სავიზიტო ბარათი:
ვახტანგ
ვახტანგის ძე
საჯაია. დაბადების
წელი 1983, 12 მარტი.
სწავლობს №2 საშუალო
სკოლის VII კლასში.
არის ფრიადოსანი.
სამუსიკო სკოლის
V კლასის მოსწავლეა.
მეცადინეობს მოსწავლე-ახალგაზრდობის რაიონული
სახლის, ჭადრაკის
კაბინეტში მწვრთნელ
მამუკა გეთიასთან.
გამოირჩევა საოცარი
სიდინჯით, ნიჭიერებით.
აქვს უნარი
გახდეს მაღალი
კლასის მოჭადრაკე.
ყავს დედ-მამა და
პატარა ძმა
პაატა, რომელიც
ასევე უმცროს
ასაკში რაიონის
ჩემპიონია. ჰობი ჭადრაკი
და მუსიკა.
უყვარს ფალიაშვილი,
ბეთჰოვენი, ლისტი,
მოჭადრაკეებიდან გაფრინდაშვილი,
ფიშერი.
გილოცავთ
რაიონის ჩემპიონის
ტიტულს მოსწავლეთა
შორის.
გმადლობთ.
რა
გრძნობა დაგეუფლათ
ჩემპიონად გამოცხადების
დროს?
უზომო მღელვარება.
სამეულში მოხვედრას წინასწარ მიწინასწარმეტყველებდნენ. მთლად მოულოდნელი
არ
უნდა
ყოფილიყო
წარმატება,
მაგრამ
მაინც
მღელვარება
ვერ
დავფარე.
ვინ
გასწავლათ ჭადრაკის
თამაში?
მამუკა მასწავლებელმა. ბოლო დროს მეცადინეობა
მივატოვე,
მაგრამ
მასწავლებლის
დაჟინებული.
მოთხოვნით
ისევ
გავაგრძელე.
აქვე
მინდა
გითხრათ,
რომ
მამუკა
მასწავლებელი
შეუდარებელია
მისი
ადამიანური
თვისებებით
და
პროფესიული
დონით.
მკაცრი,
მომთხოვნი
და
პრინციპულია.
ამასვე
მოითხოვს
ჩემგანაც.
მარცხის
გეშინიათ?
არა, პირველად წაგებით დავიწყე. ტურნირი, მაგრამ ბოლოს
ჩემპიონი
გავხდი.
მთავარი
კონკურენტი?
ალიკა კორტავა.
რას
აპირებთ მომავალში?
მინდა ღრმად დავეუფლო ჭადრაკის თეორიას, მონაწილეობა მივიღო საჭადრაკო ტურნირებში.
დიდი სურვილი მაქვს ჩემი მეგობრების: ტყებუჩავას, დგებუაძის, შამათავას მსგავსად გავუთქვა სახელი ჩვენს რაიონს. მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლ ობა გადავუხადო მამუკა მასწავლებელს, მოსწავლე-ახალგაზრდობის
რაიონული
სახლის
პერსონალს,
რომელთაც
ყველაფერი
იღონეს
ტურნირის
საოცარი
ორგანიზებისათვის.
განსაკუთრებული
მადლობა
ბატონებს
ლაჟვარდ
ბუკიას
და
თორნიკე
ესებუას
ყურადღებისა
და
თანადგომისათვის.
ჩვენი ჩემპიონის ცხოვრების გზა ნათელი და პერსპექტიული გვესახება. წარმატებებს
გისურვებთ
ვახტანგ!
ესაუბრა ნოდარ მირგატია
4 ივნისი 1995 წელი გაზეთი „ცოტნეიდელი“ რედაქტორი ირაკლი შონია