2009 წლის ივნისის არქივი


29-ივნისი-2009

ხობის მუნიციპალიტეტში დაიწყო ლტოლვილთა საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით ხობის მუნიციპალიტეტში დაიწყო ლტოლვილთა საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 4 კომპაქტური ჩასახლების ობიექტების რეაბილიტაცია: სკოლა-ინტერნატი-ხობი, პროფ.სასწავლებელი-4 შენობა-ნოჯიხევი, პროფ. სასწავლებელი-2 შენობა-ხეთა, მეურნეობის ბინები-3 შენობა-თორსა-დღვაბა. სამუშაოებს აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო ფირმა ``აქსისი.`` გათვალისწინებულია ყველა შენობის სახურავის, იატაკისა და სანკვანძეების სრული რეაბილიტაცია, კარ-ფანჯრების გამოცვლა. დასაქმებულია 156 ადამიანი, მათ შორის 54 დევნილი. ამჟამად მიმდინარეობს შენობის დემონტაჟი და სამშენებლო მასალების დასაწყოება.
24-ივნისი-2009

ნოდარ შენგელიას სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში
23 ივნისს ნოდარ შენგელიას სახელობის სტადიონზე დასრულდა უკვე ტრადიაციად ქცეული ტურნირი მინი-ფეხბურთში. ტურნირზე მონაწილეობას იღებდნენ რეგიონის მაშტაბით 1996-1997 წელს დაბადებულ ჭაბუკებისაგან დაკომპლექტებული საფეხბურთო გუნდები, პირველი ადგილი დაიკავა სენაკის ``ტეხურამ``, მეორე ადგილი ზუგდიდის სპორტსკოლის გუნდმა და მესამე ადგილზე გავიდა ხობის ``იმედი``. ასევე გამოვლენილ იქნა საუკეთესო მოთამაშეები სხვა და სხვა ნომინაციაში, რომელთაც გადაეცათ სიგელები და ფასიანი საჩუქრები. ტურნირი დააფინანსა ნოდარ შენგელიას ძმამ ბატონმა გივი შენგელიამ, ტურნირი ორგანიზებულ იქნა მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ.
23-ივნისი-2009

არქეოლოგიური ექსპონატების გამოფენა
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მთ.სპეციალისტის გოგიტა ჩიტაიას ინიციატივით ხობის #1 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის დარბაზში გაიხსნა არქეოლოგიური ექსპონატების გამოფენა, სადაც გამოფენილია ბოლო წლებში ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ექსპონატები ქვის, ბრინჯაოს, ფეოდალური, ახალი და უახლოესი ისტორიის მოვლენების ამსახველი მასალები. გამოფენა გასტანს 27 ივნისამდე.
22-ივნისი-2009

ზურაბ ბუბუტეიშვილის სახელობის თასის გათამაშება მინი -ფეხბურთში
23 ივნისს ქ.ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა ხობის ``კოლხეთის`` პირველი პრეზიდენტის ზურაბ ბუბუტეიშვილის სახელობის თასის გათამაშება მინი -ფეხბურთში გოგონათა შორის. პირველი ადგილი დაიკავა ხობის ``იმედი``-ს გუნდმა (მწვრთნელი ზურაბ ლატარია), მეორე ადგილზე გავიდა ქუთაისის ``მართვე`` (მწვრთნელი პაატა დოგრაშვილი), მესამე ადგილი კი დაიკავა სენაკის ``იმედი``-ს გუნდმა (მწვრთნელი ბორის დარასელია). ტურნირი დაფინანსებული და ორგანიზაბული იყო ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ.
19-ივნისი-2009

თოქ შოუ ~კონფლიქტი~ ხობის #1 საჯარო სკოლაში
ჩატარდა ღონისძიება –თოქ–შოუ ~~კონფლიქტი,~~ რომელსაც ლაით მოტივად გაზდევდა დევიზი ~~ენა, მამული, სარწმუნოება თოქ–შოუში მონაწილეობას იღებდნენ VIII-ე კლასის მოსწავლეები (მასწავლებელი ლუარა ჩიტაია). ძირითადი თემა იყო კონფლიქტი, კონფლიქტის მნიშვნელობა, ძირითადი პრიციპები თუ როგორ შეიძლება თავიდან ავიცილოთ კონფლიქტი და ა.შ. მათ საკმაოდ საინტერესო პრინციპული მიდგომა ჰქონდათ საკითხისადმი. მოსწავლეებმა ხაზი გაუსვეს მედიატორის როლს კონფლიქტის შემთხვევაში და ისაუბრეს მათი თავიდან აცილების გზებზე. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ როგორც საზოგადოების ისე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
19-ივნისი-2009

წყალდიდობა ხობში
13–19 ივნისის კოკისპირულმა წვიმებმა გამოიწვია მდინარეების მკვეთრი ადიდება. ადიდებულმა ხობისწყალმა წარეცხა სოფელ გაღმა საჯიჯაოში განთავსებული რკინა–ბეტონის ხიდის მარჯვენა ბურჯი, მისასვლელი გზის სავალი ნაწილი და მდინარის ნაპირი (სიღრმეში 35–40 მ, 250 მ. სიგრძეზე) და საფრთხე შეუქმნა არა მარტო მიმოსვლას საჯიჯაო–სენაკი–ჩხოროწყუს მიმართულებით, არამედ მოსახლეობის ნათესებსაც. აუცილებელია საჩქარო საინჟინრო ღონისძიებების გატარება. ზარალის თავიდან აცილების მიზნით კერძოდ სანაპირო ბურჯის გასწვრივ უნდა მოხდეს წარეცხილი ნაპირის შევსება ბალასტით და მასზე მოეწყოს გაბიონის გამაგრება ეკრანის წყალამრიდი დეზის კომბინაციით. სპეციალისტების სავარაუდო გათვლებით, ამ სამუშაოების განხორცილელებას დასჭირდება 400 000 ათასი ლარი. მძიმე სიტუაციაა შექმნილი მდინარე ჭანისწყალზეც, ახალი და ძველი ხიბულის დამაკავშირებელ ხიდთან კავშირი ძველი ხიბულის მოსახლეობას მუნიციპალურ ცენტრთან არ აქვს. თუმცა მდგომარეობის გამოსასწორებლად უკვე მზადდება საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. წყალდიდობამ ზიანი მიაყენა სოფელ გაღმა საჯიჯაოში საჭანტურიოს უბანში მდინარე ზანაძგაზე გადებულ ფეხით მოსიარულეთა 25 მეტრის ხიდის სიგრძის ბურჯსაც. ჩამოშლილია გაბიონის ნაპირგამაგრება (კედელი გაბიონის ყუთებისგან ფლეთილი ქვით) 30 მეტრ სიგრძეზე. მისი რეაბილიტაციისათვის საჭირო იქნება დაახლოებით 80 000 ათასი ლარი. დაიტბორა საყანე ნათესები დაახლოებით 10 ჰა-ზე. სტიქიისაგან დაზარალებული ადგილები მოინახულა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ.
16-ივნისი-2009

გენადი კვიკვინია_ევროპის ჩემპიონია
2009 წლის 4_5 ივნისს, ბულგარეთის ქალაქ სოფიაში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე მკლავჭიდში გამარჯვებული გახდა ხობელი, საქართველოს ოთხზის ჩემპიონი გენადი კვიკვინია (მწვრთნელი კობა თუთბერიძე). გენადიმ ბულგარეთის ჩემპიონატზე დაამარცხა სამგზის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი ლატვიელი ნორმუნდ ტონსონი და თორმეტგზის ჩემპიონი,უკრაინელი სემერენკო.
16-ივნისი-2009

თათბირი გამგეობაში
15 ივნისს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გამგებლის მოადგილემ რალა ჩემიამ ჩაატარა მორიგი თათბირი სოფლის რწმუნებულებთან, ქალბატონმა რალამ მოისმინა გამგებლის რწმუნებულებისაგან ინფორმაციები სტიქიის შემთხვევაში გასატარებელ ღონისძიებებზე, ვინაიდან სინოპტიკოსების ინფორმაციით მოსალოდნელია ძლიერი წვიმები, რაც აუცილებლად გამოიწვევს მდინარეების ადიდებას და კალაპოტიდან გადმოსვლას თათბირზე იმსჯელეს აგრეთვე ,,ამერიკული თეთრი პეპელა"-ს წინააღმდეგ ჩასატარებელ პროფილაქტიკურ ღონისძიებებზე. სოფლის რწმუნებულებს მიეცათ მითითებები, რომ დროულად იყოს მოსახლეობა ინფორმირებული, თუ როგორი ღონისძიებები უნდა ჩატარდეს მავნებლის გავრცელების წინააღმდეგ.ქალბატონმა რალამ აღნიშნა,რომ დროულად გატარებული მექანიკური და აგროტექნიკური ღონისძიებები შეამცირებს მავნებლის გავრცელებას, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს მცენარეების და მოსავლის გადარჩენას. თათბირზე გამგებლის რწმუნებულებს მიეცათ დავალება მოსახლეობას დროულად მიაწოდონ შესაწამლი ინსექტიციდი.
16-ივნისი-2009

ზვიად დათუაშვილის სახელობის ტურნირი
დასრულდა რუსეთის აგრესიის შედეგად რვა აგვისტოს დაღუპულ ზვიად დათუაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ფეხბურთში. მონაწილეობას იღებდნენ მუნიციპალიტეტის მაშტაბით ფეხბურთის მოყვარულთა გუნდები, რომელშიც პირველი ადგილი დაიკავა შუა-ხორგის გუნდმა, მეორე ადგილი დაიკავა პირველი ხორგის გუნდმა და მესამე ადგილზე გავიდა ჭალადიდის გუნდმა. ტურნირის ორგანიზატორი და დამფინანსებელია მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის,განათლების, სპორტის ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.
15-ივნისი-2009

ჩატარდება ნაპირსამაგრი სამუშაოები
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გააფორმა ხელშეკრულება საქართველოს ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის სააგენტოსთან ძველი ხიბულის ნაპირსამაგრი სამუშაოების საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე (8-ათასი ლარის ოდენობით). პროექტი მზად იქნება თვენახევარში და გამოცხადდება ტენდერი ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულებაზე. სამუშაოების დაფინანსება განხორციელდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
14-ივნისი-2009

ეკლესიის მშენებლობა
მიმდინარეობს ხობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობითი სამუშაოები. სამუშაოებს ატარებს შ.პ.ს. ,,შარაგზამშენი პირველი" ეკლესიის მშენებლობის დაფინანსებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა შეადგენს 227 ათას ლარს. ეკლესიის კურთხევა დაგეგმილია 18 ივლისს.
12-ივნისი-2009

კონფერენცია
8-11 ივნისს ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრში გაიმართა მასწავლებელთა 2008- 2009 წლის ზამთრის კონკურსი/კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილი რაიონული კონფერენცია. კონფერენციაზე საკონკურსოდ წარმოდგენილი იყო 18 საჯარო სკოლის დაწყებითი და 21 საჯარო სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის ინტეგრირებული გაკვეთილი. წარმოდგენილი გაკვეთილებიდან შესაბამისი ქვოტის ფარგლებში მომდევნო, რეგიონალურ, ეტაპზე გავიდა თითოეული საფეხურის სამი გაკვეთილი. დაწყებითი საფეხური: 1. “ამას ჩვენი მადლიანი შემოდგომა ჰქვია” _ ქარიატის საჯარო სკოლა 2. “ მუხა” _ ქ. ხობის საჯარო სკოლა 3. “რა ხდება შემოდგომის მიწურულს” _ შუა ხორგის საჯარო სკოლა საბაზო-საშუალო საფეხური: 1. “გული, ყური, თვალი” აკ. წერეთლის “განთიადი” _ ქ. ხობის #2 საჯარო სკოლა 2. “სამხრეთ კავკასია” _ ხეთის საჯარო სკოლა 3. “გრაფი” _ შუა ხორგის საჯარო სკოლა
11-ივნისი-2009

სოფელ პირველ ხორგაში მამათა მონასტერი დაფუძნდა
10 ივნის ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის კურთხევით სოფელ პირველ ხორგაში დაფუძნდა წმ.იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტერი.
10-ივნისი-2009

,,ვარსკვლავთა“ კონკურსი
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა კულტურის სახლის დიდ დარბაზში ჩაატარა მუსიკალური კონკურსი სახელწოდებით ,,ვარსკვლავები“. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებმა 15 მოსწავლემ.ჟიურიმ გამოავლინა კონკურსში გამარჯვებულები. 1-ადგილზე გავიდნენ შარლოტა ჯიქია (ახ.ხიბულა), ანა ვეკუა (ნოჯიხევი), ირინა მირცხულავა(ხობი), მარი აიანადი( ხობი), აბშილავა მარი(ძვ.ხიბულა) 2-ადგილზე გავიდნენ-ანა ქანთარია(ხობი),ადა კაკულია(ყულევი) 3-ადგილზე ვერიკო კვარაცხელია გამოვლიდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები: ყველაზე ნორჩი შემსრულებელი -ადა კაკულია,ქართული სიმღერის საუკეთესო შესრულებისათვის- ჯალაღონია კარალინა. კონკურსის ყველა ნომინანტი დაჯილდოვდა საპატიო სიგელით.
10-ივნისი-2009

ხალხი და ხელისუფლება
10 ივნისს ხობის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში გამგებელი იგორ ტყებუჩავა საზოგადოებასთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის განვითარების მიზნით შეხვდა ხობის რაიონის საზოგადოების წარმომადგენლებს, სოფლის ღვაწლმოსილ ადამიანებს, პენსიონერებს. გამგებელი განსაკუთრებული პატივისცემით მიესალმა დამსწრე საზოგადოებას, ხაზგასმით აღნიშნა მათი წვლილი ხობის რაიონის აღმშენებლობის ისტორიაში, გამოთქვა სურვილი და მზაობა გამოცდილ ადამიანებთან შემდგომი თანამშრომლობისათვის დაჰპირდა ყოველი მათი წინადადებისა და ინიაციტივის თანადგომას ბიუჯეტის შესაძლებლობის ფარგლებში. მოწვეულმა სტუმრებმა განსაკუთრებით პენსიონერებმა გამოთქვეს გულისტკივილი, რომ მათ ასაკის გამო სამწუხაროდ არ აქვთ შესაძლებლობა აქტიურად მონაწილეობდნენ ქვეყნის დღევანდელ აღმშენებლობაში, ამიტომ გამოხატეს დიდი მადლიერება, მოწვევისათვის, მოსმენისა და მათი შეხედულებების გაზიარებისათვის. გამგებლის წინაშე წარმოაჩინეს სოფლის პრობლემები და შესთავაზეს შესასრულებელი სამუშაოების პრიორიტეტები. საზოგადოების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ თანამშრომლობის ასეთი ფორმა ხელს შეუწყობს მოქალაქეთა მონაწილეობას ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში, რომელიც კიდევ უფრო გაუმჯობესებს ხელისუფლებასა და ხალხს შორის ურთიერთობას და აამაღლებს ნდობას.
08-ივნისი-2009

`სოფლის მხარდაჭერის პროგრამა`
ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე `სოფლის მხარდაჭერის პროგრამით` მიმდინარე სამუშაოების ძირითადი ნაწილი შესრულებულია. სამუშაოების სრულად დასრულების საბოლოო თარიღია 25 ივნისი.
05-ივნისი-2009

ევროპის ჩემპიონატი ჭადრაკში
ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის ჭადრაკის ჯგუფის აღსაზრდელი გ.ლატარია და მწვრთნელ–მასწავლებელი ი.გეთია მივლინებულ იქნენ 8 წლამდე მოჭადრეკეთა შორის ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც გაიმართება ქ. ბათუმში 4–15 ივნისს.
04-ივნისი-2009

მარი აბურჯანიას სოლო კონცერტი
4 ივნისს ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში გაიმართა VI კლასის მოსწავლის მარი აბურჯანიას (პედაგოგი ნ.მარგველაშვილი) სოლო კონცერტი. კონცერტზე შესრულდა ქართული კლასიკური და საესტრადო მელოდიები.
04-ივნისი-2009

შეჯიბრი პოეზიის ნორჩ მოყვარულთა შორის
4 ივნისს ძუკუ ლოლუას სახელობის მუზეუმში ჩატარდა შეჯიბრი პოეზიის მოყვარულთა (პედაგოგი ნ.ჯალაღონია) შორის მეგრულ ლექსთა გამოთქმაში. შეჯიბრის მიზანია მოზარდი თაობის ესთეტიკური აღრზდისა და მშობლიური კუთხის სიყვარულის შთაგონება.
02-ივნისი-2009

საქველმოქმედო აქცია ``ბავშვები ბავშვებისთვის``
ხობის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით განასაკუთრებულად აღინიშნა ბავშვთა დაცვის დღე, 1 ივნისი. ამ თარიღთან დაკავშირებით მოსწავლეებმა მოაწყვეს საქველმოქმედო აქცია, სახელწოდებით, ,,ბავშვები ბავშვებისთვის~ და ეს დღე შხეფის უნარშეზღუდულ ბავშვთა პანსიონში გაატარეს. რამდენიმე დღიანი მზადების შედეგად მოსწალეებმა უამრავი ნივთი და პროდუქტი მოაგროვეს აქციისათვის და დათქმულ დღეს საჩუქრებით დატვირთულები ბავშვთა სახლს ეწვივნენ. სკოლის დირექციისა და თვითმმართველობის განცხადებით აქცია ტრადიციად ჩამოყალიბდება და მსგავსი ღონისძიების გატარება მომავალ წელსაც იგეგმება.
02-ივნისი-2009

კონცერტი სამუსიკო სკოლაში
2 ივნისს 15:00 საათზე ხობის მუნიციპალიტეტის განთლების ცენტრის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში გაიმართა საფორტეპიანო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ პედაგოგების ნ.ბერაიას და ჟ.ლატარიას კლასების მოსწავლეები. შესრულდა ხალხური, კლასიკური და მსოფლიო კლასიკური მუსიკალური ნაწარმოებები.
02-ივნისი-2009

დაუდგენელმა პირებმა ინგირი-ხობის სარკინიგზო მონაკვეთი ააფეთქეს
დღეს 2 ივნისს ინგირი-ხობის სარკინიგზო გადასარბენზე აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად დაზიანებულია რკინიგზის ხაზის მცირე მონაკვეთი. წინასწარი ინფორმაციით, რელსის ასაფეთქებლად ტროტილია გამოყენებული. შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ, რომლის შემდეგაც აღდგენითი სამუშაოები დაიწყება. რკინიგზაზე მიმოსვლა, სავარაუდოდ დღესვე აღდგება. აფეთქების ადგილი აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ აფეთქებიდან 2 საათში აღნიშნულ მონაკვეთზე სამგზავრო მატარებელს უნდა გაევლო.~ „მედიანიუსი“
01-ივნისი-2009

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი.
1 ივნისს–ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში ბავშვებისათვის გაიმართა საზეიმო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ განათლების ცენტრის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის საესტრადო სიმღერების წრის მოსწავლეები, მოსწავლეთა სახლის ევროპული ცეკვების ანსამბლი ~~ბოლერო~~ და სკოლამდელი სააღმრზდელო გაერთიანების აღსაზრდელები.