2009 წლის დეკემბრის არქივი


31-დეკემბერი-2009

საახალწლო პროგრამა
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი გიწვევთ საშობაო-საახალწლო ღონისძიებებზე: 31 დეკემბერი-16:00 საათზე ``მიუზიკლი,`` 18:00 სთ. ``შოუ-კონცერტი`` ხობის კულტუირის სახლის ღია სცენაზე. 5-იანვარი-18:00 საათზე ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში`` საახალწლო იკებანა.`` ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სამუსიკო სკოლა და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი გიწვევთ საახალწლო-საშობაო ღონისძიებებზე: 1) მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში 29 დეკემბერს 12:00 საათზე მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია. 15:00 საათზე სამუსიკო სკოლაში საახალწლო მუსიკალური კომპოზიცია. 2) 7 იანვარი 14:30 საათზე საახალწლო-საშობაო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენის გახსნა. 15:00 საათზე საახალწლო-საშობაო ზეიმი.
30-დეკემბერი-2009

სოციალური დახმარებები მოსახლეობას.
მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სოციალური დახმარების პაკეტიდან გასცა შემდეგი სახის დახმარებები: 1) 28 ახალშობილ ბავშვსზე 2800 ლარი.- 2) 98 მრავალშვილიან ოჯახზე-4900 ლარი. 3) 7 დედ-მამით ობოლ ბავშვზე 2500 ლარი. 4) 8-ასწელს გადაცილებულ მოქალაქეზე 800 ლარი. 5) 214 უმწეო ოჯახს გაეწია ერთჯერადი ფულადი დახმარება-11 600 ლარი. 6) 11 მოქალაქეს დაუფინანსდა სამედიცინო მომსახურეობის თანხა 3523 ლარის ოდენობით.
30-დეკემბერი-2009

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა
2009 წლის 30 დეკემბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა. განხილულ იქნა დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“. 2010 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი დამტკიცდა 5729,0 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო ხარჯვითი ნაწილი - 4635,4 ათასი ლარით. საოპერაციო სალდო განისაზღვრა 1093,6 ათასი ლარის ოდენობით.
29-დეკემბერი-2009

საახალწლო საჩუქარი საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს
2009 წლის 28 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის სააღმზრდელო გაერთიანების 24 საბავშვო ბაღში 806 აღსაზრდელზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მხარდაჭერითა და თანადგომით გაცემულიქნა 5000 ლარის (თითო ბავშვზე 6 ლარი) საახალწლო საჩუქრები ტკბილეულის სახით.
29-დეკემბერი-2009

რეფერენდუმის რჩეული
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ხობელი ფალავანი მანუჩარ ცხადაია სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის საახალწლო რეფერენდუმში საქართველოს 2009 წლის საუკეთესო სპორტსმენად გამოვლინდა.
28-დეკემბერი-2009

პრეზიდენტის საახალწლო სიმბოლური საჩუქარი ხობელ საპატიო მოქალაქეებს.
28 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მხარის გუბერნატორის მოადგილემ ერეკლე ჯაფარიძემ პრეზიდენტის საახალწლო სიმბოლური საჩუქარი გადასცა ხობის მუნიციპალიტეტის 10 საპატიო მოქალაქეს, მან მადლობა გადაუხადა მათ მოღვაწეობისათვის, ქვეყნისათვის გაწეული სასიკეთო საქმიანობისათვის. დაჯილდოებულებს ასევე სიტყვით მიმართა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ.
28-დეკემბერი-2009

ხობელი მანუჩარ ცხადაია წლის საუკეთესო სპორტსმენი გახდა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა 2009 წლის საუკეთესო სპორტსმენად ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის პირველობის ბრინჯაოს პრიზიორი და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი მანუჩარ ცხადაია დაასახელა. წლის საუკეთესო სპორტსმენი კულტურის ძეგლტა დაცვისა და სპორტის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ დააჯილდოვა.
25-დეკემბერი-2009

უნიკალური აღმოჩენა ხობის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში
ხობის ღვთისმშობლის ტაძარში უნიკალური აღმოჩენა გაკეთდა. კანკელის ფუნდამეტში ჩაშენების სამუშაოების დროს ნაპოვნია თაღოვანი კედელი. წინასწარი გათვლებით, ეკლესიის ძირში კიდევ ერთი ეკლესიაა. თავად ღვთისმშობლის ეკლესია მე-11 საუკუნით თარიღდება, თუმცა ექსპერტების ვარაუდით, შენობა შესაძლოა გაცილებით უფრო ადრეულ საუკუნეებს განეკუთვნებოდეს.
23-დეკემბერი-2009

კულტურული მემკვიდრეობის კვალდაკვალ...
23 დეკემბერს 13:00 საათზე ხობის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში ჩატარდა ტესტური კონკურსის ``კულტურული მემკვიდრეობის კვალდაკვალ,`` ფინალური შეხვედრა. ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ ხუთ ზონალურ კონკურსში გამარჯვებული გუნდები, პირველი ადგილი დაიკავა სოფელ პირველი მაისის გუნდმა ``ოდაბადემ,`` მეორე ადგილზე კი გავიდა მოსწავლე-ახალგაზრდული სახლის გუნდი ``ცოტნეიდელი.`` გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ სიგელები და ფასიანი საჩუქრები. ღონისძიება განხორციელდა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდული საქმეთა სამსახურის ორგანიზებით.
23-დეკემბერი-2009

ხეთის საშუალო სკოლა დღეს სენაკის უნარშეზღუდულ ბავშვთა სახლს საჩუქრებს გადასცემს
ხობის რაიონის სოფელ ხეთის საშუალო სკოლა დღეს სენაკის უნარშეზღუდულ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს წინასაახალწლოდ საჩუქრებს გადასცემს. სოფელ ხეთის საშუალო სკოლის მოსწავლეები თანატოლებს ახალ წელს სპეციალური მუსიკალური პროგრამით მიულოცავენ და დღევანდელ დღეს მათთან ერთად გაატარებენ. სენაკის ბავშვთა სახლში ამჟამად 100-მდე უნარშეზღუდული და მზრუნველობას მოკლებული ბავშვია.
22-დეკემბერი-2009

ხიდი ჭანისწყალზე-საჯიჯაოელთა ახდენილი საუკუნოვანი ოცნება.
2009 წლის 22 დეკემბერს ექსპლუატაციაში შევიდა საჯიჯაო-ნარაზენის დამაკავშირებელი ხიდი, რომელიც 17 კმ-ით შეამცირებს გასასვლელ გზას. 2, 5 მილიონი ლარის ღირებულების 232 მეტრი სიგრძის ხიდის მშენებლობა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტია მუნიციპალიტეტში მიმდინარე წლის განხორციელებულ პროექტებს შორის. ხიდის გახსნის პრეზენტაციას ესწრებოდნენ მხარის გუბერნატორი ზაზა გოროზია, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი იგორ ტყებუჩავა, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ჭოხონელიძე, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გია გაწერელია და სოფლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ მოსახლეობის სახელით მადლობა გადაუხადა ქვეყნის ხელისუფალთ ამ უდიდესი საახალწლო საჩუქრისათვის.
21-დეკემბერი-2009

ფონდი ,,სოხუმის“ ტრენინგი ხობში
21-დეკემბერს ხობის განათლების რესურსცენტრის სააქტო დარბაზში , კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი ,,სოხუმის“ ტრეინერმა ქალბატონმა მაია კანკიამ ჩაატარა ტრენინგი თემაზე ,,ოჯახში ძალადობის პრევენცია’’. ორგანიზაცია დაარსდა 1997 წლის ოქტომბერში. ფონდის მისიაა ქალთა აქტივობის განვითარება საგანმანათლებლო, სამართალდამცავი, სოციალური, უფლებათა დაცვისა და სხვა სახის საქმიანობით ქალის როლის ამაღლებისათვის საქართველოში. ფონდი ,,სოხუმის“ საქმიანიობაში ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ქალთა მდგრადი განვითარების ხელშეწყობა. ამ მიზნით ოჯახსა და საზოგადოებაში ქალისათვის ხელსაყრელ ფსიქოსოციალურ კლიმატზე ზრუნვაზე.
17-დეკემბერი-2009

კოკა ნარმანიას სახელობის ტურნირი
14 დეკემბერს სტარტი აიღო და 16 დეკემბერს დასრულდა ქ.სენაკში ტრაგიკულად დაღუპული კალათბურთელის კოკა ნარმანიას სახელობის მორიგ მესამე რეგიონალური ტურნირი. შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღო სენაკის, ხობისა და აბაშის გუნდებმა. ტურნირი სენაკის მუნიციპალიტეტის კულტურის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის მიერ იქნა ორგანიზებული. 16 დეკემბერს, კოკას დაბადების დღეს ფინალურ მატჩში გამარჯვება მისი მეგობრებისაგან დაკონპელქტებულმა გუნდმა დაიკავა, ხოლო მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა ხობის კალათბურთელები (მწვრთნელი: მ.კიტია). გამარჯვებული გუნდები სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
16-დეკემბერი-2009

სოციალური დახმარებები მოსახლეობას.
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დახმარების პაკეტიდან დაფინანსდა შემდეგი სახის დახმარებები: 1. ახალშობილთა დასახმარებლად 24 ახალშობილზე 2400 ლარი. 2. ქ.ხობში უმწეოთა კატეგორიაზე წყლის სუბსიდია 782 სულზე 922 ლარის ოდენობით. 3.შეჭირვებულ ავადმყოფებზე საოპერაციო თანხით დახმარება 19 ავადმყოფზე 5488 ლარი.
15-დეკემბერი-2009

რაიონული ცენტრალური საავადმყოს რეაბილიტაცია
მ/წლის დეკემბრის თვიდან იწყება ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რაიონული ცენტრალური საავადმყოფოს სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 საწოლზე და გაფართოვდება საჭიროების მიხედვით, რომელსაც განახორციელებს საქართველო-ჩეხეთის ერთობლივი საწარმო ``ბლოკ-ჯორჯია.`` გათვალისწინებულია ორსართულიანი რაიონული ცენტრალური პოლიკლინიკის ფართის გარემონტება სადაც განთავსდება როგორც პოლიკლინიკური ასევე სტაციონარული ნაწილი. თანამედროვე ევრო რემონტით და დიაგნოსტიკური აღჭურვილობით, რომელიც ხუთ თვეში უნდა დამთავრდეს.
14-დეკემბერი-2009

ყულევში ხანძარი ლოკალიზებულია
ხანძრი გაჩნდა ყულევში, ტერმინალიდან 4 კილომეტრის მოშორებით. ხანძარს ხობის მუნიციპალიტეტის სახანძრო სამსახური სამი საათის განმავლობაში უშედეგოდ ებრძოდა. მოგვიანებით, ადგილზე სახანძრო მანქანები ფოთიდან გამოიძახეს. ცეცხლი ამჟამად ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 8 ჰექტარი მიწის ფართობი, ძირითადად მინდორი, რომელიც პირუტყვის საძოვრად გამოიყენებოდა. ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზი უცნობია.
03-დეკემბერი-2009

ხელისუფლება დროულად რეაგირებს მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაზე.
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის ი.ტყებუჩავას 2009 წლის 11 ნოემბრის წერილის საფუძველზე, რომელითაც სოფელ ზემო ქვალონის მოსახლეობა ითხოვდა ხობი-სენაკის გადასარბენზე სარკინიგზო გადასასვლელის მოწყობას, მიწისქვესა ელექტრო გაყვანილობის მიწის ზემოდან გადაყვანას და არსებული რკინიგზის ბაქნის შენობის მდგომარეობის შემოწმებას, ა/წლის 3 დეკემბერს სოფელ ზემო ქვალონში, აღნიშნული საკითხების შესწავლისა და გადაწყვეტის მიზნით შეიკრიბა შ.პ.ს ``საქართველოს რკინიგზა``-ს ინფრასტრუქტურის დირექტორის ბრძანებით შექმნილი კომისია, ტექნიკური სამსახურის უფროსის კ.კასარელის თავმჯდომარეობით. კომისიის მუშაობას ესწრებოდა გამგებელი ი.ტყებუჩავა. ადგილზე შემოწმების შედეგები აქტის სახით, არა უგვიანეს 7 დეკემბრისა წარედგინება შ.პ.ს ``საქართველოს რკინიგზის`` ინფრასტრუქტურის დირექტორს გ.გურგენიძეს. ზემო ქვალონის მოსახლეობა მათ მიერ დასმული საკითხების დროულად და დადებითად გადაწყვეტის მოლოდინშია.
02-დეკემბერი-2009

ხობის ღვთისმშობლის მიძიძინების ტაძარში დიაკონი იოანე მღვდლად ეკურთხა.
დღეს 2 დეკემბერს ხობის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლის ლოცვა-კურთხევით დიაკონი იოანე მღდვლად იკურთხა. საზეიმო რიტუალი მეუფე გრიგოლმა აღავლინა. მამა იოანე წირვა-ლოცვას ფოთის საკათედრო ტაძარში აღავლენს, კურთხევას ეპარქიის სამღვდელოება და მრევლი ესწრებოდა.