31-დეკემბერი-2010
მუნიციპალიტეტის გამგებლის საახალწლო მილოცვა
ხელისუფლების სახელით მივესალმები თითოეულ ხობელს. სწორედ ჩვენი ერთობითა და ურთიერთთანამშრომლობით მიიღწეოდა ის შედეგები, რომლებსაც შეძლებისდაგვარად მივაღწიეთ. ერთად გვიხაროდა და ერთად გავუმკლავდით პრობლემებს. პრეზიდენტისა და ხელისუფლების მიზანმიმართულმა სტრატეგიამ ქვეყნის წინმავალი ორიენტაციის შენარჩუნებისა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოგვცა საშუალება 2010 წელი დადებითი მუხტით ყოფილიყო დატვირთული და გატარდა ის ღონისძიებები, რამაც ხობის ეკონომიკურ, კულტურულ, სპორტულ, საგანმანათლებლო, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ქმედითობა და პერსპექტიულობა დაგვანახა. 2010 წელი რეალურ პერსპექტივას უშლის 2011 წლის ხობს, საერთაშორისო ფესტივალის, ახალი ინვესტიციების, ახალ სალოცავთა შენებით. მადლობას ვუხდი ხობს ღირსეული შვილების სამყოფელს, საქართველოს ღირსებისა და თავისუფლებისათვის გმირებად ქცეულ ვაჟკაცთა ადგილის დედას. ხელისუფლებისა და პირადად ჩემი, როგორც რიგითი ხობელის სახელით ახალი წლის მობრძანებას გილოცავთ ხობის, ქვემო ქვალონის, გურიფულის, შუა ხორგის, პირველი ხორგის, საჯიჯაოს, ახალი ხიბულის, ძველი ხიბულის, ქარიატის. Yყულევის, პატარა ფოთის, საგვიჩიოს, ჭალადიდის, ზემო ქვალონის, პირველ მაისის, ხეთის, ხამისკურის, თორსის, ბიის, , ნოჯიხევის თითოეულ მაცხოვრებელს. საქართველოში მცხოვრებ ყველა ოჯახთან ერთად გისურვებთ ჯანმრთელობას, ქვეყნის წინსვლაში ღირსეული წვლილის შეტანას, სულიერად, ეკონომიკურად გაძლიერებულ ოჯახებს, უხუცესთა დღეგრძელობას, შვილთა სიმრავლეს, სწორედ იმ ღონეს, ხერხს, ცოდნას, მხნეობასა და გამრჯელობას , რაც საქართველოს აბრწყინებდა ისტორიული დიდების წლებში. საქართველო ევროპული ოჯახისაკენ ისწრაფვის და 2011 წელი ყოფილიყოს ამ ოცნების ასრულების წელიწადი უფლის ნებითა და წყალობით, გილოცავთ!
31-დეკემბერი-2010
პრეზიდენტის საჩუქარი 2010 წლის ხობის ღვაწლმოსილი მოქალაქეებისათვის
30 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი იგორ ტყებუჩავა შეხვდა ხობის გამოჩენილ მოღვაწეებს. ადამიანებს, რომლებიც 2010 წლის ხობმა დააფასა იმ შრომისა და ღვაწლისათვის, რაც თავიანთ პროფესიული, პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრებით წარმოაჩინეს. ღირსების ორდენოსანი მასწავლებლები ნუცა გვასალია და ნათელა კობახიძე, ალექსანდრე არჩაია, გულნარა ტაბაღუა, ნინო ცხადაია, ხატია ოჩიგავა, ნანა ქვარაია, მანანა კიტია, ენერგეტიკოსი ერეკლე (მაიზერ) ჟვანია, მეწარმე ჯუმბერ ალანია. მათ მუნიციპალიტეტის გამგებელმა საზეიმოდ გადასცა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახელით გამოგზავნილი საახალწლო მისალოცი და სპეციალური საახალწლო საჩუქარი. ასევე საინფორმაციო გამოცემა ,,ხობის მუნიციპალიტეტი.“ ,, საქართველოს პრეზიდენტი- ქართული სულის მქონე, ნაღვაწ ადამიანებს ღირსეულ შეფასებას აძლევს და ეს სასიხარულო ფაქტია, არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ თითოეული ჩვენთაგანისათვის. ხელისუფლების სახელით მადლობას ვუხდი, ყოველ თქვენგანს ოჯახური ტრადიციების ღირსეული გაგრძელების, შრომის, შემართების, წარმატებული საქმიანობისა და ქველმოქმედებისთვის, მადლობას გიხდით 2010 წლის ხობის სახელით და 2011 წელს გისურვებთ უფლის მადლით გაგეგრძელებინოთ თქვენეული საქმე, რომელსაც ასეთი სიყვარულით ემსახურეთ და ემსახურებით“ ბრძანა გამგებელმა თავის მისალმებაში. ,, თქვენგან გაწეული ამაგი დამსახურებულ სიყვარულს იმკის“- ამ სიტყვებით მიმართა მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ქალბატონმა რალა ჩემიამ ღირსეულ ადამიანებს. შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბატონი კახა ბუკია და მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურების წარმომადგენლები. ,,ქვეყნას ჰყავს პრეზიდენტი, რომელსაც ესმის ნიჭის, შრომისა და ქვეყნის სიყვარულის ფასი“.. ,,დღევანდელი დღე ჩვენთვის განსაკუთრებულია“ სამადლობელი სიტყვებით გამოვიდნენ ხობელთა რჩეულები. მადლიერება, ქვეყნის საუკეთესო კუთხით წარმოჩენის პერსპექტივები, ხელისუფლების ყურადღება და მომავალზე ერთობლივი ზრუნვა, საახალწლო სურვილები სრულიად საქართველოსათვის-ეს იყო საზეიმო წუთების თანამდევი.
30-დეკემბერი-2010
საახალწლო-საშობაო ღონისძიებების პროგრამა
22 დეკემბერი-საახალწლო ინტელექტ-შოუ დასაწყისი 14საათზე.
24 დეკემბერს - სპექტაკლი: ``მოიპარეს ნაძვის ხე. დასაწყისი ``14 სთ-ზე (კულტურის სასახლე)
24 დეკემბრიდან 2011 წლის 14 იანვრამდე `საშობაო საახალწლო ღია კარის კვირეული~
(ძუკუ ლოლუას სახელობის მუზეუმი)
24 დეკემბერს კლასიკური მუსიკის კონცერტი. დასაწყისი 14 სთ-ზე (სამუსიკო სკოლა)
27 დეკემბერს - საახალწლო კონცერტი. დასაწყისი 15 სთ-ზე (მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი)
28 დეკემბერს - მოსწავლეთა საახალწლო ნამუშევრების გამოფენა. დასაწყისი 15 სთ-ზე (მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი)
29 დეკემბერს - საახალწლო იკებანა (გამოფენა). დასაწყისი 17 სთ-ზე (კულტურის სასახლის ფოიე)
31 დეკემბერს - საახალწლო შოუ-კონცერტი. დასაწყისი 18 სთ-ზე (ღია ცის ქვეშ)
5 იანვარს - კონცერტი მღერიან საჯარო მოხელეები. დასაწყისი 16 სთ-ზე (კულტურის სასახლის დიდი დარბაზი)
.
30-დეკემბერი-2010
აკაკის კვირეულში ქალაქ ხობის #1 საჯარო სკოლამ პირველი ადგილი დაიკავა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ჩატარდა აკაკი წერეთლის 170 -ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პირველიდან მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა .კვირეულის ფარგლებში ქალაქ. ხობის #1 საჯარო სკოლაში ჩატარდა შემდეგი ღონისძიებები: ფილმის ,,აკაკის აკვანის” ჩვენება, ხელთნაწერი ჟურნალის ,,აკაკი_170” პრეზენტაცია, აკაკის ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალების ჩვენება, აკაკის მოთხრობის ,,კურდღელის” ერთობლივი კითხვა, ინგლისურ ენაზე თარგმნა (იდეის ავტორი ინგლისურენოვანი ირლანდიელი მასწავლებელი ფენდი ბრაუნი) და წიგნად აკინძვა, ვიქტორინა ,,პოეზიის ორფეოსი”, ექსკურსია სხვიტორსა და სავანეში. კვირეულის დასრულების შემდეგ განხორციელებული აქტივობების ამსახველი დეტალური ანგარიში წარედგინა რესურსცენტრს, კონკურსის დებულების თანახმად რესურსცენტრმა ორი გამარჯვებული სკოლა წარუდგინა სამინისტროს მიერ შექმნილ კომისიას. კომისიამ გამოავლინა გამარჯვებული და ქალაქ ხობის #1 საჯარო სკოლამ დაიკავა პირველი ადგილი, რომლის დამადასტურებელი სერტიფიკატი და პრიზი 3000 ლარი გადაეცემა სკოლას.
30-დეკემბერი-2010
,,საახალწლო იკებანა” კულტურის სასახლეში
25 დეკემბერს ხობის კულტურის სასახლეში კულტურის,განათლების,სპორტის,ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის და კულტურის ცენტრის ორგანიზებით მოეწყო გამოფენა სახელწოდებით ,,საახალწლო იკებანა”, რომელშიც მონაწილეობდნენ ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების კოლექტივები. დამთვალიერებელთა წრფელი ინტერესი გამოიწვია ხობის #1 ,,წინაგოლის,ჭალადიდის ,ძველი ხიბულის, ხობის #2, საგვიჩიოს და ხობის#3 საბავშვო ბაგა_ბაღების მიერ წარმოდგენილმა ექსპონატებმა გამოფენის შემდეგ გაიმართა კონცერტი ბაგა-ბაღების კოლექტივების თანამშრომელთა მონაწილეობით. ღონისძიებას დაესწრნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი იგორ ტყებუჩავა და ხელმძღვანელი პირები.
29-დეკემბერი-2010
საახალწლო საჩუქარი ხობის მაჟორიტარი დეპუტატისაგან
საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბატონმა გოდერძი ბუკიამ მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა კატეგორიის 150-ადამიანს საახალწლო საჩუქრები გადასცა.
28-დეკემბერი-2010
ახალი პროექტების განხილვა
,, სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს’’ ხელმძღვანელობამ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელს გააცნო სკოლამდელ სააღმზრდელო გაერთიანებებში 2011 წელს განსახორციებელი ახალი პროექტები. დაგეგმილია წყალსადენების, სანიტარული კვანძების და Gგათბობის სისტემების რეკონსტრუქცია. პროექტის მიხედვით პირველ ეტაპზე სამუშაოები ჩატარდება ათ საბავშვო ბაღში. შეხვედრაზე განხილულ იქნა საკითხი რეგიონალურ რესურსცენტრთან საპროექტო ბიზნეს- ჯგუფების, აგრეთვე, აგრო-ტურიზმზე მომუშავე ჯგუფების შექმნისა და ხობში სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების თაობაზე. სააგენტოს ხელმძღვანელობამ გამოთქვა მზადყოფნა მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ხვნა- თესვის პერიოდში ტრაქტორით (შესაბამისი აგრეგატებით) დახმარებაზე.
27-დეკემბერი-2010
სოციალური დახმარებები მოსახლეობას
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა 103 ახალგაზრდა მრავალშვილიან ოჯახსა და დედ-მამით ობოლ ბავშვებს საახალწლო საჩუქრებს გადასცემს
26-დეკემბერი-2010
ხობში ჩატარდა არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი
25-დეკემბერს ქალაქ ხობში ჩატარდა არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი-საქართველოს მწვანეთა მოძრაობა ``დედამიწის მეგობრები,`` საქართველოს მდგრადი კავშირი ახორციელებს პროექტს ,,დაასუფთავე საქართველო-საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში) პროექტი ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (სიდა) ფინანსური უზრუნველყოფითა და და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით(ადგილობრივი კოორდინატორი მ.ქობალია)
25-დეკემბერი-2010
გაიმართა არასამთავრო ორგანიზაციის ,,ხობის ახალგაზრდული საბჭოს” კონფერენცია
25 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,ხობის ახალგაზრდულმა საბჭომ” ქალაქ ხობში ჩაატარა კონფერენცია, სადაც მოწვეულები იყვნენ საქართველოში არსებული ორგანიზაციების, საერთაშორისო ინსტიტუტების, ადგილობრივი თვითმმართველობის და საზოგადოების წარმომადგენლები. კონფერეციის თემას წარმოადგენდა `არასამთავრობო ორგანიზაციების ურთიერთობის ფორმა თვითმართველობასთან~ და აფხაზეთთან დაკავშირებული პრობლემი. ორგანიზაციამ მიზნად დაისახა ანალოგიური შეხვედრები გამართოს მუნიციპალიტეტის მაშტაბით პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად
24-დეკემბერი-2010
კლასიკური მუსიკის კონცერტი ხობის მუსიკალურ სკოლაში
24 დეკემბერს საახალწლო ღონისძიებათა ფარგლებში, განათლების ცენტრის სამუსიკო სკოლის დარბაზში, გაიმართა კლასიკური მუსიკის კონცერტი,სადაც პედაგოგებისა და მოსწავლეების მიერ შესრულებულ იქნა ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები
24-დეკემბერი-2010
საახალწლო წარმოდგენა ბავშვებს
24 დეკემბერს 15:00 საათზე ხობის კულტურის სასახლის დიდ დარბაზში გაიმართა თოჯინების სპექტაკლი `` მოიპარეს ნაძვის ხე`` რეჟისორი რამაზ ლოლუა. სპექტაკლზე მოსულმა ნორჩმა მაყურებელმა ოვაციებითა და ხალისით მიიღო წარმოდგენა.
23-დეკემბერი-2010
ხობელთა წარმატება ``საქართველოს თასზე`` ჭიდაობაში
21-23 დეკემბერს ქ.თბილისში ჩატარდა `საქართველოს თასი` ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღეს ხობელებმა ირაკლი ჭითანავამ 66 კგ.წონით კატეგორიაში, მანუჩარ ცხადაიამ 74 კგ. წონით კატეგორიაში და ალუდა ხუნჯუამ 84 კგ. წონით კატეგორიაში. მანუჩარ ცხადაიამ 2009 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორმა და მსოფლიო ვიცე-ჩემპიონმა 74 კგ. წონით კატეგორიაში ყველა მეტოქე დაამარცხა და ღირსეულად დაიკავა პირველი ადგილი.
23-დეკემბერი-2010
``საახალწლო კირიალესა``ხობის ქართული სიმღერის მუზეუმში
23 დეკემბერს ძუკუ ლოლუას სახელობის ქართული სიმღერის მუზეუმთან არსებულმა ბავშვთა ფოლკლორულმა ანსაბლმა ჩაატარა კონცერტი სახელწოდებით ``საახალწლო კირიალესა,`` ლოტბარი რევაზ თოდუა, პროექტის ხელმძღვანელი ნანა ჯალაღონია. ღონისძიებას დაესწრნენ ხობის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, კულტურის წარმომადგენლები, ფოლკლორის მოყვარულები და ხობის საზოგადოებრიობა. კონცერტი ამაღლებულ ნოტაზე დამთავრდა.
22-დეკემბერი-2010
გამგებელი ხობის პროფესიული გადამზადების ცენტრში
22 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი იგორ ტყებუჩავა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე კახა ბუკია იმყოფებოდნენ ხობის პროფესიული გადამზადების ცენტრში, სადაც შეხვდნენ სასწავლებლის მუშაკებს და ამავე ტერიტორიაზე არსებულ სახლებში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს, რომლებმაც გააცნეს ჯერ კიდევ მოუწესრიგელ პრობლემების შესახებ, კერძოდ: სასმელი წყალი , შიდა და გარე კანალიზაცია, საბოსტნე მიწის ნაკვეთის არ ქონა და ა.შ. გამგებელი დაჰპირდა მათ აღნიშნული საკითხების მოგვარებას.
21-დეკემბერი-2010
ხობის მუნიციპალიტეტს საკუთარი გერბი და დროშა აქვს
20-დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ხობის მუნიციპალიტეტში მოძიებული ისტორიული მასალების გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან მიღებული დადებითი შეფასების შემდეგ საკრებულომ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი მუნიციპალიტეტის ჰერალდიკის დამტკიცებას. საქართველოს ორგანული კანონის თანახმად საკუთარი სიმბოლიკის გამოყენება როგორც საქმისწარმოებაში, ასევე კულტურულ-სპორტულ ღონისძიებებში თუ საგარეო ურთიერთობებში მუნიციპალიტეტებისათვის აუცილებელი ხდება.
20-დეკემბერი-2010
მუნიციპალიტეტიდან გაწვეულმა მოქალაქეებმა წარმატებით გაიარეს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამით გათვალისწინებული სარეზერვო შეკრება.
სამხედრო სავალდებულო სამსახურში 2010 წლის საშემოდგომო გაწვევა წარმატებით მიმდინარეობს. გასაწვევ წვევამდელთა რაოდენობა ხობის მუნიციპალიტეტისათვის განისაზღვრა 35 წვევამდელით,დღეის მდგომარეობით სამხედრო სამსახურში გაწვეულია 51 წვევამდელი.სამხედრო სარეზერვო და სარეზვერვო სამსახურში გაწვევა დაიგეგმა სამ ეტაპად: ოქტომბრის,ნოემბრის და დეკემბრის თვეში.მუნიციპალიტეტიდან გაწვეულმა მოქალაქეებმა წარმატებით გაიარეს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამით გათვალისწინებული სარეზერვო შეკრება. ასევე დასრულდა 2011 წლის აიანვარ-აპრილში ჩასატარებელი 1994 წელს დაბადებულ მოქალაქეთა პირველადი სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის წინა მოსამზადებელი სამუშაოები.
17-დეკემბერი-2010
საქველმოქმედო კონცერტი
17 დეკემბერს 15:00 საათზე ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის დიდ დარბაზში გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი, რომელიც ტარდება ფოთისა და ხობის ეპისკოპოსის, მეუფე გრიგოლის ლოცვა კურთხევით. შემოსული თანხა ჩაირიცხება ხობელი აკაკი კორტავას პირად ანგარიშზე.
15-დეკემბერი-2010
დონორი ორგანიზაციები სტუმრად ხობის მუნიციპალიტეტის დევნილებთან
2010 წლის 14 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ აჭარა-სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი ლევან მიქავა, დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელი პიტერ რონჩაკი, არასამთავრობო ორგანიზაცია ``ეკოკორის`` წარმომადგენლები. მათ მოინახულეს სოფელ თორსაში რეაბილიტირებულ ბინებში მცხოვრები დევნილები, გაეცნენ მათ პრობლემებს. დევნილებისთვის ძირითად პრობლემას წარმოადგენს საკვამური მილების დამონტაჟება, ეზოს შემოღობვა, სასმელი წყლის მიწოდება, ამისათვის საჭიროა სოფელ თორსა-დღვაბის წყალსადენი სისტემის სათავე ნაგებობაში წყლის დებეტის გაზრდა პაპანწყვირის ტბიდან წყლის აღების ხარჯზე. წარმომადგენლებმა დევნილებს პროექტის მხარდასაჭერად სრული მზაობა აღუთქვეს. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ საქართველოს გაერთიანებული კომპანიის ხობის ფილიალის და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელები.
14-დეკემბერი-2010
ქ.ხობში განათების სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება
მიმდინარეობს ქ.ხობში აღმაშენებლის,ქაჯაიას,წერეთლისა და ცოტნე დადიანის ქუჩებზე გარე განათების სარეაბილიტაციო სამუშაოები,სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს ‘’ხობი დასუფთავება და განათება’’.
13-დეკემბერი-2010
მართლმადიდებელი ეკლესია 13 დეკემბერს ანდრია პირველწოდებულისა და ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს აღნიშნავს
წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა ქართველი მეფის ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინება. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა გილოცავთ ამ წმინდა დღესასწაულს.
10-დეკემბერი-2010
გრძელდება კეთილმოწყობითი სამუშაოები
დასრულდა სოფელ საგვიჩიოში სტადიონთან მისასვლელი ხიდ-ბოგირის მოწყობითი სამუშაოები, ასევე კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია.
09-დეკემბერი-2010
კიდევ ერთი კეთილმოწყობილი სპორტული მოედანი
დასრულდა სოფელ ხეთაში (წინაგოლის უბანი) საფეხბურთო სტადიონის კეთილ-მოწყობითი სამუშაოები, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებამ შეადგინა 12 500 ლარი.
08-დეკემბერი-2010
მოსწავლეთა ,,ინტელექტშოუ-2010”
7 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დარბაზში გამართა გათამაშება ,,ინტელექტშოუ -2010”. თამაშში ჩართულები იყვნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები. სულ ხუთი გუნდი. დაძაბულ პაექროებაში თავიდანვე დაწინაურდნენ გუნდი ,,ცოტნეიდელის” ინტელექტუალები. გამარჯვებულებს და პრიზიორებს გადაეცათ ფასიანი საჩუქრები.
08-დეკემბერი-2010
ხობის ``კოლხეთი`` პირველ ათეულშია
7 დეკემბერს ხობის საფეხბურთო გუნდმა `კოლხეთმა~ მეჩვიდმეტე ტურის თამაში ჩაატარა ქ. თბილისში ადგილობრივ `ნორჩ დინამოელთან~ და გაიმარჯვა ანგარიშით 2:1 რითაც გუნდმა შეძლო საქართველოს XXII-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველ ლიგაში პირველი წრის შემდეგ ჩვიდმეტ მონაწილე გუნდებს შორის მეშვიდე ადგილზე გასვლა. თამაშის დროს გოლი გაიტანეს: გიორგი გოგენიამ და გელა ლომაიამ.
07-დეკემბერი-2010
დაინიშნა
შ.ს.ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეოს მთავარი სამმართველოს ხობის რაიონული სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე პოლიციის კაპიტანი ლექსო რაფავა.
03-დეკემბერი-2010
ხობელ პედაგოგებს სერთიფიკატები გადაეცათ
დღეს ხობის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა გერგაიამ რვა მასწავლებელს, რომელთაც წარმატებით გაიარეს სასერტიფიკაციო გამოცდები და ცოდნის მაღალი დონე უჩვენეს სერტიფიკატები გადასცა ქალბატონმა ხათუნამ პედაგოგებს, მადლობა გადაუხადა და მომავალი წარმატებები უსურვა ,,თქვენ დაამტკიცეთ, რომ იყავით ღირსეულები და ვთვლი, რომ კვალიფიცირებული მასწავლებლის წოდების დამსახურება ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მოტივაციაა, რათა მიგეღოთ მონაწილეობა სასერთიფიკაციო გამოცდებში.” -განაცხადა მან. სერთიფიცირებული მასწავლებლები მიიღებენ გაზრდილ ანაზღაურებას, იმუშავებენ მენტორ მასწავლებლებად და შესაძლებლობა მიეცემათ სამინისტროს მიერ ინიცირებულ სხვადასხვა პროგრამებში ჩაერთონ.
02-დეკემბერი-2010
სოფელ საჯიჯაოში საფუძველი ეყრება ახალი ეკლესიის მშენებლობას
პირველ დეკემბერს სოფელ საჯიჯაოში საფუძველი ჩაეყარა ახალი ეკლესიის მშენებლობას, რომელიც აშენდება ზენის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე. სოფლის ახალგაზრდების ინიციატივით გაიწმინდა სასაფლაოს ტერიტორია, გაწმენდისას გამოიკვეთა ძველი ნაეკლესიარის საძირკველი, საკურთხეველში აღმოჩნდა სხვა და სხვა დროის მონეტები, მათ შორის საბჭოთა პერიოდის, რაც მიგვანიშნებს, რომ საბჭოთა ხელისუფლების წლებში აქ ამოდიოდნენ ლოცულობდნენ და სწირავდნენ მონეტებს.
01-დეკემბერი-2010
სარემონტო სამუშაოები გრძელდება
მიმდინარეობს შ.ს.ს ხობის რაიონული სამმართველოს შენობის გარე კანალიზაციის ქსელის და ქალაქ ხობში ც. დადიანის ქუჩაზე #242 და #244 სახლებს შორის სანიაღვრე არხების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს ,,სინათლე 2006”