31 დეკემბერი — დღეს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში, მართალი ლაზარეს აღდგინების ტაძარში, საღმრთო ლიტურგია და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სულის მოსახსენებელი პანაშვიდი ჩატარდა.
წირვა-ლოცვას უძღვებოდნენ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი და ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ეპისკოპოსი საბა. ღვთისმსახურებაში მონაწილეობა მიიღეს ფოთისა და ხობის ეპარქიის სამღვდელოებამ და მოწვეულმა სტუმრებმა.
09:00 საათზე დაწყებული ცისკრისა და 10:30 საათზე აღვლენილი ლიტურგიის შემდეგ, ტაძარში შეკრებილმა მრევლმა და სასულიერო პირებმა პატივი მიაგეს ზვიად გამსახურდიას ხსოვნას. პანაშვიდი 13:00 საათზე შესრულდა.
ფოტო:ლევან ხოფეფია
https://www.facebook.com/share/17kzE7MYdx/






















