ხობის რაიონში გუშინ დაკავებული რუსი სამშვიდობოები გაათავისუფლეს

12:00 29.08.07 -
ხობის რაიონში გუშინ დაკავებული რუსი სამშვიდობოები ქართულმა მხარემ გვიან ღამით გაათვისუფლა. ისინი უკვე სოხუმის სამხედრო ბაზაზე დაბრუნდნენ.
როგორც საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსს“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პერსსამსახურში განუცხადეს, რვა მშვიდობისმყოფელი საქართველოს წარმომადგენლებთან გამართული კოსულტაციების შემდეგ გაათავისუფლეს.
ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში განთავსებული რუსი სამშვიდობოების წარმომადგენლები ხობში მას შემდეგ დააკავეს, რაც სატვირთო ავტომანქანით თბილისი-ზუგდიდის ავტომაგსიტრლზე ქართულ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახნენ. ავარიის შედეგად მიკროავტობუსის მგზავრები მსუბუქად დაშავდნენ.

ქართული მხარის ინფორმაციით, სამშვიდობოები ყუმბარმტყორცნებითა და „ნურსი“-ს ტიპის ჭურვებით იყვენენ შეიარაღებული და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონოდ გადმოვიდნენ.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, დანარჩენები კი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
რუსული მხარის მტკიცებით, შეჯახება ქართველი მძღოლის მოქმედებამ გამოიწვია, რომელმაც სამხედროების კუთვნილ მანქანას გზა გადაუჭრა.

„ინტერპრესნიუსი“