29-ივლისი-2009
სამხედრო-სავალდებულო გაწვევა.
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის დეკემბრის თვის №638 ბრძანების საფუძველზე 2009 წლის 5 იანვრიდან 1 აგვისტომდე ტარდება სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა საგაზაფხულო გაწვევა. საგაზაფხულო გაწვევა მიმდინარეობს 2 (ორი) მიმართულებით. 1. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ გასამხედროებული ქვედანაყოფებისათვის. 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტისათვის. ხობის გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურს დაევალა ორივე მიმართულებისათვის ჩაერიცხა 20 წვევანდელი. დღეის მდგომარეობით სავალდებულო სამსახურს იხდის 31 წვევანდელი გეგმა-დავალება შესრულებულია. ასევე დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის ხობის გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურმა ჩასარიცხი კანდიდატის შერჩევის ცნობების საფუძველზე გაიწვია 18 წვევანდელი, რომლებიც ფოთის-ნავსადგურის სხვა და სხვა ტერმინალებზე აგრძელებენ სავალდებულო სამსახურის გავლას.
27-ივლისი-2009
მიმდინარეობს ქ.ხობის ქუჩების მოასფალტება
მიმდინარეობს ქ.ხობის შიდა გზების: გოგებაშვილის, წერეთლისა და სპორტის ქუჩების მოასფალტების სამუშაოები. სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს ``შარაგზამშენი პირველი``
27-ივლისი-2009
წყალდიდობა ხობში
23 ივლისს კოკისპირული წვიმები შედეგად ადიდებულმა მდინარემ კიდევ უფრო ფართო მაშტაბით ჩამოარღვია და წარეცხა მდ.``ხობისწყალზე`` გადებული ხიდის მარჯვენა ბურჯი, ხიდზე შესასვლელები და გზის სავალი ნაწილი ,რომელიც პირველად 13-19 ივლის წვიმების შედეგად დაზიანდა. ძველი ხიბულის შემდეგ უკვე მეორე სოფელთან-გაღმა საჯიჯაოსთანაც გაწყდა სამიმოსვლო კავშირი. მუნიციპალიტეტის გამგებელმა ი.ტყებუჩავამ თხოვნით მიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს ზაზა გოროზიას ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის საჭირო თანხების მოსაძიებლად, რათა დროულად იქნას ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოები.
22-ივლისი-2009
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ივლისის სხდომა
2009 წლის 22 ივლისს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა. განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი: დადგენილების პროექტი `ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ~ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 25 ივნისის #123 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე~ (მომხენებელი: გ. ქაჯაია _ საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე) დადგენილების პროექტი `ხობის მუნიციპალიტეტის 2009 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ~ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 6 თებერვლის #113 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე~ (მომხსენებელი: დ. ჭოჭუა _ გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი), ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2009 წლის 22 ივლისის #530 წერილი თვითმმართველობის მიერ სესხის აღების თაობაზე თანხმობის მიღების შესახებ (მომხსენებელი: დ. ჭოჭუა _ გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი) და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2009 წლის 17 ივლისის #520 წერილი ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფაზე თანხმობის მიღების შესახებ (მომხსენებელი: ბ. ჯიქია _ საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე). საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა კამათი და აზრთა შეჯერების შემდეგ, გარკვეული ცვლილებებით მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილებები. კერძოდ: საკრებულოს ინიციატივით, `ხობის მუნიციპალიტეტის 2009 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ~ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 6 თებერვლის #113 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე~ დადგენილების პროექტში გათვალისწინებული ღონისძიებებიდან ამოღებულ იქნა 51,0 ათასი ლარის მოცულობის სხვადასხვა სახის ღონისძიებათა დაფინანსება და თანხები მიიმართა შემდეგ ღონისძიებათა დასაფინანსებლად: სოფელ ყულევის მოსახლეობისთვის სასმელი წყლის ტრანსპორტირებისთვის პროექტით გათვალისწინებული 2,5 ათას ლარზე დამატებით 2,0 ათასი ლარი; საქართველოს მუნიციპალური მომსახურების უზრუნველმყოფთა ეროვნულ ასოციაციაში საწევრო შენატანების უზრუნველსაყოფად 0,9 ათასი ლარი და ქვემო ქვალონში ხელოვნურსაფარიანი მინისტადიონის მოსაწყობად 48,1 ათასი ლარი.
22-ივლისი-2009
ქალთა აქტივობა პოლიტიკაში
2009 წლის 21 ივლისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა ტრენინგი გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით, თემაზე - „ქალთა ხმა პოლიტიკაში - თანაბარი უფლებები, თანაბარი შესაძლებლობები“. ტრენინგის ორგანიზატორი იყო კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“, რომელიც დემოკრატიის ეროვნული ფონდის (ვაშინგტონი) ხელშეწყობით ახორციელებს მუშაობას პროექტზე - „ქალთა აქტიური ჩართვა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში გენდერული პერსპექტივების ინტეგრაციისა და არჩევნების პროცესების დემოკრატიზაციის საშუალებით“. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს თვითმმართველი ქალაქების - ქუთაისის და ფოთის საკრებულოს წევრებმა, ზუგდიდის, ბათუმისა და ოზურგეთის ქალთა ორგანიზაციებმა, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობის და იურიდიული პირების წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა. ტრენინგს ესწრებოდა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მ. ჭოხონელიძემ. გარდა ძირითადი თემისა, საუბარი წარიმართა თვითმმართველობის სფეროში დაგროვილი გამოცდილებებისა და არსებული პრობლემების ერთობლივად გადაჭრის მიმართულებით.
21-ივლისი-2009
IV საერთაშორისო ტურნირი ჭადრაკში
ქ.ფოთში დასრულდა ბავშვთა IV საერთაშორისო ტურირი ჭადრაკში `` ნანა ალექსანდრიას თასი-2009,`` რომელიც ტარდება ყოველწლიურად. ტურნირის II-საპრიზო ადგილი და ფულადი ჯილდო 350 ლარი მოიპოვა ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის ნორჩმა მოჭადრაკემ ამირან შონიამ. (მწვრთნელი მასწავლებელი ირაკლი გეთია)
21-ივლისი-2009
ანსამბლი ``კოლხა`` ქ.ბაიბურთის ფესტივალზე
15-20 ივლისს ქ. ბაიბურთში (თურქეთის რესპუბლიკა) გაიმართა საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი, სადაც ქ. ხობიდან მიწვეული იყო ხობის ქორეოგრაფიული ანსამბლი``კოლხა`` (ხელმძღვანელი კახა ჩიტაია). ანსამბლმა დიდი მოწონება დაიმსახურა, ფესტივალის ორგანიზატორებმა მათ გადასცეს სპეციალური პრიზები და სამახსოვრო საჩუქრები.
20-ივლისი-2009
გოგა ჭითანავას სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში
13-19 ივლისს სოფელ ხეთაში ჩატარდა რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად და ღუპული გოგა ჭითანავას სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში მისსავე სახელობის სტადიონზე. მონაწილეობას ღებულობდა 8 (რვა) გუნდი,პირველი ადგილი დაიკავა ხეთის ცენტრის გუნდმა გამარჯვებულ გუნდს გადაეცა გოგა ჭითანავას სახელობის გარდამავალი თასი, საპრიზო ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდნენ სამახსოვრო თასებით. ორგანიზაცია ტურნირისა მოახდინა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ, ხოლო დაფინანსებულ იქნა სპონსორების მიერ.
18-ივლისი-2009
ქალაქ ხობში წმინდა სამების სახელობის ეკლესია გაიხსნა.
18 ივლისს ქ.ხობში გაიხსნა წმინდა სამების სახელობის ეკლესია, რომელიც აკურთხა ფოთისა და ხობის მიტროპილიტმა გრიგოლმა. ტაძარი ბაზილიკური სტილისაა, მშენებლობა 11 წელი ხორციელდებოდა, ეკლესიის მშენებლობა ძირითადად ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხითა და შემოწირულობებით განხორციელდა. სარემონტო სამუშაოებში არქიტექტორის დახმარებით რაიონის მრევლი აქტიურად მონაწილეობდა. წირვას დაესწრო შვიდი ეპარქიის სამღდელოება, მოწვეული სტუმრები და ხობის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა. სამების ტაძრის კურთხევასთან დაკავშირებით მიტროპოლიტმა გრიგოლიმ, ფოთისა და ხობის ეპარქიის განვითარებისა და სულიერი აღორძინების საქმეში შეტანილი წვლილისათვის, სიგელები გადასცა ხობის მოქალაქეებს. მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორი ტყებუჩავამ ტაძრის კურთხევა მიულოცა ხობის მოსახლეობას: მოგესალმებით და გილოცავთ დღევანდელ ზეიმს, რომელიც ტაძრის კურთხევასთან არის დაკავშირებული; ტაძარი, რომელიც დაამშვებნებს ხობს და ადამიანებს მისცემს ნუგეშს და იმედს. მადლობა ყველას, ვინც ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობდა და საკუთარ შემოწირულობებს ახორციელებდა. მიუხედავად ტაძრის კურთხევისა საქმე ამით არ დამთავრებულა, მიმდებარე ტერიტორიის სამუშაოების უმნიშვნელო ნაწილი დარჩენილია. გპირდებით, რომ ჩვენ ამ სამუშაოებსაც ბოლომდე მივიყვანთ. განსაკუთრებული პატივისცემით მინდა დღევანდელი დღე მივულოცო მეუფე გრიგოლს, რომლის წვლილიც დიდია ხობის სულიერ აღორძინებაში. აღვნიშნავ, რომ დღეს ტაძრის კურთხევა დაემთხვა მეუფის დაბადების დღეს, რასაც მადლიერი ხობის მოსახლეობის სახელით გულწრფელად ვულოცავ. დასასრულს წარმატებები მინდა ვუსურვო მამა კირიონს, რომელიც როგორც მეუფემ ბრძანა ხეთიდან ხობის ეკლესიაში გააგრძელებს მოღვაწეობას და გვჯერა, რომ ის ჩვეული შემართებით აღასრულებს ამ უკეთილშობილეს მისიას.
17-ივლისი-2009
``აბლაბუდა`` ქალაქის ცენტრში
ქ.ხობში სტალინის ქუჩა #2-ში გაიხსნა კიდევ ერთი ახალი ინტერნეტ-კაფე სახელწოდებით ``აბლაბუდა,`` რომელიც აღჭურვილია თანამედროვე კომპტიუტერებით და შექმნილია სასიამოვნო ევროპული გარემო . აქვე შესაძლებელია მომხმარებელმა შეიძინოს, როგორც კომპიუტერული ტექნიკა ისე, კომპიუტერული აქსესუარები, ინტერნეტ-კაფეს მფლობელმა გელა ბერაიამ განაცხადა, რომ ახლო მამავალში გაიხსნება სერტიფიცირებული კომპიუტერული სწავლების კურსები, ასევე გეგმაში აქვთ უამრავი ნოვაციური წამოწყების ცენტრად იქცეს ზემოთხსენებული ადგილი, რათა ზაფხულის ცხელი დღეები ახალგაზრდებისათვის უფრო საინტერესო და ნაყოფიერი გახდეს.
14-ივლისი-2009
14 ივლისი გლოვის დღე საქართველოში…
ნაქერალას უღელტეხილზე დატრიალებული ტრაგედიის გამო დღევანდელი დღე გლოვის დღედ გამოცხადდა. დაღუპული მოზარდების ოჯახებს გუშინვე საქართველოს პრეზიდენტმა მიუსამძიმრა. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა სამძიმარს უცხადებს დაღუპული ახალგაზრდა ``პატრიოტების`` ოჯახებს. გლოვის ნიშნად ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობებში ჩამოშვებულ იქნა დროშები.
13-ივლისი-2009
ხობელი ახალგაზრდები ``პატრიოტთა`` ბანაკში ისვენებენ
13 ივლისს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ``შაორის`` (რაჭა) პატრიოტთა ბანაკში გაემგზავრა 17 მოზარდი. პატრიოტთა ბანაკში ბავშვები დაჰყოფენ 10 დღე 23 ივლისამდე..
10-ივლისი-2009
ტრენინგი
10 ივლისს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში არასამთავრობო ორგანიზაცია``კივიტას გეორგიკამ.`` ჩაატარა ტრენინგი. (ტრენერები: ზვიად ნაკაიძე, ანა შარია, დანიის ლტოლვილთა საბჭოს თანამშრომელი, გია კეშელავა-პროგრამის ოფიცერი, ჯამბულ ნაჭყებია-პროექტის კოორდინატორი). ტრენინგის თემას წარმოადგენდა ``ეფექტური კომუნიკაცია.`` ტრენინგს ესწრებოდნენ დევნილები, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების ისე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
10-ივლისი-2009
გზების მშენებლობა
10 ივლისს ქ.ხობში სამეგრელო-ზემო სვანეთის პრეზიდენტის რწმუნებულმა-გუბერნატორმა ზაზა გოროზიამ, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა გოცირიძემ და ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ დაათვალიერეს ნინოშვილის ქუჩის მოასფალტების მიმდინარე სამუშაოები, სამუშაოს ასრულებს შ.პ.ს `შარა-გზა მშენი პირველი.~
07-ივლისი-2009
საეკლესიო დღესასწაული ხორგაში
7 ივლისს სოფელ პირველ ხორგაში სადაც ახლახანს დაფუძნდა წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტერი ფოთისა და ხობის მიტროპილიტმა გრიგოლმა წმ. იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით აღავლინა სადღესასწაულო წირვა. წირვას დაესწრო ეპარქიის მრავალი მრევლი და ხობის მუნიციპაიტეტის ხელმძღვანელობა.
06-ივლისი-2009
შავღელეს ტერიტორიაზე აეროპორტი აშენდება
პატარა ფოთის ტერიტორიაზე, შავღელეს უბანში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს მოუწევს საკუთრებაში გადაცემული სახნავი მიწის ჩანაცვლება. ფოთის თავისუფალ, ეკონომიკურ ზონად გამოცხადებამ და აეროპორტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვითარებამ, დღის წესრიგში დააყენა მიმდებარე ტერიტორიაზე 30 ჰექტარი სახნავი მიწის გამონთავისუფლება აეროპორტის მშენებლობისათვის. შავღელეს უბანში 50-მდე მენაკვეთეს მოუწევს გადაწყვეტილების მიღება დათმოს კუთვნილი ფართი და იქვე ახლოს სანაცვლოდ საკუთრებაში მიიღოს სახნავი მიწა 20%-ის დანამატით. ამა წლის 3-ივლისს შავღელეს მოსახლეობასთან შეხვედრისას ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ გააკეთა განცხადება, რომ უბანს ეძლევა შანსი საკუთარი ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის, კერძოდ: უახლოეს დღეებში აღდგენილი იქნება წყალსადენი,მოხდება გზების ორმული შეკეთება, შავღელეს მიეცემა სოფლის სტატუსი,ასევე წლის ბოლომდე, სენაკი-ფოთის მიმართულებით შავღელეს გავლით წარიმართება გაზიფიკაციის სამუშაოები და მოსახლეობისათვის გაკეთდება განშტოება, დასაქმდებიან პირველ რიგში ადგილობრივი მაცხოვრებლები. შავღელეს მოსახლეობა განსახორციელებელ პროექტებს გაგებით და იმედით ელოდება.
05-ივლისი-2009
თენგიზ ჯიშკარიანის სახელობის რეგიონალური ტურნირი ფეხბურთში.
1-3 ივლისს ჩატარდა ქ.ხობის ოლიმპიური რეზერვების სასწავლებლის ყოფილი დირექტორის თენგიზ ჯიშკარიანის სახელობის რეგიონალური ტურნირი ფეხბურთში. მონაწილეობდა 8 გუნდი 2000-2001 წ.წ დაბადებულნი ნორჩი ფეხბურთელები, III- ადგილი დაიკავა ზუგდიდის ``ბაიამ `` (მწვრთნელი ბორის გუგუჩია) , II- ადგილზე გავიდა ფოთის ``კოლხეთი`` (მწვრთნელი ზვიად გვასალია), თენგიზ ჯიშკარიანის სახელობის თასის მფლობელი გახდა ხობის ``იმედი`` (მწვრთნელები ლევან ნოდია და კალისტრატე ხურცილავა. ტურნირი დაფინანსებული და ორგანიზაბული იყო ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ.
03-ივლისი-2009
თორსის ცენტრამდე მისასვლელი გზა შეკეთებულია.
დასრულდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ320 პკ 5+00 გადასახვევიდან სოფელ თორსის ცენტრამდე მისასვლელი გზის კაპიტალური შეკეთება. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით სამუშაო შეასრულა შ.პ.ს ``გზები``-მ. შესრულებულია 529 359 (ხუთას ოცდაცხრა ათას სამას ორმოცდაცხრამეტი)ლარი სამუშაო. ..