2009 წლის სექტემბრის არქივი


მანუჩარ ცხადაიამ მსოფლიოს ჩემპიონატში ვერცხლის მედალი მოიპოვა.
დანიის ქალაქ ჰერნინგში დასრულდა მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი. 27 სექტემბერს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი - ხობელი მანუჩარ ცხადაია 66 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალში აზერბაიჯანელ ფარიდ მანსუროვს შეხვდა. მსაჯების აშკარა უსამართო გადაწყვეტილების შედეგად, ქართველი მოჭიდავე 0:2 (0:1, 0:1) დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
21-სექტემბერი-2009

ალექსანდრე ბასილაიას ბენეფისი ხობში
20 სექტემბერს ხობის 4-საერთაშორისო ფესტივალი დაიხურა. საღამოს 22-საათზე გაიმართა კომპოზიტორ ალექსანდრე ბასილაიას შემოქმედებისადმი მიძღვნილი კონცერტი. კონცერტში მონაწილეობდნენ ანსამბლი ,,ივერია“, მომღერლები: დათო ხუჯაძე, ბესიკ კალანდაძე, ლაზი მომღერალი თურქეთიდან ბაიარ შაჰინი და სხვა შემსრულებლები უცხოეთიდან. კონცერტი გაიმართა ღია ცის ქვეშ, რომელსაც მრავალრიცხოვანი მაყურებელი დაესწრო კონცერტს ასევე ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები დედაქალაქიდან : კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი, გომარ სიხარულიძე, ანზორ ერქომაიშვილი, პროფესორი ვახტანგ როდონაია. რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები და საზოგადო მოღვაწეები. ალექსანდრე ბასილაიას შემოქმედებითი წარმატებები უსურვეს და საზოგადოებას სიტყვებით მიმართეს საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,ხობის“ დამფუძნებელმა და ფესტივალის ორგანიზატორმა. დეპუტატმა გოდერძი ბუკიამ და ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორი ტყებუჩავამ . კომპოზიტორი ალექსანდრე ბასილაია არჩეულ იქნა ხობის საპატიო მოქალაქედ. ფესტივალი ,,სიმღერა სამეგრელოზე“ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება ხობის კულტურულ ცხოვრებაში, რომელმაც უდიდესი მუსიკალური სიამოვნება მიანიჭა მაყურებელს.
20-სექტემბერი-2009

გაიხსნა ხობის IV საერთაშორისო ფესტივალი `სიმღერა სამეგრელოზე.~
19 სექტემბერს, ქ. ხობში გაიხსნა ხობის IV საერთაშორისო ფესტივალი `სიმღერა სამეგრელოზე.~ ფესტივალის ორგანიზატორია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი `ხობი~-ს დამფუძნებელი, ხობის მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ბუკია. 14:00 საათზე ფესტივალი გაიხსნა ძუკუ ლოლუას სახელობის ქართული ხალხური სიმღერების მუზეუმში, სადაც გაიმართა ფესტივალისათვის მომზადებული მასალების პრეზენტაცია და გიორგი მთაწმინდელის დაბადების 1000 წლისთავისადმი მიძღვნილი ექსპოზიციისა და ახალგაზრდა ფოლკლორისტთა და მუსიკათმცოდნეთა ორდღიანი სამეცნიერო კონფერენციის გახსნა. 17:00 საათზე ქალაქის ცენტრში ფესტივალი დაიწყო ბავშვთა შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტით. 20:00 საათზე კი ხეთის თეატრონზე გაიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ფოლკლორული კოლექტივების კონცერტი, სადაც ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს და უცხოეთის წამყვანი ფოლკლორული ანსამბლები, მომღერლები შევეიცარიიდან, ა.შ.შ-დან, გერმანიიდან, ლაზი მომღერალი თურქეთიდან ბაიარ შაჰინი. ანსამბლი `რუსთავი~ ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით. ფესტივალს ესწრებოდა საქართველოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. 20:00 საათი ქ.ხობის ცენტრში გაიმართა ახალგაზრდაზრდული დისკოთეკა, სადაც მონაწილეობა მიიღეს მომღერლებში დათო ხუჯაძემ, ბესიკ კალანდაძემ, თემურ და ელზა ბოჯგუებმა და სხვებმა. დღეს 20:00 საათზე გაიმართება კომპოზიტორის, ანსამბლ `ივერიის~ ხელმძღვანელის ალექსანდრე ბასილაიას შემოქმედებითი საღამო-ბენეფისი.
18-სექტემბერი-2009

ხობელი ფეხბურთელი საქართველოს გოგონათა ფეხბურთის ნაკრებში მიიწვიეს.
19 წლამდე გოგონათა შორის საქართველოს ნაკრები ფეხბურთში (მთ. მწვრთნელი გელა ინალიშვილი) ევროპის შესარჩევ ტურნირში თურქეთის რესპუბლიკაში ქ.იზმირში გაემგზავრნენ , ტურნირში ასევე მონაწილეობას ღებულობენ საფრანგეთის, სერბეთისა და თურქეთის გუნდები. ტურნირი გაიმართბე 19-24 სექტემბერს, სადაც საქართველოს ნეკრების შემადგენლობაში მიწვეულია ხობის სასპორტო სკოლის ფეხბურთელი თამარ კვარაცხელია (მწვრთნელი ზურაბ ლატარია).
18-სექტემბერი-2009

19 სექტემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხობს ეწვევა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამეგრელოს ეწვია .უწმინდესი დღეს დილით ზუგდიდში მშენებარე ტაძარს მოინახულებს, 12:00 საათზე კი წალენჯიხაში ფერისცალების ეკლესიას მოილოცავს. მისივე ინფორმაციით, დღესვე, დღის მეორე ნახევარში პატრიარქი ზუგდიდში დაბრუნდება, სადაც ნიკო დადიანის სასახლეში ინტელიგენციის წარმომადგენლებს შეხვდება. საღამოს კი ზუგდიდში დაგეგმილი კონცერტს დაესწრება. ხვალ კი, 11:00 საათზე უწმინდესი ზუგდიდის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის, რის შემდეგაც ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზიას ეწვევა. ხვალვე, 20:00 საათზე კი ხობში გაემგზავრება, სადაც დაესწრება მეოთხე საერთაშაროსო მუსიკალურ ფესტივალს ``სიმღერა სამეგრელოზეს.``
17-სექტემბერი-2009

ხობელმა მკლავჭიდელმა გენადი კვიკვინიამ მსოფლიო ჩემპიონატზე მედალი მოიპოვა
იტალიის ქალაქ როსოლინაში 7-12 სექტემბერს გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მკლავჭიდში საქართველოს ნაკრების წარმომადგენლებმა 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლეს. მსოფლიოს ჩემპიონატი სხვადასხვა ასაკობრივ დონეებზე ჩატარდა. დიდებში 110 კგ. წონით კატეგორიაში მემარჯვენეებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი ხობელი გენადი კვიკვინია გახდა.
14-სექტემბერი-2009

19-20 სექტემბერს სამეგრელო მეოთხედ უმასპინძლებს ხობის ტრადიციულ საერთაშორისო ფესტივალს ,,სიმღერა სამეგრელოზე“
ფესტივალი, საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდ ,,ხობის“ პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, ბატონ გოდერძი ბუკიას ინიციატივითა და ხელშეწყობით 2003 წელს დაფუძნდა და ტარდება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ. ფესტივალი 14 საათზე ძუკუ ლოლუას სახელობის ქართული ხალხური სიმღერის ხობის მუზეუმში გაიხსნება, სადაც ფესტივალისათვის მომზადებულ ნაბეჭდ, ვიდეო და აუდიო პროდუქციის პრეზენტაციასთან ერთად უდიდესი ქართველი მოღვაწის გიორგი მთაწმინდელის დაბადებიდან 1000 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილია ბარელიეფის გახსნა. ამავე იუბილეს ეძღვნება ახალგაზრდა ფოლკლორისტთა და მუსიკათმცოდნეთა სამეცნიერო კონფერეცია, რომელიც მუზეუმში 15 საათიდან დაიწყება. ფესტივალის პირველ დღეს, საღამოს 20 საათზე ხეთის თეატრონი ფოლკლორულ კოლექტივებს უმასპინძლებს. კონცერტზე მონაწილეობას მიიღებენ საქართველოსა და მსოფლიოს წამყვანი ფოლკლორული კოლექტივები და შემსრულებლები. ამავე დღეს ზუგდიდში ჩატარდება საესტრადო კონცერტი ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით. ფესტივალის მეორე დრეს 16 საათზე ხობში გაიმართება ბავშვთა გუნდების ოლიმპიადა, ხოლო საღამოს 20 საათზე ხეთის თეატრონში შედგება ქართული ესტრადის განუმეორებელი ოსტატის, მაესტრო ალექსანდრე ბასილაიას შემოქმედებითი საღამო. 19-20 სექტემბერს საღამოს 22 საათზე ფესტივალის პროგრამით ქალაქ ხობის ცენტრში გაიმართება ახალგაზრდული დისკოტეკა. წინა წლებში გამოცემულ უნიკალურ მონოგრაფიებსა და კომპაქტდისკებს წელს შეემატა: გამოცემები-მონოგრაფია ალექსანდრე ბასილაიაზე, ძუკუ ლოლუას სახელობის ქართული ხალხური სიმღერის ხობის მუზეუმის ბუკლეტი ბროშურა სამეგრელოს ექვს საუკეთესო ლოტბარზე, ბროშურა გიორგი მთაწმინდელზე და კომპაქტისკები-ქართულ-(მეგრული)-აფხაზური სიმღერები, სპეციალურად მეოთხე ფესტივალისათვის მიძღვნილი სიმღერა ,, ჩქიმი ჯიმა ძუკუ ლოლუა“, ალექსანდრე ბასილაიას რჩეული სიმღერები, მესამე ფესტივალის დასკვნითი კონცერტის ვიდეოჩანაწერი. წლევანდელი ფესტივალის ორგანიზატორები არიან: საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი ,,ხობი“ „(პრეზიდენტი გოდერძი ბუკია), ქართული სიმღერის საერთაშორისო ცენტრი (ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი), საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაცია სამეგრელო-ზემო სვანეთში, ხობის რაიონის საკრებულო და გამგეობა. ხობის საერთაშორისო ფესტივალი ,, სიმღერა სამეგრელოზე“ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია 2-ის ლოცვა -კურთხევით ტარდება.
14-სექტემბერი-2009

ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წლის დაწყება ზეიმით აღნიშნა
ხობის პირველი და მეორე საჯარო სკოლებს, ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით ესტუმრნენ გამგებელი იგორ ტყებუჩავა, გამგებლის მოადგილე რალა ჩემია, რესურსცენტრის დირექტორი ხათუნა გერგაია. მათ მოსწავლეებს მიულოცეს ახალი სასწავლო წლის დაწყება, ასევე წარმატებები ეროვნულ გამოცდებში გამარჯვებულ აბიტურიენტებს. გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ განსაკუთრებული პატივისცემით მიულოცა დღევანდელი დღე პირველ საჯარო სკოლის პედაგოგს ანა იოსავას, რომელიც რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ გამოჩენილი მამაცობისათვის, სამშობლოს წინაშე სამოქალაქო თავდადებისა და ღირსეული ქმედებისათვის დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებისათვის გამოყოფილია 100 მერხი, პირველკლასელები ტრადიციულად მიიღებენ პრეზიდენტის საჩუქარს, მათ გადაეცემათ ჩანთები და სახელმძღვანელოები. სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ პირველკლასელი მოსწავლეები მიიღებენ დახმარებას 100ლარის ოდენობით. ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ახალ სასწავლო წელს სწავლას დაიწყებს 380 პირველკლასელი
11-სექტემბერი-2009

დაინიშნა:
ზაზა კუპრეიშვილი- გამგეობის წვევანდელთა, რეზერვისტთა, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად. სოსო ჭანტურია გამგეობის რწმუნებულად სოფელ გურიფულში. სევერიან ბუკია სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამეგრელო-სვანეთის სამხარეო სამმართველოს მთავარ სპეციალისტად ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
10-სექტემბერი-2009

ხიდი ჭანისწყალზე-საჯიჯაოელთა ახდენილი საუკუნოვანი ოცნება.
2009 წლის ოქტომბერში ექსპლუატაციაში შევა საჯიჯაო-ნარაზენის დამაკავშირებელი ხიდი. ეს კომუნიკაცია 17 კმ-ით შეამცირებს გასასვლელ გზას. 2,5 მილიონი ლარის ღირებულების 232 მეტრი სიგრძის ხიდის მშენებლობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტია მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს განხორციელებულ პროექტებს შორის.
09-სექტემბერი-2009

ნაპირსამაგრი სამუშაოები მალე დაიწყება.
სამი დიდი მდინარე, რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გავლით შავ ზღვაში ჩაედინება, ხშირი წვიმების შედეგად მოსახლეობისათვის საფრთხის მომცველი აღმოჩნდა. განსაკუთრებით წლევანდელმა წყალდიდობამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა რამდენიმე სოფელს, სამწუხაროდ დღემდე ვერ ხერხდება ადიდებული მდინარის შედეგად გარღვეული ნაპირების, დაზიანებული ხიდების, ხიდ-ბოგირებისა და გზების აღდგენა, რის გამოც, მუნიციპალიტეტის ცენტრს მოწყვეტილია ძველი ხიბულისა და გაღმა საჯიჯაოს მოსახლეობა,რომელთაც შემოვლითი გზებით მოუწევს სიმინდის მოსავლის გამოტანა და დაბინავება. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის და იფრასტუქტურის განვითარების სამსახურის უფროსის ირაკლი ჯგერენაიას ინფორმაციით გამგეობამ ოპერატიულად განახორციელა ყველა საჭირო და აუცილებელი ღონისძიებები აღდგენითი სამუშაოებისათვის საჭირო სახარჯთახრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად. ბატონმა ირაკლიმ იმედი გამოთქვა, რომ დაფინანსებაში შექმნილი მძიმე მდგომარეობა გამოსწორდება და ბიუჯეტით კუთვნილი თანხების მიღებისთანავე სამუშაოები ოპერატიულად დაიწყება.
08-სექტემბერი-2009

ხობის მუნიციპალიტეტში ხორციელდება საშემოდგომო გაწვევა.
საქართველოს პრეზიდენტის #510 ბრძანებულების შესრულების მიზნით ხორციელდება 2009 წლის საშემოდგომო გაწვევა. გაწვევა მიმდინარეობს 2 მიმართულებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს გასამხედროებული ქვედანაყოფებისათვის. გაწვევას ექვემდებარება 18-27 წლამდე ასაკის მოქალაქეები. საშემოდგომო გაწვევის გეგმა-დავალება ხობის გაწვევისადა მობილიზაციის სამსახურებისათვის შეადგენს 20 წვევანდელს. გრაფიკის მიხედვით გაწვევა განხორციელდა მიმდინარე წლის 1 სექტემბერს. ხობის გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურმა ცენტრალურ საექიმო კომისიას წარუდგინა 16 წვევანდელი. დღეის მდგომარეობით იუსტიციის სამინისტროს გასამხედროებული ქვედანაყოფებისათვის ჩარიცხულია 13 წვევანდელი, ხოლო რაც შეეხება შ.ს.ს -თვის წარსადგენ წვევანდელებს მათი გაწვევა განხორციელდება მიმდინარე წლის 28 სექტემბერს.
07-სექტემბერი-2009

პირველ ხორგაში მიმდინარეობს იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის მშენებლობა.
პირველ ხორგაში მიმდინარეობს იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის მშენებლობა, რომლის განხორციელება ხდება ქველმოქმედებისა და შემოწირულობების ხარჯზე.
06-სექტემბერი-2009

შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, დევნილთა და იძულებთ გადაადგილებულ პირთა საქმეთა სამსახურის მიერ აგვისტოს თვეში სოციალური და ჯანდაცვის პაკეტით გაწეული დახმარების შესახებ
შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, დევნილთა და იძულებთ გადაადგილებულ პირთა საქმეთა სამსახურის მიერ აგვისტოს თვეში სოციალური და ჯანდაცვის პაკეტით გაეწია დახმარბა –27 ახალშობელის ოჯახს 2700 ლარი; –1 გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახს –250 ლარი –11 ავადმყოფზე დახმარება – 3268 ლარი; –797 უმწეო ბენეფიციარის მეორე კვარტალის წყლის სუბსიდია–2821 ლარი; –ჯანდაცვის მუნიციპალური პაკეტით 57 უბნის მედდების მომსახურებაზე ივნის–აგვისტოს თვის –2080 ლარი.
05-სექტემბერი-2009

ზენი თუ საჯიჯაო?
მოხდა ისე, რომ დღემდე საჯიჯაოს ტოპონომიკას ცვლილება არ შეეხო და სახელწოდება დარჩა ამ სოფლის ერთ ნაწილში XVII საუკუნიდან ჩასახლებული ჯიჯავების გვარის პატივსაცემად. საჯიჯაოელებს ეს გვარი და სოფლის სახელწოდება დღემდე არაფერს ეუბნება, გარდა იმისა, რომ ისინი თავადები იყვნენ. მათ არ იციან ამ გვარის ცოდვა-მადლიანი ცხოვრება, ნაღვაწი და დამსახურება სოფლის წინაშე. ამჟამად სოფელში ამ გვარის მატარებელი არც ერთი პიროვნება არ ცხოვრობს. სოფლის სულიერ ფასეულობათა დაბრუნებისა და ისტორიული სახელწოდების აღდგენის მიზნით საინიციატივო ჯგუფის წინადადებას, სოფელში ჩატარებულ გამოკითხვას პასუხი უნდა გაეცა კითხვაზე თუ ვინ იყო მომხრე ობიექტური კანონზომიერების აღდგენის. სოფლის მთელი მოსახლეობის საჯიჯაო-გაღმა საჯიჯაოს ჩათვლით 75 %-მა ანუ 1551 კაცმა მოითხოვა სოფელს დამკვიდრებოდა ის სახელი, რომელიც მას ოდითგან ეწოდებოდა-ზენი. ზენი (რზენი) მაღლობებს შორის მოქცეულ შედარებით სწორ ვაკე ადგილს ნიშნავს და ზუსტად ესადაგება სოფლის დღევანდელი ცენტრის მდებარეობას.
02-სექტემბერი-2009

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეფექტის ტრაგიკულად დაღუპული თენგიზ ქაჯაიას სახელობის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ფეხბურთში.
1 სექტემბერს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს ცენტრალურ სტადიონზე დასრულდა ეროვნული გმირის ხობის პირველი პრეფექტის თენგიზ ქაჯაიას სახელობის ტურნირი ფეხბურთში. ტრადიციული ტურნირი, რომელიც უკვე მე-5 წელი ტარდება წელს დაიწყო 24 აგვისტოს, რომელიც დასრულდა პირველ სექტემბერს. ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ ნოჯიხევისა და საჯიჯაოს საფეხბურთო გუნდები, რომელიც საჯიჯაოს გუნდის გამარჯვებით დამთავრდა. ტურნირის მონაწილეები დაჯილდოვდნენ საპატიო სიგელებით. მინიციპალიტეტის გამგებელმა ბატონ იგორ ტყებუჩავამ მონაწილეებს აღუთქვა, რომ ტურნირი გაგრძელდება და უფრო ფართო მაშტაბის ხასიათს მიიღებს. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ფასიანი საჩუქრებით. ტურნირის დასასრულს სოფელში ჩატარდა კონცერტი სადაც ესწრებოდნენ , როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები ისე რაიონის ხელმძღვანელები და მოწვეული სტუმრები.
01-სექტემბერი-2009

2:0 ხობელების სასარგებლოდ
31 აგვისტოს ხობის ცენტრალურ სტადიონზე შედგა საქართველოს პირველობისთვის მეორე ტურის მატჩი პირველი ლიგის გუნდებს შორის, ხობის კოლხეთმა უმასპინძლა ლაგოდეხის ,,ჰერეთს“. ხობელმა ფეხბურთელებმა წარმატებით ითამაშეს და გაიმარჯვეს 2;0. გოლები გაიტანეს თორნიკე ღლონტმა და გელა ლომაიამ. მორიგ კალენდარულ შეხვედრას ,,კოლხეთი“ გამართავს 6-სექტემბერს ქალაქ ახალციხეში ადგილობრივ ,,მესხეთთან“.
01-სექტემბერი-2009

საზაფხულო ბანაკების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ხობელი მოსწავლე, ნიკა კემულარია ლონდონში ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებზე გაემგზავრება
“ოკუპაციის კვირეულში” გამარჯვებულმა ხობის #1 საჯარო სკოლის რვა მოსწავლემ და კონკურს `ალუბლობაში~ გამარჯვებულმა ხობის #2 საჯარო სკოლის ერთმა მოსწავლემ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოწვევით 5-25 აგვისტოს წყალტუბოს ენის საზაფხულო სკოლაში ინგლისური ენის კურსები გაიარა. აღნიშნულ ბანაკში ინგლისური ენის სწავლების კურსს გადიოდნენ სხვადასხვა საგანმანმანათლებლო პროექტებში გამარჯვებული მოსწავლეები საქართველოს რეგიონებიდან. საქართველოს მასშტაბით ინგლისური ენის სწავლების კურსი 3 ეტაპად ჩატარდა და მასში 1 000 მოსწავლე მონაწილეობდა. 1 000 მოსწავლიდან შეირჩა 56 მოსწავლე, რომლებმაც საზაფხულო სკოლებში სწავლებისას ყველაზე მაღალი შედეგები აჩვენეს. მათ შორის არის ხობის #1 საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკა კემულარია, რომელიც სექტემბრის თვეში ინგლისში ოქსფორდში ორკვირიან სწავლების კურსს გაივლის.