სურაჯი გვასალია და ვახტანგ ლოლუა წლის საუკეთესოებად დასახელდნენ

 

ხობის მუნიციპალიტეტი კიდევ ერთი დიდი სპორტული აღიარების მოწმეა! საქართველოს ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ 2025 წლის სეზონი შეაჯამა და საუკეთესოები საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვა.

26 იანვარს, ქალაქ თბილისში, სასტუმრო „Panorama Lisi Grand Hotel“-ში გამართულ მასშტაბურ ღონისძიებაზე, რომელსაც სპორტის სამინისტროს, ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები, ვეტერანი მოჭიდავეები და სპორტული სამყაროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ხობელმა სპორტულმა მოღვაწეებმა უმაღლესი ნომინაციები დაიმსახურეს:

🏆 აღიარება და ჯილდოები:

  • სურაჯი გვასალია — ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის ბერძნულ რომაული ჭიდაობის მწვრთნელი, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ აღიარებულ იქნა 2025 წლის საუკეთესო პირად მწვრთნელად. ეს ჯილდო მისი დაუღალავი შრომისა და იმ პროფესიონალიზმის დასტურია, რომელსაც იგი წლების განმავლობაში ახმარს ჩვენს მუნიციპალიტეტში ჭიდაობის განვითარებას.

  • ვახტანგ ლოლუა — დაჯილდოვდა საუკეთესო სპორტსმენის ტიტულით. მისმა გამორჩეულმა ასპარეზობამ და შედეგებმა კიდევ ერთხელ ასახელა ხობი და ქართული ჭიდაობის ოჯახი.  

  • „ხობი ინფო“ ულოცავს სურაჯი გვასალიასა და ვახტანგ ლოლუას ამ ბრწყინვალე გამარჯვებას! თქვენი წარმატება თითოეული ხობელისთვის საამაყოა და სტიმულია მომავალი თაობებისთვის.