18-19 ივნისი დაუვიწყარი იქნება ხობელთათვის. კულტურის სახლის დიდი დარბაზი გულშემატკივრებსა და სიმღერების მოყვარულთ
ვერ
იტევდა.
ჩვენს
რაიონში
პირველად
ჩატარდა
ბავშვთა
საესტრადო
სიმღერის
კონკურს-ფესტივალი.
საოცრად
ლამაზები
იყვნენ
პატარა
ვირტუოზები.
სიმღერის
სინატიფე,
რომანტიკა
და
ჰარმონია, განცდა იგრძნობოდა
სცენაზე.
კონკურსში
მონაწილეობას
ღებულობდა
16 ნორჩი
მომღერალი.
ჟიურიმ,
რომელსაც
მუსიკოსი
თამარ
გულუა
ხელმძღვანელობდა,
მეორე
ტურისათვის
9 შემსრულებელი
შეარჩია.
გრან-პრის. მფლობელი გახდა პატარა ნონა ესებუა. პირველი ადგილი ჟიურიმ ფესტივალის კონფერანსიეს და ნორჩ მომღერალს დათა კუჭავას მიაკუთვნა, მეორე ადგილი წილად ხვდა პუბლიკისათვის კარგად ცნობილ და უსაყვარლეს
მომღერალს
მამუკა
ზარანდიას.
მესამე
ადგილზე
ქულათა
თანაბარი
რაოდენობით
გავიდა
ორი
შემსრულებელი:
ეკა
ბარაშვილი
და
მილენა
სიორდია.
მადლობის
ღირსნი
არიან
ამ
ლამაზი
სანახაობის
ორგანიზატორები:
სამუსიკო
სტუდიის
გამგე
ქალბატონი
მარინა
ქაქუთია
და
მუსიკალური
ხელმძღვანელი
ქეთევან
გულუა.
გამარჯვებები
დაგბედებოდეთ.
პატარა
ვირტუოზებო.
4 ივნისი 1995 წელი გაზეთი „ცოტნეიდელი“ რედაქტორი ირაკლი შონია