გამოჩენილი სპორტსმენები:


მანუჩარ ცხადაია 

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
საქართველოს სამგზის პრიზიორი, 2008 წელს სერბეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე დაიკავა მე-3 ადგილი, 2009 წელს უნგრეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე გახდა ოქროს გრან-პრის გამარჯვებული, ამ შეჯიბრებაზე დაასახელეს ტურნირის საუკეთესო მოჭიდავედ, შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა ევროპის პირველობაზე, ჩემპიონი გახდა თბილისის საერთაშორისო ტურნირის, მსოფლიო პირველობის ვიცე-ჩემპიონი და 26 დეკემბერს არჩეულ იქნა 2009 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად.


 გენადი კვიკვინია

გენადი კვიკვინია
 
(დ. ხობი, პირველი მაისი) — 
ქართველი სპორტსმენი (მკლავჭიდი), მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული
(
2016ბლაგოევგრადიბულგარეთი, +110 კგ), მსოფლიო ჩემპიონატი (2015კუალა ლუმპურიმალაიზია, +110 კგ).

ნუგზარ წურწუმია 

(დ. 25 თებერვალი1997ხობი) — ქართველი სპორტსმენი, ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე.
55 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი (
2019). მსოფლიოს ჩემპიონი (2019),
ასევე მსოფლიოსა (
2018) და ევროპის (2018) ჩემპიონატების ბრანჯაოს პრიზიორი.

სპორტული კარიერა

2014 წელს გახდა ჭაბუკებს შორის ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი. 2015 წელს, ახალგაზრდებს შორის მოიპოვა მსოფლიოს ვერცხლისა და ევროპის ბრინჯაოს სინჯის მედლები. მომდევნო 2016 წელს, ახალგაზრდებს შორის გახდა ევროპის ჩემპიონი, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. 2017 წელს ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი აიღო. 2018 წელს, 23 წლამდელ მოჭიდავეთა შორის გახდა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი.

2018 წლიდან გამოდის საქართველოს ბერძნულ-რომაული ჭიდაობის მთავარ ნაკრებში. სადებიუტო წელს, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ბრინჯაოს მედლები აიღო. 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, 55 კგ. წონით კატეგორიაში, ნუგზარ წურწუმიამ ოთხი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

ვილენ გაბრავა 
(დ. ხობი, პ.მაისი) — 
ქართველი სპორტსმენი (მკლავჭიდი),
მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული (
2019კონსტანცარუმინეთი, 65 კგ),
ევროპის ჩემპიონატი (
2016ბუქარესტირუმინეთი, 60 კგ),
ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული (
2014ბაქოაზერბაიჯანი, 60 კგ).


ხუნჯუა ალუდა

 ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორი-საქართველოს ნაკრები გუნდის წევრი, საერთაშორისო ტურნირების პრიზიორი.