ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, გოჩა ქაჯაიამ და მერის მოადგილემ, დავით ბერაიამ ქალაქ ხობის N1 და N2 საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს და პედაგოგებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს.
ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი საახალწლო ნობათი ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების 650 აღსაზრდელს გადაეცა.