შეიქმნა ხობის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდი WWW.KHOBI.GE


 
შეიქმნა ხობის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდი, რომლის დანიშნულებაა მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის, პერსპექტიული განვითარების, თვითმმართველობის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების შესახებ ოფიციალური ინფორმაციის ოპერატიული მიწოდება მოსახლეობისათვის, ყველა დაინტერესებული პირისა და ორგანიზაციისათვის.
ჩვენს ვებ-გვერდზე არსებულ ბმულების საშუალებით შეგიძლიათ გადახვიდეთ საქართველოს როგორც საკანონმდებლო  ისე აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ჩვენი რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე.
ვებ-გვერდი უზრუნველყოფს მუდმივ კავშირს თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობასთან, დაინტერესებულ პირებთან, ორგანიზაციებთან, საწარმოებთან, იურიდიულ პირებთან, რომელთაც აქვთ საშუალება შეუფერხებლად მიმართონ და მიაწოდონ წინადადებები თვითმმართველობის ორგანოებს და თანამდებობის პირებს არსებული მიმდინარე პრობლემებისა და მისაღები გადაწყვეტილებათა პროექტების შესახებ.
ვებ-გვერდი არის უნიკალური შესაძლებლობა რათა ხარისხობრივად  გაუმჯობესდეს ადგილობრივი საზოგადოებრივი მომსახურეობა, უზრუნველყოფილიქნას თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა თანამონაწილეობა საზოგადოების ინტერესებისა და მოთხოვნილებების მაქსიმალური გათვალისწინებით.
ჩვენ ველით თქვენს საქმიან გამოხმაურებებს, კავშირურთიერთობებსა და ურთიერთქმედებებს.
წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისათვის.



ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის ინფორმაციის უზრუნველყოფისა  და საზოგადოებასთან  ურთიერთობის  განყოფილება