📸 მიხეილ (მიშა) თათარიშვილის შრომითა და ხობელების დიდი სიყვარულით შემოგვრჩა ხობის ცხოვრების ამსახველი უნიკალური კადრები 1950-იანი წლებიდან 1980-იანი წლების ბოლომდე.
იგი არ გახლდათ პროფესიით ფოტოგრაფი, თუმცა ბატონ მიშას უბრალოდ წილად ხვდა ბედნიერება, დაეფიქსირებინა ჩვენი ქალაქის-რაიონის ისტორია. მისი ფოტოებით შეიქმნა იმ დროის განსაკუთრებული მატიანე.
აღსანიშნავია, რომ მიხეილ თათარიშვილი იყო რეპრესირებული ე.წ. „მეგრელთა საქმის“ გამო..
ხობში არცერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება არ ჩაივლიდა მისი მონაწილეობის გარეშე.
>
სამწუხაროდ, მისი მასალების ნაწილი, 90-იანი წლების მძიმე დროებას ემსხვერპლა და დღეს ჩვენამდე ვეღარ მოაღწია. მიუხედავად ამისა, რაც შემორჩა, უდიდესი საგანძურია ჩვენი ხობელებისთვის.
#ხობელთახსოვნა#
ხობარეფ
#ხობელები
#ხობიჩვენისახლია
