2007 წლის 18
მაისს ხობში გაიხსნა იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრიის ხობის სამსახურის
(უფროსი ნინო ფარფალია) განახლებული ოფისი. გახსნას ესწრებოდნენ იუსტიციის
მინისტრი ბატონი გია ქავთარაძე, სამოქალაქო რეესტრის სამმართველოს უფროსი ბატონი
გიორგი ვაშაძე, პრეზიდენტის რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ბატონი ზაზა
გოროზია და ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი რობერტ გვიჩია.