2006 წლის 15 აპრილს ბზობის დღესასწაულზე,
სოფელ პირველ მაისში ცენტრალური მაგისტრალის გვერდით შემაღლებულ ბორცვზე ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა აკურთხა პირველი მაისის ტაძრის საძირკველი.
საძირკვლის კურთხევაში მონაწილეობდნენ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის
მთავარეპისკოპოსი თევდორე, სენაკისა და ჩხოხორწყუს ეპისკოპოსი შიო და ადგილობრივი
სამღვდელოება. პირველ მაისში განსაკუთრებული საზეიმო განწყობა სუფევდა.
ტაძრის აშენების იდეის ავტორი და ქტიტორი საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ბუკია. საეკლესიო კომპლექსის პროექტის ავტორია ღვაწლმოსილი ხუროთმოძღვარი რევაზ ჯანაშია.
ტაძრის აშენების იდეის ავტორი და ქტიტორი საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ბუკია. საეკლესიო კომპლექსის პროექტის ავტორია ღვაწლმოსილი ხუროთმოძღვარი რევაზ ჯანაშია.
კურთხევას დაესწრო მეზობელი რაიონიდან მოსული სტუმრები ადგილობრივი მრევლი
და ხობის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა (საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა
ჭოხონელიძე და გამგებელი რობერტ გვიჩია).