სოფლის მეურნეობის მინისტრი ხობს ეწვია
30 ნოემბერს სამუშაო ვიზიტით ხობის მუნიციპალიტეტს ეწვია საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბატონი ბაკურ კვეზერელი, მას დახვდნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი იგორ ტყებუჩავა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი კახა ჩანგელია. მინისტრმა დაათვალიერა რაიონში არსებული ციტრუსისა და დაფნის პლანტაციებში არსებული მოსავლიანობა.
30-ნოემბერი-2009
პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ხობიც განაშენიანდება
2009 წლის 30 ნოემბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხობის რაიონული ორგანიზაციის ინიციატივითა და არასამთავრობო ორგანიზაციის ``ახალგაზრდული საბჭო`` მხარდაჭერით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით თორმეტი მოციქულის სახელზე წელიწადში 12 ძირი ნერგის დარგვის აქციის ფარგლებში, 9 აპრილის ხეივანში დაირგო 200 ძირი აკაცია. აქციაში მონაწილეობა მიღეეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ მ.ჭოხონელიძემ, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ი.ტყებუჩავამ, მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებმა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა.
26-ნოემბერი-2009
,,ინტელქტთამაშები-2009“
,,ინტელექტთამაშები-2009“ იმართება ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდული საქმეთა სამსახურის საზოგადოებასთან და ახალგაზრდებთან ურთიერთობის საკითხების ხობის წარმომადგენლობის ეგიდით. პროგრამის მიზანია ახალგაზრდების ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოვლენა, ცოდნის გაღრმავება და კონკურეტუნარიან გარემოსთან ადაპტირება, მეგობრული ურთიერთობების გაბმა და თავისუფალი დროის სწორად ორგანიზება.... პროგრამა ხორციელდება ხობის მუნიციპალიტეტის მაშტაბით და მასში მონაწილეობას იღებენ შვიდი კაცისაგან შემდგარი ახალგაზრდა ინტელექტუალების ჯგუფები. პროექტი შედგება სხვადასხვა ნომინაციებისაგან. ახალგაზრდების ინტელექტუალური ცოდნის გაღრმავების მიზნით ერთ-ერთი ნომინაციაა-,,ჩემი მეზობელი ქვეყანა“ , რომელიც საქართველოს მეზობელი ქვეყნების შესახებ ცოდნის გაღრმავებას ითხოვს. დღეისათვის განიხილება თურქეთის რესპუბლიკა შემუშავებული ანკეტა ახალგაზრდებისაგან თურქეთის შესახებ მრავალგვარი ინფორმაციის მოგროვებას ითხოვს. თამაშები ტარდება ხობის მუნიციპალიტეტის ხუთ ზონაში: საჯიჯაოში, ქვემო ქვალონში, პირველ ხორგაში, პირველ მაისსა და ხობში. ზონებში გამარჯვებული გუნდები ფინალურ თამაშში შეხვდებიან ერთმანეთს. ფინალში გამარჯვებული გუნდები (1,2,3 ადგილის მფლობელები) დაჯილდოვდებიან თასებით ,,ინტელექტთამაშები“-2009-ს“ აფასებს ხუთი კაცისაგან შემდგარი ჟიური ორ ქულიანი სისტემით.
25-ნოემბერი-2009
პრეზიდენტის ჯილდოები წარჩინებულ მოსწავლეებსა და დამსახურებულ პედაგოგებს.
25 ნოემბერს ხობის განათლების რესურსცენტრის საკონფერენციო დარბაზში საზეიმო ვითარებაში გაიმართა 2008-2009 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებულებისათვის ოქროსა და ვერცხლის მედლებისა და საქართველოს პრეზიდენტის პროექტის ``ჩემი პირველი კომპიუტერის`` ფარგლებში გამარჯვებულთათვის პერსონალური კომპიუტერების გადაცემა. ასევე პედაგოგიური დამსახურებისათვის პრეზიდენტის ბრძანებულებით მინიჭებული ღირსების ორდენები გადაეცათ ხამისქურისა და საჯიჯაოს საჯარო სკოლის მასწავლებლებს: ნათელა კობახიძესა და ნუცა გვასალიას. ღონისძიებას უძღვებოდა განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი ქალბატონი ხათუნა გერგაია, აესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები: გამგებელი იგორ ტყებუჩავა, მოადგილეები გია გაწერელია, რალა ჩემია და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ჭოხონელიძე, რომლებმაც ჯილდოები გადასცეს წარჩინებულ მოსწავლეებსა და პედაგოგებს. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე-ახალგაზრდები და პედაგოგები დააჯილდოვა გამგეობს სიგელებით და უსურვა მათ შემდგომი წარმატებები.
24-ნოემბერი-2009
დასრულდა მიხეილ იოსავას სახელობის ტურნირი ბილიარდში
23 ნოემბერს ბილიარდის კლუბ ,,ბასაში“ დასრულდა რუსული აგრესიის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის მიხეილ იოსავას სახელობის რიგით მეორე ტურნირი. ფინალურ შეხვედრაზე გაიმარჯვა ხობელმა გოჩა კიზირიამ, მეორე ადგილი დაიკავა ოთარ სახურიამ, ხოლო მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა შარშანდელმა გამარჯვებულმა ლაშა კვაშილავამ. ტურნირის თანადაფინანსება მოხდა კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურისა და კერძო პირების მიერ. გამარჯვებულებს გადაეცათ საჩუქრები, მიხეილ იოსავას ოჯახმა პრიოზიორებს გადასცა ხატი.
16-ნოემბერი-2009
ბილიარდის ტურნირი ხობში
დღეს 16 ნოემბერს ბილიარდის კლუბ ,,ბასაში“ სტარტი აიღო რუსული აგრესიის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის მიხეილ იოსავას სახელობის რიგით მეორე ტურნირმა. ტურნირში მონაწილეობას ღებულობს 32 მონაწილე. ტურნირი გაიმართება ოლიმპიური სისტემით, ხოლო 23 ნოემბერს მიშიკოს დაბადების დღეს გაიმართება ფინალური შეხვედრები.
13-ნოემბერი-2009
,,ახალგაზრდული მოძრაობა-ჩვენი თაობა-ს“ პრეზენტაცია ხობში
13 ნოემბერს 15 საათზე ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში გაიმართა ,,ახალგაზრდული მოძრაობა-ჩვენი თაობა“ -ს პროექტის პრეზენტაცია. თემა: სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის დაწყება სამეგრელოს რეგიონში, ქალაქ ხობში. პროექტის სახელწოდებაა ,,ახალგაზრდული საბჭო“ -მედიატორი საზოგადოებასა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის.“ პრეზენტაციას დაესწნენ ხობის რაიონის სოფლის რწმუნებულები, გამგეობის თანამშრომლები და მოქალაქეები, ასევე ,,ახალგაზრდულ საბჭოში“ უკვე გაწევრიანებული 70 ახალგაზრდა. ამას მიესალმა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი იგორი ტყებუჩავა, მან ახალგაზრდულ მოძრაობას მხარდაჭერა , თანადგომა და თანამშრომლობა აღუთქვა.
12-ნოემბერი-2009
ღვაწლმოსილი ადამიანების იუბილე ხობში
11 ნოემბერს ხობის კულტურის სასახლის დიდ საკონცერტო დარბაზში მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით გაიმართა დამსახურებული და ღვაწლმოსილი ადამიანების ქალბატონ მერი აბრამიასა და ფოლკლორული ანსამბლ ,,კოლხეთის“ წევრის ბატონ რეზო თოდუას საიუბილეო-შემოქმედებითი საღამო. ღონისძიებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის ხემძღვანელობა , გამგებელი იგორი ტყებუჩავა, საპატიო სტუმარი აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელი გურამ გუნავა, ხობის საზოგადოებრიობის წარმომადგენლები. გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ იუბილარები ხობის მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის გაწეული ხანგრძლივი და ნაყოფიერი შრომისა და მიღწეული საზოგადოებრივი აღიარებისათვის დააჯილდოვა გამგეობის მადლობის სიგელით და ფასიანი საჩუქრებით. ქალბატონ მერი აბრამიას და ბატონ რეზო თოდუას დაბადების 80 და 70 წლის იუბილე მიულოცეს და მოღვაწეობისათვის მადლობა გადაუხადეს ხობის საზოგადოების წარმომადგენლებმა.
09-ნოემბერი-2009
დაინიშნა:
კახა ბუკია ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის #490 ბრძანების საფუძველზე გამგებლის თანაშემწედ. იურა ბუკია ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის #505 ბრძანების საფუძველზე გამგეოიბის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსად. სოსო ჭანტურია ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბრძანების #391 საფუძველზე სოფელ გურიფულში გამგეობის რწმუნებულად. შორენა ბერაია ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბრძანების #453 საფუძველზე დაინიშნა სოფელ ჭალადიდში გამგეობის რწმუნებულად
07-ნოემბერი-2009
დასრულდა რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპული პოლიციელის რამაზ კიტიას სახელობის ტურნირი.
14 ოქტომბერს სტარტი აიღო და 6 ნოემბერს დასრულდა ტრაგიკულად დაღუპული პოლიციელის რამაზ კიტიას სახელობის თასის გათამაშება მინი-ფეხბურთში, რომლის ფინალი გაიმართა სოფელ ხიბულაში მისივე სახელობის სტადიონზე. შეჯიბრებაში მონაწილეობდა 10 გუნდი ორ ჯგუფად. ფინალი დამთავრდა გამგეობის გუნდის გამარჯვებით , მეორე ადგილზე გავიდა ჯანდაცვის გუნდი, ხოლო მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა პოლიციასთან არსებული ფეხბურთელთა გუნდი. გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ საპატიო სიგელები და რამაზ კიტიას სახელობის თასი.
04-ნოემბერი-2009
შეხვედრა მოსახლეობასთან.
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი იგორ ტყებუჩავა მუნიციპალიტეტის სამსახურის უფროსებთან ერთად სოფელ ყულევში შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე სოფელ ზემო ქვალონისა და სოფელ პირველი მაისის მოსახლეობას. დიალოგის მიზანს წარმოადგენს სოფლის პრობლემების გამოვლინება და მომავალ ბიუჯეტში მათი ასახვა, შესაბამისად პრობლემების მოგვარება. შეხვედრები გაგრძელდება მუნიციპალიტეტის სხვა დანარჩენ სოფლებშიც.
03-ნოემბერი-2009
მიმდინარეობს რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპული პოლიცილელის რამაზ კიტიას სახელობის ტურნირი.
14 ოქტომბერს სტარტი აიღო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ტრაგიკულად დაღუპული პოლიციელის რამაზ კიტიას სახელობის თასის გათამაშებამ . მინი-ფეხბურთში, შეჯიბრებაში მონაწილეობდა 10 გუნდი ორ ჯგუფად. ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს გამგეობის, პოლიციის, ჯანდაცვისა და განათლების ცენტრის ფეხბურთელებმა. გამგეობისა და განათლების ცენტრის გუნდებს შორის შეხვედრა დამთავრდა გამგეობის გუნდის გამარჯვებით , ხოლო მეორე ნახევარ ფინალში გავიდა პოლიციასთან არსებული ჯანდაცვასთან არსებული ფეხბურთელთა გუნდი.ამრიგად ფინალში ითამაშებენ ჯანდაცვისა და გამგეობის გუნდები.მესამე ადგილისათვის იბრძოლებს განათლების ცენტრისა და პოლიციის გუნდები.მატჩი გაიმართება სოფელ ახალ ხიბულაში.
01-ნოემბერი-2009
შეხვედრა ხობელ მსოფლიო ჩემპიონებთან.
31 ოქტომბერს ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოების შეხვედრა გამოჩენილ სპორტსმენებთან.ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონებთან მკლავჭიდში გენადი კვიკვინიასთან და ბერძნულ ჭიდაობაში ევროპის პრიზიორთან მანუჩარ ცხადაიასთან.შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი იგორი ტყებუჩავა და ხობის ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ჭოხონელიძე. ქალაქ ხობში რწმუნებული კარლო ჯობავა. ორივე ჩემპიონს 300-300 ლარი გადაეცა.დაჯილდოების ცერემონიალზე გაიმართა კონცერტი