10 დეკემბერს, საზოგადოება "ხობელის" დარბაზმა უმასპინძლა ხობის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილ პიროვნებას, ბატონ დავით პაჭკორიასთან შეხვედრის საღამოს. ბატონი დავითი ცნობილია, როგორც ნაღდი ხობელი და კოლორიტი ქართველი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ხობის აღმშენებლობის საქმეში.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა მისი უდიდესი რეგალიები, დამსახურება და ის პატივი და დიდება, რომელიც არასოდეს მოკლებია მის ცხოვრებას.
"ბატონო დავით, ღმერთმა დაგლოცოთ, ყოველი თქვენი დღე იყოს სავსე სიყვარულით, სიხარულითა და ბედნიერებით. იცოცხლეთ! ხობელებისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი თქვენი არსებობაა," – ხაზი გაესვა საზოგადოებისთვის მისი არსებობის მნიშვნელობას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ბატონი დავითის ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები, ასევე ხობის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები: საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილე დავით ბერაია და საზოგადოების წევრები.
ავტობიოგრაფიული მონაცემები
დავით ნიკოლოზის ძე პაჭკორია
დავიბადე 1946 წლის 21 დეკემბერს.
1953 წლიდან 1963 წლამდე ვსწავლობდი ხობის რ-ის სოფ. შუახორგაში.
1963 წლიდან 1965 წლამდე ვსწავლობდი ამ/კ რკინიგზის ფოთის მე-16 საშუალო სკოლაში
– სკოლის დამთავრებისთანავე 1965 წელს ჩავირიცხე საქ. სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკა–ორგანიზაციის ფაკულტეტზე, რომელიც დავამთავრე 1970 წელს, ეკონომიკის სპეციალობით.
-1970 წლიდან 1971 წლის სექტემბრამდე ვმუშაობდი ქ. ფოთში, კოლხეთის სატყეო მეურნეობის მთ.ეკონომისტად.
- 1971 წლის სექტემბრიდან 1975 წლის ივლისამდე ვმუშაობდი ხობის რაიონის სუბტროპიკული კულტურების საბჭოთა მეურნეობა "კოლხეთში" მთ. ეკონომისტის მოადგილედ.
- 1975-1976 წლები ვმუშაობდი ხიბულის ჩაის საბჭოთა მეურნეობაში მთ. ეკონომისტად.
1976-1981 წლებში ვმუშაობდი ნოჯიხევის ჩაის საბჭოთა მეურნეობაში მთ. ეკონომისტად.
1981-1982 წლებში ვმუშაობდი ქ. ფოთში მეციტრუსეობის რესპუბლიკური საწარმოო გაერთიანების უფროსის მოადგილეთ, ეკონომიკის დარგში.
1982-1985 წლებში ვმუშაობდი საქ. კპ ხობის რაიკომის სოფლის მეურნეობის განყოფილების გამგედ.
1985-1989 წლებში ვმუშაობდი საქ. კპ. ხობის რაიკომის საორგანიზაციო განყოფილების გამგედ.
1989 წლის ივნისიდან 1991 წლის თებერვლამდე ვმუშაობდი სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის თავჯდომარის პირველ მოადგილეთ, ხობის აგროსამრეწველო გაერთიანების თავჯდომარედ.
1991 წლის აგვისტოდან 2001 წლის მაისამდე ვმუშაობდი ქ. ფოთის „წისქვილკომბინატის“ დირექტორის მოადგილედ, დირექტორად, მეთვალყურეთა საბჭოს თავჯდომარეთ.
- 2001-2004 წლებში ვმუშაობდი ქ. ფოთის საგადასახადო ინსპექციის უფროსად.
- 2007 წლის ივლისიდან 2017 წლის ივლისამდე ვმუშაობდი შ.პ.ს. „ლოჯისტექსი"-ს ტერმინალის უფროსად ქ.ფოთში
-2017 წლის 1 ივლისიდან 2025 წლის 27 ნოემბრის ჩათვლით ვმუშაობდი შ.პ.ს. „ხეთის დაფნისა და ციტრუსის“ აღამასრულებელ დირექტორად.
















%20%E1%83%96%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%98%E1%83%90.jpg)











%20%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%98%E1%83%90.jpg)




