესრიგდეს
17თებერვალს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ დაათვალიერა სოფელ პირველ მაისის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ნაგავსაყრელის პოლიგონი, რომლის საექსპლოატაციო პერიოდი განისაზღვრება 15წლით.წელიწადში 5000მ. კუბი მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების განთავსებით. პოლიგონის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ კომუნალური სამსახურის მიერ საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანამ მიიღო ცივილიზირებული სახე. ეს აშკარად დაეტყო ქალაქის დასუფთავებულ მოედნებს, ქუჩა-ტროტუარებს და სკვერებს, თუმცა ამ მხრივ ბევრია გასაკეთებელი. ნაგავსაყრელზე არსებული მდგომარეობა ნამდვილად არ არის სახარბიელო, ნაგვის გროვები არ არის შეტანილი პოლიგონის სიღრმეში, პოლიეთილენის პარკები ქარს მიმოფანტული აქვს და საძოვარზე მყოფი პირუტყვისათვის საშიშროებას წარმოადგენს. პოლიგონის უფროსის ვახტანგ ლატარიას განმარტებით გამგეობასთან გაფორმებული იყო ხელშეკრულება დაფინანსების თაობაზე, რომელსაც ვადა ამოეწურა 2009 წლის ბოლოს, ამჟამად სანებართვო პირობებით გათვალისწინებული ღონისძიებები ხორციელდება არასრულფასოვნად მწირი რესურსების გამო, რომელთა მოზიდვასაც საწარმო სხვადასხვა პირებისაგან და ორგანიზციებისაგან ახერხებს. გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ ნაგავსაყრელის ხელმძღვანელს მიუთითა, რომ სასწრაფოდ არის პოლიგონთან მისასვლელი გზები წესრიგში მოსაყვანი ვინაიდან მოსახლეობას ამ გზით უწევს სარგებლობა, განსაკუთრებით საგაზაფხულო სასოფლო სამეურნეო სამუშაოებთან დაკავშირებით გზების დატვირთვაც გაიზრდება, ამიტომ სასწრაფოდ უნდა გატარდეს ზომები პოლოგონზე სიტუაციის ნორმალიზებისათვის მომავალში საერთოდ უნდა გამკაცრდეს კონტროლი წარმოდგენილი ხარჯთახრიცხვის შესაბამისად ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების მიზანმიმართულ და ეფექტიან ხარჯვაზე, რათა მაქსიმალურად იქნეს დაცული კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტები.
18-თებერვალი-2010

ქვემო ქვალონის სკოლის ძირითადი ნაწილი ავარიულ მდგომარეობაშია
17 თებერვალს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი შეხვდა ქვემო ქვალონის პედაგოგიურ კოლექტივს და მოსწავლე-ახალგაზრდობას, მანვე დაათვალიერა საჯარო სკოლის შენობა, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია. მართალია, მიმდინარე სასწავლო წელს ექსპლოატაციაში შევიდა ძირითადი შენობისთვის მიშენებული ახალი კორპუსი, რომელიც დაფინანსდა 500 000 ლარით, მაგრამ ის ვერ იტევს ყველა მოსწავლეს, კერძოდ 180 მოსწავლე კერძო მფლობელობაში არსებულ შენობაშია შეფარებული. ქვემო ქვალონის საჯარო სკოლის დირექციამ თხოვნით მიმართა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობას, რომ დემონტაჟი გაუკეთდეს ამორტიზებულ, ავარიულ და გაბზარულ შენობას და აშენდეს ახალი კორპუსი. 2010 წლიდან გამგებელი სკოლის ხელმძღვანელობას დაპირდა, რომ საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ადგილობრივ მუნიციპალიტეტებზე მიზნობრივი ასიგნების გამოყოფის ფარგლებში მხარის ხელმძღვანელობის დახმარებით იზრუნებს ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობისათვის თანხების გამოყოფაზე.
18-თებერვალი-2010

სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევა დაიწყო
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი იგორ ტყებუჩავა 17 თებერვალს შეხვდა გამგეობის გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის თანამშრომლებსა და წვევამდელებს. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე ხორციელდება სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა საგაზაფხულო გაწვევა. ხობის მუნიციპალიტეტისათვის გასაწვევთა რაოდენობა ამ ეტაპზე განისაზღვრა 23 წვევამდელით. პარალელურად მიმდინარეობს 1993 წელს დაბადებულ მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა. ამასთან დაკავშირებით შექმნილია სამხედრო-სააღრიცხვო კომისია ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის თავმჯდომარეობით. პირველად სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვან ჭაბუკთა რაოდენობა შეადგენს 208 ჭაბუკს. გამგებელმა კმაყოფილება გამოთქვა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის გაწვევისა და მობილიზაციის სამხედრო სამსახურის საქმიანობით.
17-თებერვალი-2010

დათა ხურცილავას სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში.
10-16 თებერვალს ქ.ხობში ჩატარდა რუსული აგრესიის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის დათა ხურცილავას სახელობის თასის გათამაშება მინი ფეხბურთში. ტურნირში მონაწილეობას ღებულობდა ქალაქის უბნების 10 გუნდი. პირველ ადგილზე გავიდა ჭავჭავაძის ქუჩის ფეხბურთელთა გუნდი, მეორე ადგილზე გავიდა ჭყონდიდელის ქუჩის ფეხბურთელთა გუნდი, მესამე ადგილზე კი ჭალეს უბნის ფეხბურთელდა გუნდი. ტურნირს ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის გამგებელი იგორ ტყებუჩავა, გამგებლის მოადგილე გიორგი გაწერელია, გამგებლის თანაშემწე კახა ბუკია, ქალაქის რწმუნებული კარლო ჯობავა, რომლებმაც ტურნირის დასასრულს დათა ხურცილავას საფლავი მოინახულეს და პატივი მიაგეს მის ნათელ ხსოვნას.
15-თებერვალი-2010

მზადდება ენციკლოპედიური ხასიათის წიგნი ხობის მონასტრის ისტორიის შესახებ
ხობის მონასტრის მოძღვრის მამა ილია ლომაიას თაოსნობითა და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის კურთხევით მზადდება ენციკლოპედიური ხასიათის წიგნი ხობის მონასტრის ისტორიის შესახებ, რომელზედაც მუშაობენ ცნობილი მეცნიერ-მკვლევარები, ამ ჯგუფს ხელმძღვანელობას უწევს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი-პროფესორი ბუბა კუდავა. 10 თებერვალს, თბილისში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა მორიგი შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ: ბუბა კუდავა; გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრიდან მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი იუზა ხუსკივაძე, გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ზურაბ ჯანელიძე, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ტოპონომიკის ლაბორატორიის გამგე - პროფესორი პაატა ცხადაია, პროფესორი თამაზ ბერაძე, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი რევაზ პაპუაშვილი, მკვლევარები-ანზორ სიჭინავა, თემურ ჯოჯუა, გოჩა საითიძე, თეა ქართველიშვილი. ხობიდან სხდომას ესწრებოდნენ მამა ილია და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთ. სპეციალისტი ძეგლთა დაცვის საკითხებში გოგიტა ჩიტაია. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ხობის მონასტრის ტერიტორიის არქეოლოგიურ კვლევას, რადგან, როგორც ბატონმა იუზა ხუსკივაძემ და თამაზ ბერაძემ აღნიშნეს ის, რაც ვიზუალურად ჩანს XIII საუკუნის მიღმა არ გადის, მიწისქვეშა სივრცეების შესწავლა კი მოგვცემს საშუალებას, რომ შედარებით სრულყოფილად მივაწოდოთ საზოგადოებას ხობის მონასტრის ისტორია, მით უმეტეს, რომ ტაძრის ეზოში გამოვლენილია ძვ.წ.აღ-ის VIII_VII საუკუნეების კოლხური ნამოსახლარი და ადრექრისტიანული ხანის ნატაძრალი. გათვალისწინებულია წიგნში შევიდეს ხალხური ზეპირსიტყვიერების ის ნიმუშები, რომლებიც უკავშირდება ხობის მონასტერსა და მასთან დაკავშირებულ არსებას, გამომდინარე აქედან საზოგადოებას ვთხოვთ, მოგვაწოდონ ლეგენდები, გადმოცემები, ლექსები, აგრეთვე, მასალები იმ პირების შესახებ, რომელთა თავგანწირვამ გადაარჩინა ხობის მონასტერი XX საუკუნის 20-იან წლებში.
14-თებერვალი-2010

კონცერტი კინოთეატრ ,,ატრიუმში’’
14 თებერვალს ქალაქ ზუგდიდის კინოთეატრ ,,ატრიუმში’’ ჩატარდა კომპოზიტორ ალექსანდრე ბასილაიას შემოქმედებისადმი მიძღვნილი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის საჯარო სამსახურებში დასაქმებული მოხელეები და პროფესიონალი მომღერლები, ხობის მუნიციპალიტეტიდან კომპოზიტორის სიმღერები შეასრულეს: ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა ჭოხონელიძემ, მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ჯულიეტა ქვარაიამ და კულტურის ცენტრის თანამშრომლებმა დავით ლატარიამ და ლაშა მირცხულავამ.
11-თებერვალი-2010

ხობში ინდივიდუალური გამრიცხველიანება დაიწყო.
ს.ს."ენერგო-პრო ჯორჯიას" დასავლეთ საქართველოს რეგიონალურმა ფილიალმა ხობში ინდივიდუალური გამრიცხველიანების მოსამზადებელი სამუშაოები იანვრის თვეში დაიწყო. ამ დროისათვის მიმდინარეობს ქსელის რეაბილიტაცია. გამრიცხველიანებისათვის საჭირო ტექნიკური მასალების ნაწილი შემოტანილია და დასაწყობებულია რეგიონის საწყობში. გამრიცხველიანების სამუშაოებისათვის პერსონალის შესარჩევად რეგიონალური ტელევიზიით გამოცხადდა კონკურსი გამრიცხველიანების პროექტის ფარგლებში ელექტრო-მემონტაჟის თანამდებობაზე. დღეისათვსი მიმდინარეობს არსებული ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ეს სამუშაოები ითვალისწინებს ელექტროქსელის მოწესრიგებას. ქსელის რეაბილიტაციის ფარგლებში წლების განმავლობაში მოძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციები გაუქმდება და აშენდება ახალი საჰაერო ხაზი. ასევე, მოძველებული ხის ელექტრობოძები შეიცვლება ახალი რკინა-ბეტონის ბოძით. აღნიშნულ სამუშაოებს ასრულებს კომპანიის ტექნიკური პერსონალი. სარეაბილიტაციო სამუშაოების დამთავრების შემდგომ დაიწყება ინდივიდუალური გამრიცხველიანება. ევროპული ტიპის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინდივიდუალური მრიცხველი ქალაქის ტიპის დასახლების 1606 აბონენტს დაუმონტაჟდება.
09-თებერვალი-2010

ხობელი ``ნიჭიერი``
8 თებერვალს ტელეარხ რუსთავი2-ის პროექტ ``ნიჭიერში`` მონაწილეობა მიიღო 23 წლის ხობელმა ლაშა კვიკვინიამ, ლაშამ თავის მეგობარ გუჯა მჭედლიშვილთან ერთად სპონტანურად გადაწყვიტა და იმპროვიზებულად შეასრულა ელექტრო გიტარაზე კომპოზიცია ``technical difficulties`` რამაც ჟიურისა და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა და გადავიდნენ შემდგომ შესარჩევ ტურზე. http://www.myvideo.ge/?video_id=760269
09-თებერვალი-2010

დევნილთა ჩასახლების ობიექტების რეაბილიტაცია
დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიული გეგმის შესაბამისად ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს დევნილთა 4 კომპაქტური ჩასახლების ობიექტის რეაბილიტაცია: სკოლა-ინტერნატი, პროფტექნიკუმის ხეთისა და ნოჯიხევის კორპუსები და თორსა-დღვაბის მეურნეობის ბინები. მათ შორის ერთ-ერთში, კერძოდ სკოლა ინტერნატის შენობაში, სადაც 56 დევნილი ოჯახი იყო ჩასახლებული, შესრულდა პროექტის შესაბამისად სარემონტო სამუშაოები. დასასრულებელი დარჩა გარე კანალიზაციის სამუშაოები, რომელზეც დამატებით გამოცხადდა ტენდერი და დაახლოებით თვენახევარში მოხდება მისი რეაბილიტაცია. ობიექტის ჩაბარებისთანავე მოხდება აღნიშნულ შენობაში რეგისტრირებული დევნილების შესახლება და მათთვის კუთვნილი ფართის დაკანონება.
08-თებერვალი-2010

,, ახალგაზრდული მოძრაობა-ჩვენი თაობა“
8-თებერვალს, 15 საათზე ,,ახალგაზრდული მოძრაობა-ჩვენი თაობამ“ ხობის მუნიციპალიტეტის შენობის ფოიეში გამართა სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის ფოტოებზე ასახულია ,,ახალგაზრდული საბჭოს“ მუშაობის სამთვიანი მონაკვეთი. პროექტი ,,ახალგაზრდული საბჭო“ მედიატორი საზოგადოებასა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის“ 2009 წლის 26 ოქტომბერს დაიწყო და დასრულდა 2010 წლის 7თებერვალს. პრეზენტაციაზე ჟურნალისტს მაია ძაგანიას გადაეცა სიმბოლური საჩუქარი და სიგელი. ამ სამი თვის განმავლობაში ხობელი ახალგაზრდებისათვის გაიმართა საახალწლო მასკარადი, ჩატარდა ტრენინგი ქალაქ ხობში და სოფელ ჭალადიდში. მოსახლეობის პრობლემების აღწერის შემდეგ საბჭოს ლიდერებმა საინფორმაციო შეხვედრა მოაწყვეს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელთან. აღსანიშნავია, რომ პროექტი გაგრძელდება და ,,ახალგაზრდული საბჭო“ მუნიციპალიტეტის ფარგლებში გააგრძელებს მუშაობას. ,, ახალგაზრდული მოძრაობა-ჩვენი თაობა“ არ ემშვიდობება ქალაქ ხობს და მომავალშიც გააგრძელებს თანამშრომლობასა და ღონისძიებებისა თუ პროექტების განხორციელებას. ,, ახალგაზრდული მოძრაობა-ჩვენი თაობა“ აპირებს ფილიალის დაფუძნებას ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რომელსაც ხობელი ახალგაზრდები უხელმძღვანელებენ. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ მათ მხარდაჭერა აღუთქვა.
08-თებერვალი-2010

შეხვედრა ხობის მუნიციპალიტეტში
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, საჯარო სამსახურების, საჯარო სკოლებისა და სააღმზრდელო დაწესებულებების, კულტურისა და განათლების ცენტრების მუშაკები, ქალაქისა და სოფლის რწმუნებულები. შეხვედრა წარიმართა დიალოგის ფორმატით, მოწვეულმა საჯარო სამსახურების წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებიც უნდა განხორციელდეს ახალ 2010 წლის ბიუჯეტის საანგარიშო პერიოდში. დასასრულს გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ აღნიშნა, რომ მიმდინარე ბიუჯეტი და მათ შორის ``სოფლის მხარდაჭერის პროგრამა`` დაიგეგმა მოსახლეობის ინტერესებისა და მათ მიერ განსაზღრული პრიორიტეტების გათვალისწინებით. ეს იქნება გაორმაგებული სოციალური დახმარებები ნაპირსამაგრი სამუშაოები სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაცია, ქალაქის მოსახლეობისათვის 24 საათიანი გრაფიკით წყლის მიწოდება, გაზიფიკაცია ყოველივე ეს განხორციელდება ხობელებთან ერთად და მათი თანადგომით.
04-თებერვალი-2010

ნაპირსამაგრი სამუშაოები მდინარე ხობისწყალზე
ინტენსიურად მიმდინარეობს ნაპირსამაგრი სამუშაოები პირველ ხორგაში. ხობი-ფოთის საავტომობილო გზის მიმდებარე დაზიანებული ნაპირსამაგრის აღდგენისათვის ,სადაც 575,5ათასი ლარის მოცულობის სამუშაოებს შეასრულებს ,,ოხომირა-2009“. მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების აღნიშნული სამუშაოები უნდა დასრულდეს ორ თვეში.
03-თებერვალი-2010

ნაპირსამაგრი სამუშაოები ძვ. ხიბულაში
ძველ ხიბულაში მდ.ჭანისწყალის მარჯვენა სანაპიპიროზე მიმდინარეობს ნაპირსამაგრი სამუშაოები, პროექტის ღირებულებაა 139,9 ათასი ლარი, რომელიც დაფინანსებულია ადგილობრივი ბიუჯეტიდან, სამუშაოებს ასრულებს ს.ს. ``საქ.ჰიდროენერგომშენი.`` ნაპირსამაგრი სამუშაოების დასასრულს უახლოვდება, მეორე ეტაპზე დაიწყება წყალდიდობის შედეგად ჩამორღვეული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები და უახლოეს მომვალში მოსახლეობას აღუდგება ხიდზე მიმოსვლის საშუალება. ამასთან ერთად პარარელურად მიმდინარეობს ნაპირსამაგრი სამუშაოები გაღმა საჯიჯაოსა და საჯიჯაოში მდ. ხობისწყალზე.