28-აგვისტო-2009
გილოცავთ მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს!
ხობის მუნიციპალიტეტი გილოცავთ მარიამობას! მიძინება ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა. მარიამობა. სიონობა. თაყვანისცემა ღმრთისმშობლის ხატთა: აწყურისა, გაენათისა, წილკნისა, მეტეხისა, ქვაბთახევისა, მოზდოკისა, ვლაქერნისა,ხობისა და სხვათა.
25-აგვისტო-2009
საფეხბურთო სეზონი გახსნილია
25 აგვისტოს ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა 2009-2010 წლების საფეხბურთო სეზონის გახსნითი მატჩი. დავით ყიფიანის თასის გათამაშების 1/16 ფინალურ მატჩში ერთმანეთს შეხვდნენ ხობის ``კოლხეთი`` და მარტვილის ``მერანი.`` მატჩის დაწყებამდე ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს მიესალმა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი იგორი ტყებუჩავა, შემდეგ გუნდის კაპიტანებმა საქართველოს ეროვნული ჰიმნის თანხლებით აღმართეს საქართველოს დროშა. მატჩი ჩატარდა სტუმართა უპირატესობით, საბოლოო ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა მარტვილის ``მერანმა`` და გავიდნენ მერვედფინალში.
24-აგვისტო-2009
ხობის კოლხეთი მუნიციპალიტეტის საკუთრებაა
შ.პ.ს ``საფეხბურთო კლუბ კოლხეთის`` საკუთრებაში არსებული 100 % წილი, დამატებითი ქონების სახით, თავის საკუთრებაში გადაეცა ხობის მუნიციპალიტეტს. საფეხბურთო კლუბი ``კოლხეთი`` დაფინანსებას მიიღებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
24-აგვისტო-2009
შეხვედრა საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის გარემოს დაცვის ჯგუფთან
24 აგვისტოს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შედგა შეხვედრა შ.პ.ს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გარემოს დაცვის ჯგუფსა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან, რომელიც ატარებდა საინფორმაციო ხასიათს აქვე გარემოს დაცვის ჯგუფმა წარმოადგინა საქართველოს მაგისტრალური გაზსადენი ``სენაკი -ფოთის`` ახალი 720 მმ დიამეტრის გაზსადენის მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში. მაგისტრალური გაზსადენი ``სენაკი-ფოთი``` გაივლის ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლების: საგვიჩიოს, ჭალადიდისა და პატარა ფოთის 26 კილომეტრიან მონაკვეთს. გაზსადენის მილი სავარაუდოდ გაივლის მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებზე, რომლებიც ხელშეკრულების საფუძველზე მიიღებენ შესაბამის კომპენსაციას. სოფლების ინტერესიდან გამომდინარე, გაზსადენის მილზე დამონტაჟდება სარქველები, რითაც სოფლებს მიეცემათ გაზიფიცირების საშუალება. კორპორაციის მხრიდან გათვალისწინებული იქნება გაზსადენის სამუშაოების შესრულების მოსალოდნელი არქეოლოგიური ფენების აღმოჩენის შემთხვევაში და მოწვეულნი იქნებიან სპეციალისტები დამკვირვებლების სახით.
21-აგვისტო-2009
ქარბობალა სოფელ პირველ გურიფულში
21 აგვისტოს დილის 4 -5 საათამდე ხობის რაიონ სოფელ პირველ გურიფულს ძლიერ წვიმასთან ერთად გადაუარა ქარბორბალამ, დაზიანებულია მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები-ახდილია სახურავები . დაზიანებულია მაღალი ძაბვის გადამცემი ბოძები, განადგურებულია სიმინდის ყანების მნიშვნელოვანი მონაკვეთი, წაქცეულია ხეები. სტიქიისაგან მიყენებული ზარალის შესასწავლად ადგილზე უკვე მუშაობენ მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურები.
19-აგვისტო-2009
საჯიჯაოელების დიალოგი ხელისუფლებასთან
19 აგვისტოს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი იგორი ტყებუჩავა საჯიჯაოს კულტურის სახლში შეხვდა სოფლის მოსახლეობას. შეხვედრას ესწრებოდნენ ხელმძღვანელები მუნიციპალიტეტის სამსახურებიდან და პოლიციის სამმართველოდან აგრეთვე სტუმრები დედაქალაქიდან:ისტორიის მეცნირებათა დოქტორები, პროფესორები თამაზ ბერაძე და გონერ არახამია. გამგებელი მიესალმა საჯიჯაოელებს , რომლებიც მობრძანდნენ დიალოგზე ხელისუფლებასთან მან აღნიშნა:,,.. რომ საჯიჯაო უძველესი კულტურისა და ტრადიციების მქონე ერთ-ერთი უდიდესი სოფელია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე , რომელსაც ყოველთვის მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა რეგიონის აღმშენებლობის საქმეში. ვარდების რევოლუციის შემდეგ სოფლის იერსახეც თვანათლივ შეიცვალა: გარემონტდა ადმ.შენობები: კულტურის სახლი, საშუალო სკოლა, ფუნქციონირება დაიწყო საბავშვო ბაღმა და საექიმო უბანმა, მოეწყო გარე განათება და მოხდა გზის რეაბილიტაცია. მიუხედავად ამისა ჯერ კიდევ მრავალი პრობლემაა დასაძლევი. დიდია სოციალურად შეჭივრებულთა და უმუშევართა რაოდენობა. მოსახლეობა პრობლემების მოსაგვარებლად ხელისუფლებას მოგვმართავს, გამგებელთან მიღების დღეებში მთხოვნელთა რიგებია, ასევე არის მოსახლეობის ნაწილი, რომელიც სხვა და სხვა მიზეზების გამო ვერ ახერხებს მუნიციპალიტეტში გამოსვლას. ამიტომ დღეს ჩამოვედი თქვენთან რათა მოგისმინოთ ადგილზე გავეცნოთ პრობლემებს. მივიღოთ რეალური და შესაძლებელი გადაწყვეტილებები ასევე თქვენთან ერთად დავგეგვმოთ ,სოფლად განსახორციელებელი აუცილებელი პროექტები, რომელიც მომავალი წლის ბიუჯეტით უნდა განხორციელდეს..“ საჯიჯოელებმა მადლიერება გამოხატეს ბოლო დროს განხორცილებული პროექტების შესახებ, მაგრამ ამასთან გამოთქვეს გულისტკივილი სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდებისა და ნაპირსამაგრი სამუშაოების დაგვიანებისა, საქონლის გახშირებული და გაუხსნელი ქურდობების გამო, დიდი უკმაყოფილება და უნდობლობა გამოითქვა სოციალური სუბსიდიების სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით. მოითხოვეს ზუბი-ჯაპიშაქრის გზისა და გაღმა საჯიჯაოს სკოლის რეაბილიტაცია, მინი_ სტადიონისა და მილხიდების გაშენება. მოსახლეობის მხრიდან დასმულ ყველა საკითხზე დამაჯერებელი ახსნა-განმარტებებით უპასუხეს მუნიციპალიტეტის სამსახურის უფროსებმა. საზოგადოებასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის საქმიანი დიალოგის ფორმატით შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება მიმდინარე და შესასრულებელი პროექტების დასაჩქარებლად და დროულად ჩაბარების შესახებ.რაც შეეხება მოთხოვნებს ახალი პროექტების განხორციელებაზე, გამგეობა მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ყველა აუცილებელი პროექტი მომავალი წლის ბიუჯეტში, შესაძლებლობების ფარგლებში ჰპოვებს ასახვას.
12-აგვისტო-2009
საეკლესიო-საერო დღესასწაული ``ცოტნეობა``
12 აგვისტოს ქ.ხობში გაიმართა ტრადიციული საეკლესიო-საერო დღესასწაული ``ცოტნეობა`` ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში წმიდა ცოტნე აღმსარებლის სულის მოსახსენიებლად წირვა აღავლინა ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა. ტაძრის მიმდებარე ტყე-პარკში მოეწყო ხალხური შემოქმედების ნიმუშების გამოფენა-დათვალიერება. აქვე იყო გამოფენილი ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მნიშვნელოვანი მასალები. 15:00 საათზე ტყე პარკში წარმოდგენილ იქნა კოლხური ეთნოგრაფიული ფრაგმენტები: მეგრულ ფაცხებში დღესასწაულის მონაწილეებს ტრადიციული სამზარეულო მასპინძლობდა. 17:00 საათზე გაიმართა ცოტნეობისადმი მიძღვნილი მუსიკალური კომპოზიცია. ცოტნეობის დღესასწაულს ხობის მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი იგორ ტყებუჩავა, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ჭოხონელიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებიდან მოწვეული სტუმრები; აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელი გურამ გუნავა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი მამუკა ქარდავა, ფოთის, ზუგდიდის, ჩხოროწყუს, სენაკის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. ფაზისის აკადემიის ვიცე პრეზიდენტი ხობის საპატიო მოქალაქე ნუგზარ ნადარაია, ხობის საპატიო მოქალაქე ვაჟა ეგრისელი. ``ცოტნეობის`` მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ: ძვირფასო ხობელებო, პატივცემულო სტუმრებო! გილოცავთ ცონტეობას, საეკლესიო-სახალხო დღესასწაულს, ერისა და ეკლესიის წინაშე თავდადებული მოღვაწის, სამშობლოს ერთიანობის სიმბოლოს, საქართველოს ეროვნული გმირის ცოტნეს ხსენების დღეს. ჩვენ, ხობელები მისი ბრწყინვალე ღვაწლის დაფასების აღსანიშნავად ტრადიციულ ზეიმს ცოტნეს საშვილიშვილო ამაგის დასტურად მივიჩნევთ. დარწმუნებული ვართ კოლხი რაინდის გმირობაზე მთელი თაობები გაიზრდებიან. ჩვენთვის საამაყოა, რომ სახალხო დღესასწაულში მონაწილეობს მრავალი დელეგაცია და საპატიო პირი, სტუმრები დედაქალაქიდან, აჭარიდან, მეზობელი რაიონებიდან და ქ. ფოთიდან. მადლობა მათ ცოტნეობის ტრადიციულ ზეიმში მონაწილეობისა და მხარდაჭერისათვის. ჩვენ მოკრძალებით მივესალმებით და მადლიერებით მივმართავთ ხობისა და ფოთის ეპარქიის მიტროპოლიტს მეუფე გრიგოლსა და ზეიმში მონაწილე ყოვლად მაღალუსამღვდელოესობას დღევანდელი დღის მაღალ ორგანიზებულობისათვის. მადლობა ხობელებს ერთად დგომისა და მხარდაჭერისათვის. კიდევ ერთხელ, გილოცავთ ბრწყინვალე დღესასწაულს. ვულოცავ ქვეყნის პრეზიდენტს ბატონ მიხეილ სააკაშვილს, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს და მთელ საქართველოს. და ბოლოს, ნება მიბოძეთ ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელით კოლხური ცივილიზაციის, კოლხეთის ისტორიის კვლევის, პროპაგანდისა და გავრცელების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის საპატიო სიგელით დავაჯილდოვო: რეზო პაპუაშვილი, ალეკო დოლბაია, დარეჯან კვარაცხელია, ზურაბ აბრალავა, რუსლან რუსია, გოგიტა ჩიტაია, ასევე მინდა მივულოცო დღევანდელი დღე და ვუსურვო ახალი გამარჯვებები მათ საქმიანობაში. მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქეოლოგიური ექსპედიციების ხელმძღვანელობისა და კოლხეთის კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაციაში გაწეული ღვაწლისთვის ხობის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა არქეოლოგ, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორს ფაზისის აკადემიის ნამდვილ წევრს, ეროვნული მუზეუმის უფროსი თანამშრომელს, კოლხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელ რეზო პაპუაშვილს.
07-აგვისტო-2009
ა/ო ,,კივიტას გეორგიკა,, მორიგ ტრენინგს ატარებს ხობში..
6-7 -აგვისტოს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კივიტას გეორგიკამ“ ჩაატარა ტრენინგი, ტრენინგი ეხებოდა თვითმართველობასთან ჩამოყალიბებული დევნილთა სამოქმედო გეგმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის მომზადებას. ამ ჯგუფის თანამონაწილეობითი დაგეგმვაში ჩართვას. თანამონაწილეობითი დაგეგმვის მნიშვნელოვანი კონცეფცია არის იმის გააზრება, რომ დაგეგმვაში ყველამ უნდა შეიტანოს საკუთარი წვლილი და ამ გზით უზრუნველყოს საერთო მიზნების მიღწევა.პირველ რიგში ყველაფერი ეს ერთად აღებული ხელს შეუწყობს დევნილთა ინტეგრაციას ადგილობრივ მოსახლეობასთან, მათი ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებას. ტრენინგი ჩაატარეს ,,კივიტას გეორგიკას,, ტრენერებმა გოჩა შანიძემ და მინდია სალუქვაძემ. ტრენინგს ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები დევნილები, გამგეობის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები.
07-აგვისტო-2009
8 აგვისტოს ტრაგედიის წლისთავი.
7 აგვისტოს 15:00 საათზე ქ.ხობის ცენტრალურ მოედანზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ მოქალაქეებთან ერთად წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 2008 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას. წმ. სამების სახელობის ტაძარში დაირეკა ზარები და მამა კირიონმა აღავლინა ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი. 18:00 საათზე ქ.ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში აღინიშნება 8 აგვისტოს, რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო-რექვიემი.
06-აგვისტო-2009
გოგი ბუკიას სახელობის საერთაშორისო ტურნირი
სამორინე ``აჭარაში `` ხუთ დღეს გრძელდებოდა მონარდეთა მესამე საერთაშორისო ტურნირი, რომელიც უდროოდ დაღუპული ქართველი ჟურნალისტის, გაზეთ ``საქართველოს რესპუბლიკის,`` საქინფორმისა და საქართველოს ტელევიზიის საკუთარი კორესპონდენტის, ხობის რაიონული გაზეთის რედაქტორის გოგი ბუკიას ხსოვნას მიეძღვნა. შეჯიბრების ორგანიზატორები იყვნენ განათლების, კულტურისა და სულიერების აღორძინების საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი ``ხობი`` (პრეზიდენტი გოდერძი ბუკია), ნარდის მსოფლიო ფედერაცია (პრეზიდენტი ჩივა ტაფაზოლი) და სამორინე ``აჭარა.`` მთავარი პრიზისათვის ბრძოლაში ნარდის გამარჯვებული ბორის მამფორია, ამერიკელი ჯეიკობ რაისი, მრავალი ტურნირის გამარჯვებული კახა ნაჭყებია და სხვები. დაძაბული ორთაბრძოლების შემდეგ ტურნირის გამარჯვებული გახდა კახა ნაჭყებია, მან ნახევარფინალში დაამარცხა ამერიკელი ჯეიკობ რაისი, ფინალში კი მატვეი ნათანსონი (ისრაელი) და დაიმსახურა მთავარი პრიზი. სომხეთის გამარჯვებულ გუნდს კი ხობის მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებული პრიზი ``რაში`` გადასცა გამგებელმა იგორი ტყებუჩავამ. მონარდეთა მომავალი IV -საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება 2010 წლის აგვისტოში.
03-აგვისტო-2009
საკრებულოს ბიუროს სხდომა
2009 წლის 31 ივლისს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო 10 საკითხი. მოსმენილ იქნა ინფორმაციები შემოსულ კორესპონდენციაზე რეაგირების, მიღებული დავალებების შესრულებისა და მიმდინარე საკითხების შესწავლის პერიოდში დამატებით მიღებული ინფორმაციების შესახებ. განსახილველ საკითხებში ასევე გათვალისწინებული იყო იურიდიული პირებიდან შემოსული ინფორმაციები გაწეული საქმიანობისა და ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 10 და 11 აგვისტოს, საკრებულოს კომისიების მიერ მოსმენილ იქნება ანგარიშები აღმასრულებელი ორგანოს სტრუქტურული ერთეულების მიერ 6 თვეში გაწეული მუშაობის შესახებ, ხოლო საკრებულოს აგვისტოს მორიგ სხდომაზე - ანგარიშები გამგეობის მიერ 2009 წლის 6 თვეში გაწეული მუშაობისა და 2009 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის 6 თვის შესრულების შესახებ. ბიუროს სხდომაზე ასევე გადაწყდა საკრებულოს მორიგ სხდომაზე დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნა თვითმმართველი ერთეულის სომბოლოთა დადგენისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების სახელდების მოსაწესრიგებლად.