ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის იგორ ტყებუჩავას სიტყვა 2009 წლის ცოტნეობაზე

ძვირფასო ხობელებო, პატივცემულო სტუმრებო!

გილოცავთ ცოტნეობას, საეკლესიო-სახალხო დღესასწაულს, ერისა და ეკლესიის წინაშე თავდადებული მოღვაწის, სამშობლოს ერთიანობის სიმბოლოს, საქართველოს ეროვნული გმირის ცოტნეს ხსენების დღეს.
ჩვენ, ხობელები მისი ბრწყინვალე ღვაწლის დაფასების აღსანიშნავად ტრადიციულ ზეიმს ცოტნეს საშვილიშვილო ამაგის დასტურად მივიჩნევთ.
დარწმუნებული ვართ კოლხი რაინდის გმირობაზე მთელი თაობები გაიზრდებიან.
ჩვენთვის საამაყოა, რომ სახალხო დღესასწაულში მონაწილეობს მრავალი დელეგაცია და საპატიო პირი, სტუმრები დედაქალაქიდან, აჭარიდან, მეზობელი რაიონებიდან და ქ. ფოთიდან.
მადლობა მათ ცოტნეობის ტრადიციულ ზეიმში მონაწილეობისა და მხარდაჭერისათვის.
ჩვენ მოკრძალებით  მივესალმებით და მადლიერებით მივმართავთ ხობისა და ფოთის ეპარქიის მიტროპოლიტს მეუფე გრიგოლსა და ზეიმში მონაწილე ყოვლად მაღალუსამღვდელოესობას დღევანდელი დღის მაღალ ორგანიზებულობისათვის.
მადლობა ხობელებს ერთად დგომისა და მხარდაჭერისათვის.
კიდევ ერთხელ, გილოცავთ ბრწყინვალე დღესასწაულს. ვულოცავ ქვეყნის პრეზიდენტს ბატონ მიხეილ სააკაშვილს, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს და მთელ საქართველოს. 
და ბოლოს, ნება მიბოძეთ ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელით კოლხური ცივილიზაციის, კოლხეთის ისტორიის კვლევის, პროპაგანდისა და გავრცელების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის საპატიო სიგელით დავაჯილდოვო: რეზო პაპუაშვილი, ალეკო დოლბაია, დარეჯან კვარაცხელია, ზურაბ აბრალავა, რუსლან რუსია, გოგიტა ჩიტაია, ასევე მინდა მივულოცო დღევანდელი დღე და ვუსურვო ახალი გამარჯვებები მათ საქმიანობაში.           

  12.08.2009