ხობის N2 საჯარო სკოლას ხობის მუნიციპალიტეტში წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით გაწვეული ყველაზე მეტი წვევამდელი ჰყავს

 

🔶
ქ. ხობის N2 საჯარო სკოლას ხობის მუნიციპალიტეტში წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით გაწვეული ყველაზე მეტი წვევამდელი ჰყავს.
🔶
სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების სამეგრელო- ზემო სვანეთის და გურიის რეგიონალური ცენტრის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების ხობის მუნიციპალიტეტის განყოფილების უფროსი - მაიორი კორნელი შენგელია, სააგენტოსა და რესურსცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, შეხვდა ქ. ხობის N2 საჯარო სკოლის დირექციას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს.
🔶
მაიორმა კორნელი შენგელიამ მადლობა გადაუხადა სკოლას მოსწავლეების პატრიოტებად აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის და გადასცა სპეციალური მადლობის სიგელი.
🔶
შეხვედრასთან დაკავშირებით, სკოლაში გაიმართა ღონისძიება, რომელიც გაფორმებული იყო მოსწავლეთა მუსიკალური/საცეკვაო ნომრებით.
🔶
ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ღირებულებების მქონე, პატრიოტი მოქალაქის აღზრდა წარმოადგენს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზანს. სკოლა უზრუნველყოფს კონსტიტუციიით განსაზღვრული უმაღლესი ინტერესების შესაბამისად, უმთავრესი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი დაკვეთის - ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას.
მადლობა მაიორ კორნელი შენგელიას და მის გუნდს დაფასებისთვის.