ისტორიული თარიღი: ზვიად გამსახურდია და თენგიზ ქაჯაია

 

1993 წლის 30 დეკემბერს ხობის რაიონის სოფელ ძველ ხიბულაში მოწამეობრივად აღესრულა ერთიანი საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად კონსტანტინეს ძე გამსახურდია.

​1991 წლის 30 დეკემბერს, პრეზიდენტის დაღუპვამდე ზუსტად ორი წლით ადრე, საქართველოს ეროვნულ ხელისუფლებაზე თავდასხმის დროს, გმირულად დაიღუპა ერთიანი საქართველოს პირველი პრეფექტი ბატონი თენგიზ ქაჯაია, ბატონ ზვიადის მიერ „ჩემს არჩივად“ წოდებული.

​2005 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს ეროვნულ-მართლმადიდებლური მოძრაობის წევრთა ერთმა ნაწილმა პატივი მიაგო პირველი პრეზიდენტის და პირველი პრეფექტის ხსოვნას, ყვავილებით შეამკო ზვიად გამსახურდიას დაღუპვის ადგილი ძველ ხიბულაში და თენგიზ ქაჯაიას საფლავი საჯიჯაოში.

​თუ ჩვენ ვართ მადლიერი ერი, უნდა გვახსოვდეს ის გმირები, რომლებიც ჩვენს მაგივრად აკეთებდნენ იმ საერთო საქმეს, რაც ყველას გასაკეთებელი იყო, ჩვენს მაგივრად ეზიდებოდნენ იმ საერთო ჯვარს, რომელიც თითოეული ჩვენთაგანის საზიდიც იყო.

​ბეთლემში შობილმა, უფალმა ჩვენმა ქრისტე იესომ ნათელში ამყოფოს ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, თენგიზ ქაჯაიას და ყველა მართლმადიდებლის სული, რომლებმაც თავი შესწირეს რწმენას უფლისას, დედასამშობლოს სიყვარულს, ჩვენი და ჩვენი შვილების თავისუფლებას!

გაზეთი ,,ხობი ნიუსი"  2005 წელი