ქარიატას დამაკავშირებელი ახალი ხიდი — რეგიონული განვითარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი!

 

კომპანია Construction Service ხობის მუნიციპალიტეტის ქარიატას ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ხობისწყალზე, ახორციელებს ახალი სახიდე გადასასვლელისა და მასთან მისასვლელი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოებს. 🛤️
პროექტი ემსახურება არა მხოლოდ გადაადგილების გამარტივებას, არამედ რეგიონში საცხოვრებელი, ეკონომიკური და სოციალურ-კომუნიკაციური გარემოს კიდევ უფრო განვითარებას. 🌱
ხიდის ტექნიკური პარამეტრები:
• ლითონის 3-მალიანი კონსტრუქცია: 2 × 24 მ + 48 მ
• მალის ნაშენის წონა: 225 ტ.
• ხიდის ჯამური სიგრძე: 110 მ.
• სრული სიგრძე მისასვლელი გზების ჩათვლით: 403 მ.
🙏 მადლობა ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს — მათი პროფესიონალიზმი და ერთგულება ქმნის შედეგს, რომელიც არა მხოლოდ ფუნქციურია, არამედ ხელს უწყობს მუნიციპალიტეტის თანამედროვე ინფრასტრუქტურული პოტენციალის ამაღლებას.