ცოტნეობა 2009



12 აგვისტოს ქ.ხობში გაიმართა ტრადიციული საეკლესიო-საერო დღესასწაული ``ცოტნეობა`` ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში წმიდა ცოტნე აღმსარებლის სულის მოსახსენიებლად წირვა აღავლინა ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა. ტაძრის მიმდებარე ტყე-პარკში მოეწყო ხალხური შემოქმედების ნიმუშების გამოფენა-დათვალიერება. აქვე იყო გამოფენილი ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მნიშვნელოვანი მასალები. 15:00 საათზე ტყე პარკში წარმოდგენილ იქნა კოლხური ეთნოგრაფიული ფრაგმენტები: მეგრულ ფაცხებში დღესასწაულის მონაწილეებს ტრადიციული სამზარეულო მასპინძლობდა. 17:00 საათზე გაიმართა ცოტნეობისადმი მიძღვნილი მუსიკალური კომპოზიცია. ცოტნეობის დღესასწაულს ხობის მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი იგორ ტყებუჩავა, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ჭოხონელიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებიდან მოწვეული სტუმრები; აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელი გურამ გუნავა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი მამუკა ქარდავა, ფოთის, ზუგდიდის, ჩხოროწყუს, სენაკის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. ფაზისის აკადემიის ვიცე პრეზიდენტი ხობის საპატიო მოქალაქე ნუგზარ ნადარაია, ხობის საპატიო მოქალაქე ვაჟა ეგრისელი. ``ცოტნეობის`` მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ: ძვირფასო ხობელებო, პატივცემულო სტუმრებო! გილოცავთ ცონტეობას, საეკლესიო-სახალხო დღესასწაულს, ერისა და ეკლესიის წინაშე თავდადებული მოღვაწის, სამშობლოს ერთიანობის სიმბოლოს, საქართველოს ეროვნული გმირის ცოტნეს ხსენების დღეს. ჩვენ, ხობელები მისი ბრწყინვალე ღვაწლის დაფასების აღსანიშნავად ტრადიციულ ზეიმს ცოტნეს საშვილიშვილო ამაგის დასტურად მივიჩნევთ. დარწმუნებული ვართ კოლხი რაინდის გმირობაზე მთელი თაობები გაიზრდებიან. ჩვენთვის საამაყოა, რომ სახალხო დღესასწაულში მონაწილეობს მრავალი დელეგაცია და საპატიო პირი, სტუმრები დედაქალაქიდან, აჭარიდან, მეზობელი რაიონებიდან და ქ. ფოთიდან. მადლობა მათ ცოტნეობის ტრადიციულ ზეიმში მონაწილეობისა და მხარდაჭერისათვის. ჩვენ მოკრძალებით მივესალმებით და მადლიერებით მივმართავთ ხობისა და ფოთის ეპარქიის მიტროპოლიტს მეუფე გრიგოლსა და ზეიმში მონაწილე ყოვლად მაღალუსამღვდელოესობას დღევანდელი დღის მაღალ ორგანიზებულობისათვის. მადლობა ხობელებს ერთად დგომისა და მხარდაჭერისათვის. კიდევ ერთხელ, გილოცავთ ბრწყინვალე დღესასწაულს. ვულოცავ ქვეყნის პრეზიდენტს ბატონ მიხეილ სააკაშვილს, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს და მთელ საქართველოს. და ბოლოს, ნება მიბოძეთ ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელით კოლხური ცივილიზაციის, კოლხეთის ისტორიის კვლევის, პროპაგანდისა და გავრცელების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის საპატიო სიგელით დავაჯილდოვო: რეზო პაპუაშვილი, ალეკო დოლბაია, დარეჯან კვარაცხელია, ზურაბ აბრალავა, რუსლან რუსია, გოგიტა ჩიტაია, ასევე მინდა მივულოცო დღევანდელი დღე და ვუსურვო ახალი გამარჯვებები მათ საქმიანობაში. მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქეოლოგიური ექსპედიციების ხელმძღვანელობისა და კოლხეთის კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაციაში გაწეული ღვაწლისთვის ხობის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა არქეოლოგ, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორს ფაზისის აკადემიის ნამდვილ წევრს, ეროვნული მუზეუმის უფროსი თანამშრომელს, კოლხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელ რეზო პაპუაშვილს.