1993 წლის 30 აგვისტოს მიტინგი ხობში



1993 წლის 30 აგვისტოს, ხობის კულტურის სახლის წინ ჩატარდა (მრავალრიცხოვანი) მიტინგი, რომელსაც დაახლოებით ორიათასამდე კაცი ესწრებოდა. მიტინგს ორგანიზატორობდა, ხობის საგაფიცვო კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი - ჯემალ კაკულია. მიტინგი მიჰყავდა სრულიად საქართველოს იბერიულ-კავკასიური მოძრაობის ხობის რაიონული გამგეობის წევრს ბატონ - ამირან კვარაცხელიას. აქციას ესწრებოდნენ სტუმრები: უზენაესი საბჭოს დეპუტატები, „შავოსანი დედები“ ზუგდიდიდან, აგრეთვე მოსახლეობა მეზობელი რაიონებიდან.
სიტყვით გამოვიდნენ უზენაესი საბჭოს დეპუტატები, ბატონები:
გურამ მაქაცარია - ჰელსინკის კავშირი, დაუმორჩილებლობის კომიტეტის წევრი;
დათო გოგაძე - გეორგიანული მოძრაობის წევრი;
მამუკა გვაძაბია - გალის რაიონის საზოგადოება “ჭყონდიდელის“ თავმჯდომარე, საგაფიცვო კომიტეტის თავმჯდომარე;
გურამ ისაკაძე - რადიკალური კავშირი, საგარეჯოს პრეფექტი;
ჯემალ კაკულია - ხობის რაიონის ჰელსინკის კავშირის თავმჯდომარე, ხობის საგაფიცვო კომიტეტის თავმჯდომარე;
სიტყვით აგრეთვე გამოვიდნენ მოქალაქეები: ველოდი მირცხულავა, დიმიტრი ქებურია, თემურ გოგსაძე, ჯემალ შონია, ტიტე მოსია, ლია კაცაძე, ვახტანგ ჭითავა.
რომან რეკვავა - სრულიად საქართველოს იბერიულ-კავკასიური მოძრაობის ხობის რაიონის გამგეობის თავმჯდომარე;
რამაზ სოხაძე _ ხობის რაიონის საზოგადოება “ჭყონდიდელის“ თავმჯდომარე;
ბადრი ჩოკორაია - ხობის კომენდანტი;
სპარტაკ ბუკია - ხობის რაიონის წმინდა ილია მართლის საზოგადოების თავმჯდომარე;
გურამ კვიკვინია - ხობის შტაბის უფროსი.
სიტყვით აგრეთვე გამოვიდნენ მოქალაქეები: ველოდი მირცხულავა, დიმიტრი ქებურია, თემურ გოგსაძე, ჯემალ შონია, ტიტე მოსია, ლია კაცაძე, ვახტანგ ჭითავა.

სოფელ ხამისქურის გამგებელი 1993 წელი